სკოლის დემოკრატიული ლიდერობა – საერთო სასკოლო მიდგომა – სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ

Living Democracy » Principals » ლიდერობა » სკოლის დემოკრატიული ლიდერობა – საერთო სასკოლო მიდგომა – სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ
  • სკოლის დემოკრატიული ლიდერობის, როგორც საერთო სასკოლო მიდგომის ძირითადი პრინციპები

    ფართო საზოგადოებასა თუ სკოლის საზოგადოებაზე კულტურის თავს მოხვევა ლიდერისა თუ ხელმძღვანელის მიერ გატარებული ავტოკრატიული რეჟიმის დამახასიათებელია და არა დემოკრატიის. დემოკრატიული კულტურა იქმნება მოქალაქეების მონაწილეობით, ხოლო სკოლის გარემოში იგი იქმნება ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რომლებიც საჭიროებენ გამხნევებასა და წახალისებას, რათა საკუთარი გამოცდილების გაზიარებით წვლილი შეიტანონ ამგვარი კულტურის შენებაში....

    Read More...

  • პროექტში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფის პერსპექტივა

    სკოლის ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ თუ რამდენად არის მათ მხარდაჭერაზე დამოკიდებული მოსწავლეთა ჩართვა და მათი მონაწილეობა სკოლაში მიმდინარე მოვლენებში. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს სპონტანური არჩევანის გაკეთება თუ გადაწყვეტილების მიღება....

    Read More...

  • მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების ჩარჩო სასკოლო გარემოში

    ვიდრე საკითხების ან გადაწყვეტილებების განხილვას შეუდგებით, საჭიროა შემოიღოთ წესები, რომლებიც არეგულირებს შემდეგ სფეროს „ვინ იღებს გადაწყვეტილებას და რის თაობაზე?“. მსგავსად ფართო საზოგადოებისა, სკოლის საზოგადოებას სჭირდება ფორმალური ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს საკუთარი აზრის გამოთქმისა და პოზიციის დაფიქსირების საშუალებას მისცემს და სათანადოდ წარმოაჩენს სკოლის ხელმძღვანელის სამართლებრივ პასუხისმგებლობას....

    Read More...

  • გადაწყვეტილების მიღება სკოლის დემოკრატიული ლიდერობის კონტექსტში

    იმ შემთხვევაში, თუ არავინ იცის თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული პრობლემის გადაჭრა, სკოლის საზოგადოების წევრები უნდა შეეცადონ ერთად გადაჭრან იგი ან ერთად მოძებნონ გამოსავალი. ერთიანი სასკოლო მიდგომის საშუალებით, სკოლის საზოგადოების თითოეულ წევრს აქვს საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანოს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, სხვებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარი მოსაზრებებისა თუ ინტერესების დაცვით....

    Read More...