მთავრობა და პოლიტიკა

government-politicsპოლიტიკა წარმოადგენს პროცესს, რომლის საშუალებითაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ იცხოვრონ ერთად – ოჯახის, სკოლისა თუ სახელმწიფოს ფარგლებში. მთავრობა წარმოადგენს სისტემას, რომლის საშუალებითაც წარმოებს გადაწყვეტილებების მიღება. არსებობს მთავრობათა მრავალი, ერთმანეთისაგან განსხვავებული სისტემა – დაწყებული ავტოკრატიით და დამთავრებული დემოკრატიით. დემოკრატიის პირობებში ყველა ადამიანს თანაბარი სიტყვის უფლება ენიჭება და გადაწყვეტილებების მიღება მსჯელობისა და კენჭისყრის საშუალებით ხორციელდება. სკოლა წარმოადგენს მმართველობის რომელიმე სისტემის მოდელს იმისდა მიხედვით, თუ როგორ წარმოებს საკოლის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება. სკოლაში ახალგაზრდები პრაქტიკულად ეცნობიან დემოკრატიული პოლიტიკის პრინციპებს, მონაწილეობენ რა კლასის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში და მოსწავლეთა საბჭოს არჩევნებში.