წესები და კანონები

rules-lawწესების არსებობის არსს წარმოადგენს გაუგებრობისა და შეხლა-შემოხლის თავიდან აცილება, სამართლიანობის უზრუნველყოფა და მოვლენათა უმტკივნეულოდ განვითარების ხელშეწყობა – იქნება ეს ოჯახში, სკოლაში თუ, უბრალოდ, თამაშის დროს. კანონის არსიც ანალოგიურია, მხოლოდ, წესებისაგან განსხვავებით, იგი მოქმედებს საზოგადოებაში. კანონები შექმნილია იმისათვის, რათა დაცული იქნას ჩვენი უფლებები და თავისუფლებები და საზოგადოება უფრო დაცული იყოს. თუმცა ყველა არსებული წესი და კანონი მხოლოდ კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და სიკეთეს არ ემსახურება, ანუ ყველა წესი და კანონი არ არის „კარგი“. „კარგი“ წესები და კანონები ადამიანის უფლებების პატივისცემას ეყრდნობა, პრაქტიკული და გახორციელებადია და საზოგადო თანხმობის საგანს წარმოადგენს. სკოლებში ახალგაზრდები ეცნობიან წესებისა და კანონების დანიშნულებასა და მიზანს და ეცნობიან იმ პროცესებს, რომელთა საშუალებითაც ხდება ამ წესებისა და კანონების მიღება. წესების შემუშავების პროცესების შესახებ ცოდნას ახალგაზრდები სკოლის საზოგადოებაში მოქმედი წესების შექმნასა და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებში მონაწილეობის საშუალებით იღებენ.