კონფლიქტი

conflictგანსხვავებულ პრიორიტეტებზე, საჭიროებებსა და ინტერესებზე კამათი ყველა საზოგადოებაში ცხოვრების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ზოგიერთი საზოგადოება ცდილობს ამგვარი კონფლიქტების დამალვასა და მიჩქმალვას, თვლის რა, რომ მათზე ფიქრი და საუბარი სოციალურ ჰარმონიას არღვევს. თუმცა, დემოკრატიულ საზოგადოებაში, ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, ღიად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და, ასევე, ღიად განიხილონ ამ მოსაზრებებს შორის სხვაობები. ამგვარი მიდგომის შედეგს წარმოადგენს უფრო ეფექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება და დავის გადაჭრა, მისი მიჩქმალვისა და ჩახშობის ნაცვლად. სკოლაში ახალგაზრდები ეცნობიან მათ საზოგადოებაში წამოჭრილ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებს. ისინი სწავლობენ კონფლიქტების მშვიდობიანი, არაძალადობრივი გზებით გადაჭრას, მაგალითად, მათივე თანატოლების შუამავლობის საშუალებით.