ადგილობრივი წყაროდან ჩვენს სკოლაში!

Living Democracy » Principals » კვება » მზადება » ადგილობრივი წყაროდან ჩვენს სკოლაში!

“მიირთვით ადგილობრივი პროდუქტი! მიირთვით სეზონური საკვები! მიირთვით ორგანული საკვები!” გზავნილებს იმის შესახებ, თუ რა მივირთვათ და სად შევიძინოთ საკვები, ყოველდღიურად ვაწყდებით. ქვემოთ მოცემულია იმ მიზეზთა ჩამონათვალი, რომელიც დაგარწმუნებთ, თუ რატომ არის გონივრული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სკოლის სასადილოსა თუ სკოლის შემოგარენში არსებულ მაღაზიებში შეტანილი იქნეს სეზონური და ადგილობრივად წარმოებული საკვები პროდუქტები და, ასევე, მოსწავლეების დარწმუნება, რომ სახლიდან წამოღებული საკვები ამ მოთხოვნას აკმაყოფილებდეს.

1. ფინანსური მხარე

სეზონური ხილისა და ბოსტნეულის ფასები, ჩვეულებრივ, დაბალია, მარაგში მისი დიდი რაოდენობით არსებობის გამო. ეს მოთხოვნა-მიწოდების ძირითადი კანონია. შესაბამისად, სკოლის მომარაგება იმ ხილითა და ბოსტნეულით, რომელიც სეზონზე შემოსულია, ნაკლებ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული როგორც სკოლისთვის, ასევე მოსწავლეთა ოჯახებისათვის.

2. გემო

არასეზონური და არადგილობრივი საკვები პროდუქტის მოყვანა ან სათბურებში წარმოებს ან მათ შემოტანას ქვეყანა უზრუნველყოფს მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან, რაც გავლენას ახდენს საკვების გემოზე. მოსავლის აღება, შესაძლებელია საკვების ტრანსპორტირებამდე დიდი ხნით ადრე მოხდეს, და ტრასნპორტირებისას მისი გაფუჭების თავიდან ასარიდებლად, ხშირად პროდუქტს ყინავენ. ამ პირობებში, ხილი ან ბოსტნეული შესაძლებელია არ დამწიფდეს ისე, როგორც ეს ბუნებრივ გარემოში ხდება, რაც უკარგავს საკვებს როგორც გემოს, ასევე კვებით ღირებულებას.

3. მრავალფეროვნება

ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ მრავალფეროვანი კულტურების მოსავალს აღება წარმოებს არა მარტო შემოდგომაზე (კვახი, ვაშლი, ნიორი, ყურძენი, ლეღვი, სოკო) არამედ ზამთარშიც (ციტრუსი, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, პრასი) და, გარდა ამისა, არის უამრავი საკვები პროდუქტი, რომელიც ასოცირდება ზაფხულთან, მაგალითად, ბარდა, სიმინდი, ატამი, კიტრი, პომიდორი, ყაბაყი, მწვანე ლობიო და სხვა. რა თქმა უნდა, სეზონური მოსავლის ჩამონათვალი განსხვავდება გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, კარგად იყოთ ინფორმირებული ამის თაობაზე და უზრუნველყოთ ის, რომ მოსწავლეებმა (მაგალითად, ბიოლოგიის გაკვეთილის ფარგლებში), მასწავლებელთან ერთად, აწარმოონ კვლევა და ყოველთვიურად დაამზადონ პოსტერი, სეზონური ხილისა და ბოსტნეულის გამოსახულებებით და შესაბამისი ფასების მითითებით, შემდგომ მათი შედარების მიზნით.

4. შეზღუდვები

ვინაიდან რეგიონების უმეტესობაში გარკვეული კულტურები მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოდის, შეუძლებელია მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სეზონური პროდუქტებით ვიკვებოთ. თქვენ შეგიძლიათ სკოლის ბაღის გაშენების ინიციატივით გამოხვიდეთ და წაახალისოთ მოსწავლეები და მათი მშობლები თავად გააშენონ მსგავსი ბაღები. ვინაიდან ადგილობრივი წარმოების სეზონური პროდუქტის შეძენა მხოლოდ წლის გარკვეულ პერიოდშია შესაძლებელი, წლის დანარჩენი პერიოდის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ იზრუნოთ იმ პროდუქტების შეძენაზე, რომელიც იმ პერიოდში სხვა ტერიტორიაზე მოდის, უმჯობესია არა ძალიან დაშორებული ტერიტორიიდან, რათა მათ ტრანსპორტირებას არ სჭირდებოდეს დიდი დრო და, ასევე, დამუშავება, რომელიც საკვები პროდუქტის ხარისხს აქვეითებს.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ წყაროებსა და უფასო ვებ-გვერდებზე: