ბარათები ბავშვთა უფლებების შესახებ

Home » ბარათები ბავშვთა უფლებების შესახებ

.

C_R_C_imageB

 

ილუსტრირებული ბავშვთა უფლებები (ბარათები ბავშვთა უფლებების შესახებ)

თავდაპირველად, ბავშვთა უფლებები უმთავრესად სამართლებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენდა. თუმცა სკოლის გარემოში ნათელი ხდება, რომ ბავშვთა უფლებების თითოეული მუხლი საჭიროა გაგებული და ინტერპრეტირებული იქნას სამიზნე ჯგუფის თვალთახედვის გათვალისწინებით. ბარათები ბავშვთა უფლებების შესახებ სწორედ იმ მიზნის მიღწევას ემსახურება, რომელიც ბავშვთა უფლებების აღქმასა და მის პრაქტიკულ გამოყენებაში მდგომარეობს. აღნიშნული ბარათები შესაძლებელია სხვადასხვანაირად იქნას გამოყენებული, ქვევით გთავაზობთ მათი გამოყენების რამდენიმე ნიმუშს:

  • ილუსტრაციისა და ტექსტის ერთად ამოჭრის შემდეგ ბარათებს ვკეცავთ ორად და ნაწილებს ერთმანეთზე ვაწებებთ, ისე რომ მივიღოთ დიდაქტიკური თამაშებისათვის განკუთვნილი ორმხრივი ბარათები, რომელთა გამოყენებითაც მოსწავლეები შეეცდებიან გამოსცადონ ერთმანეთი და, ასევე, შეამოწმონ საკუთარი ცოდნა.
  • ილუსტრაციებსა და ტექსტს ამოვჭრით ცალ-ცალკე, იმგვარად რომ მივიღოთ ბარათები, რომლებიც მოსწავლეებმა ერთმანეთთან უნდა დააკავშირონ. შედეგად, მოსწავლეები თამაშის პროცესში ეცნობიან ბავშვთა უფლებებს.
  • • ილუსტრაციების ამოჭრის შემდეგ მათი დაჯგუფება შესაძლებელია სხვადასხვა კრიტერიუმით, მაგალითად:
    – მათი დაჯგუფება შესაძლებელია ოთხი კრიტერიუმის მიხედვით (მონაწილეობა: მონაწილეობის უფლება; შესაძლებლობების გამოვლენა: საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; ნორმალური ცხოვრების პირობები: სიცოცხლის შენარჩუნების უფლება; ზიანისაგან დაცვა: დაცვის უფლება).
    – მათი დაჯგუფება შესაძლებელია პიროვნული ღირებულებების კატეგორიების მიხედვით: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში? რომელი საკითხია ყველაზე აქტუალური ჩემი ქვეყნისათვის, იმ საზოგადოებისათვის, რომელსაც მე ვეკუთვნი, ჩემი სკოლისათვის?
    – შესაძლებელია შეგროვდეს ან ჟურნალ-გაზეთებიდან იქნას ამოჭრილი ფოტოები ან სურათები, რომლებიც ბარათებზე აღბეჭდილი თემების ილუსტრირებას წარმოადგენს.
    – მოსწავლეებმა შესაძლებელია მოისურვონ ბარათზე აღბეჭდილი ილუსტრაციების შთაგონებით შექმნან საკუთარი ილუსტრაციები, რომლებზეც ასევე ბავშვთა უფლებები იქნება აღბეჭდილი.

– შესაძლებელია ილუსტრაციების გადიდება და ბავშვებისათვის გასაფერადებლად დარიგება (ამგვარი ბარათები შემდგომ შესაძლებელია ბავშვებმა ჩარჩოებშიც ჩასვან). ბავშვების მიერ გაფერადებული ბარათები შესაძლებელია გამოყენებული იქნას საკლასო ოთახის ან სკოლის დერეფნების კედლების გასაფორმებლად.

– ილუსტრაციები შესაძლებელია დაერთოს პირადი გამოცდილების მოკლე აღწერას და შემდეგ მცირე ზომის ბროშურის ფორმით იქნას აკინძული.

ჩამოტვირთეთ ბარათები ბავშვთა უფლებების ილუსტრაციებით PDF ფორმატში