სადავო საკითხები

Living Democracy » Principals » სადავო საკითხები

როგორც სკოლის ხელმძღვანელს, თქვენ სხვებზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ დავა დღევანდელ სკოლაში გარდაუვალი გამოცდილებაა. სოციალური მედიითა და კომუნიკაციის მყისიერი დამყარების საშუალებებით სარგებლობა განაპირობებს იმას, რომ მოსწავლეებს ყოველდღიურად აქვთ შეხება ისეთ საკითხებთან, როგორიცაა, მიგრაცია, კლიმატის ცვლილება, ტერორიზმი და ლგბტ პირების უფლებები. ამგვარ საკითხებზე მოსწავლეებთან საუბარი პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, როგორ უნდა გაერკვნენ ახალგაზრდები ამ საკითხებში, თუ მათ არ მივცემთ საშუალებას სკოლაში იმსჯელონ მათზე? როგორ უნდა მიეჩვიონ კრიტიკულ აზროვნებას ან კამათს დემკრატიული პრინციპებით, თუ მათ ამას მასწავლებელი არ ასწავლის? სადავო საკითხებზე მსჯელობას ბევრი დადებითი შედეგი მოაქვს, თუმცა იგი არ წარმოადგენს ამოცანას, რომელსაც შეიძლება მსუბუქად მივუდგეთ. ამისათვის, სხვა რესურსებთან ერთად თქვენ გჭირდებათ სათანადოდ მომზადებული პედაგოგები, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა და სკოლის ეთოსი, რომელიც მსგავსი პროცესის წარმართვას უწყობს ხელს.

წინამდებარე ნაწილში შესული მასალის უმეტესი ნაწილი აღებულია ევროპის საბჭოს ორი სახელმძღვანელოდან:

მასწავლებელთა მოსამზადებელი მასალა: „სადავო საკითხების სწავლება“, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქვემოთ მითითებული გვერდიდან: https://pjp-eu.coe.int/en/web/charter-edc-hre-pilot-projects/teaching-controversial-issues-developing-effective-training-for-teachers-and-school-leaders

სკოლის თვით-შეფასების ინსტრუმენტი: „დავის მართვა“, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქვემოთ მითითებული გვერდიდან: https://pjp-eu.coe.int/en/web/charter-edc-hre-pilot-projects/project-1-managing-controversy-a-whole-school-training-tool

read more
read less