გაკვეთილის დაკავშირება რეალურ სამყაროსთან

Living Democracy » Principals » სწავლა » მზადება » გაკვეთილის დაკავშირება რეალურ სამყაროსთან

სკოლის ხელმძღვანელობა საპასუხისმგებლო საქმეა და სკოლის ხელმძღვანელს ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს სკოლის ძირითად მიზნებზე. არსებობს სხვადასხვა საკითხების ერთიან და მთლიან კონტექსტში ეტაპობრივად ჩართვის გზები, ასაწყობი თავსატეხის მსგავსად. ერთიან სურათზე კონცენტრირება დაგეხმარებათ მოემზადოთ უმეტესწილად არასასურველი სიურპრიზებისთვის, ვიდრე მიზანი მიღწეული იქნება.

“მოსწავლეთა დემოკრატიული მონაწილეობა უნდა შემოიფარგლებოდეს მოსწავლეთა საბჭოს ჩართულობით და იმ საკითხებით, რომლებიც უშუალოდ სკოლას ეხება, და უნდა ხორციელდებოდეს სკოლის დონეზე და არა გაკვეთილის დონეზე, რადგან გაკვეთილი მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის და არ არის რეკომენდებული მისი გადატვირთვა ან შეფერხება სხვა საკითხების ჩართვით“.

ზემოთ მოცემულ ხედვას ბევრი სკოლა იზიარებს და ადამიანები, რომლებიც მსგავს ხედვას ფლობენ, როგორც წესი, მოსწავლეებისგან და სკოლის თანამშრომლებისგან მოელიან სკოლის წესებისა და განკარგულებების უპირობო მორჩილებას. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ გვსურს ჩვენი მოსწავლეები კარგად იყვნენ მომზადებული დემოკრატიულ საზოგადოებაში საკუთარი როლის პირნათლად შესრულებისათვის. მაგრამ რამდენად რეალურია მოლოდინი იმისა, რომ მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობისათვის მზადმყოფ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლაში გაკვეთილებზე დასწრების საშუალებით?

„ოდესმე დამჭირდება ეს ცხოვრებაში? გამომადგება რეალურ გარემოში?“ ამგვარი კითხვები ისმის და მეტყველებს იმ სხვაობაზე, რომელიც არსებობს სკოლაში მათ მიერ მიღებულ გამოცდილებასა და რეალურ ცხოვრებაში მიღებულ გამოცდილებას შორის. მოსწავლეებისათვის არ არის საკმარისი იმის მოსმენა, რომ გაკვეთილი ან საგანი მათ გამოადგებათ, ვინაიდან სამინისტროს გადაწყვეტილებით იგი სასწავლო პროგრამაშია შეტანილი, ან იმიტომ, რომ ამას მათ მასწავლებელი ეუბნება, ან იმიტომ, რომ მათ გამოცდები აქვთ ჩასაბარებელი. ეს კითხვები მასწავლებლებს დიდაქტიკის ელემენტებს ახსენებ: მასწავლებელს უნდა შეეძლოს ახსნას, თუ რატომ შეარჩია თემა და მიაწოდოს მოსწავლეებს ინფორმაცია სწავლის მიზნების შესახებ, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საინტერესოა მხოლოდ ის, რაც უკავშირდება რეალურ ცხოვრებას და იმას, რის შესახებაც მოსწავლეებს უკვე აქვთ გარკვეული ინფორმაცია.

თუ გსურთ ამ თემაზე ესაუბროთ სკოლის მასწავლებლებს, ამაში დაგეხმარებათ ქვევით მითითებული მასალა:
მასწავლებლებს შეუძლიათ აირჩიონ პატარ-პატარა ნაბიჯებით დააკმაყოფილონ მოსწავლეთა სწავლის საჭიროებები, თუმცა ეს ნაბიჯები მათ აუცილებლად უნდა გადადგან: http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-1/chapter-2/lesson-7/

მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ დარწმუნდნენ, რომ სწორი დიდაქტიკური სტრატეგია აქვთ არჩეული, შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგ ბმულზე მოცემული მასალით: http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-2/

დემოკრატიული მოქალაქეობის შესწავლა სკოლაში შესაძლებელია გამოცდილებისა და მასზე მსჯელობის საშუალებით. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ, როგორც გაკვეთილის ფორმატში ჩართული კონკრეტული თემა და როგორც ერთიანი სასკოლო მიდგომა, ბევრ გზას გვთავაზობს სასწავლო თემების რეალურ ცხოვრებასთან, განსაკუთრებით კი სასკოლო ცხოვრებასთან, დაკავშირების მიმართულებით. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სხვადასხვა გზას გვთავაზობს, რომელთა მორგებაც შესაძლებელია სწავლების სხვადასხვა სტილზე. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ იმ მასწავლებლებს, რომლებიც არჩევანს მასწავლებელზე ორიენტირებულ გაკვეთილზე აკეთებენ, სთავაზობს სავარჯიშოებს სხვადასხვა თემაზე და მაგალითებს, რომლებიც მოსწავლეების მიერ მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება. მასწავლებლებს, რომლებიც დაინტერესებული არიან თანამშრომლობის საფუძველზე გახორციელებული და ამოცანაზე ორიენტირებული სწავლის მოდელებით, შეუძლიათ უამრავი მასალა მოიძიონ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების სახელმძღვანელოებში (http://living-democracy.com/ge/teachers/).