სწავლის დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან: სწავლების მიზნები და ამოცანები

Living Democracy » Principals » სწავლა » მოქმედება » სწავლის დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან: სწავლების მიზნები და ამოცანები

სწავლა ეფექტიანია მაშინ, როდესაც მოსწავლეს შეუძლია სწავლის შედეგების რეალურ ცხოვრებაში მიღებულ გამოცდილებასთან და საკუთარ ინტერესებთან დაკავშირება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მასწავლებლებმა გადახედონ სწავლების მიზნებსა და ამოცანებს და ეცადონ მიუსადაგონ სწავლება რეალურ სამყაროსა და რეალურ ცხოვრებას.

  • ამოცანის განმარტება, მისი მიზანი და სფერო
  • ერთი საგნის მასწავლებლები ქმნიან გუნდებს
  • დაურიგეთ მასწავლებლებს სამუშაო ფურცლები
  • მიეცით დრო მასწავლებლებთა გუნდებს, რათა შეავსონ სამუშაო ფურცლები სათანადო ინფორმაციით
  • გუნდის წევრები ერთად განიხილავენ საკუთარ პასუხებს
  • გუნდის წევრები მსჯელობენ და გამოყოფენ მნიშვნელოვან საკითხებს და საკითხებს ნომრავენ პრიორიტეტულობის მიხედვით
  • გუნდები წარადგენენ მათ მიერ იდენტიფიცირებულ სამ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს.
  • შემაჯამებელი მსჯელობა შესაძლებელია წარიმართოს შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემით:
    • ყველა ვთანხმდებით პრიორიტეტებზე?
    • რატომ არის გაკვეთილის მიზნები მნიშვნელოვანი, გაკვეთილის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირების თვალსაზრისით?
    • რამდენად რელევენტურია ჩვენი სკოლისთვის კითხვარში შესული კითხვები?
    • რა ძირითადი დაბრკოლებაა გადასალახი, ამგვარი კითხვარის სწავლების ყოველდღიურ პრაქტიკაში დასანერგად?

სამუშაო ფურცელი

აღებულია შემდეგი რესურსიდან: ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში, ტომი I, განათლება დემოკრატიისათვის, ამოცანა და ძირითადი კითხვები, გვ. 67 – 68: http://www.living-democracy.com/textbooks/volume-1/part-2/unit-2/chapter-2/

რა მიზნების მიღწევა მსურს?
მოცემული თემის ამოწურვის შემდეგ, რა კომპეტენციები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი?
რამ განაპირობა მოცემული კონკრეტული მიზნების დასახვა?
რა პრიორიტეტს ვანიჭებ ჩემ მიერ დასახულ მიზნებს (პირველადი მნიშვნელობის თუ მეორეხარისხოვანი)?
რა მიზნების მიღწევაა მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანი – მთლიანი კლასისათვის, ინდივიდუალურად მოსწავლეებისათვის, გოგონების და/ან ვაჟებისათვის?
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ მიერ დასახული მიზნები ემსახურება ჩემი მოსწავლეების ძირითად ინტერესებსა და საჭიროებებს?
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი ესადაგება იმას, რაც ჩემს მოსწავლეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ?
შესაძლებელია მოსწავლეების ჩართვა სწავლების მიზნების განსაზღვრისა და შერჩევის პროცესში?
რა დრო (რამდენი გაკვეთილი, რამდენი კვირა) არის განსაზღვრული დასახული მიზნების მისაღწევად?
რა მიზნები უნდა იყოს მიღწეული ყველა მოსწავლის მიერ, სწავლებისათვის განსაზღვრულ დროში (მოსწრების ძირითადი სტანდარტი)?
საჭიროა თუ არა მოსწრების სპეციფიკური დონის განსაზღვრა ინდივიდუალური მოსწავლეებისათვის (სწავლება ინდივიდუალური შესაძლებლობის მიხედვით)?
ვაძლევ თუ არა მოსწავლეებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას, ანუ, შეუძლიათ თუ არა მათ დამაჯერებლად გამოიყენონ შეძენილი ცოდნა?
რაზე ვამახვილებ ყურადღებას სწავლებისას – შემეცნებით, პიროვნულ თუ სოციალურ კომპეტენციებზე?
მაქვს თუ არა ნათელი წარმოდგენა მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებზე, რომლებიც ჩემი მოსწავლეებისათვის, მოსწავლეთა ჯგუფებისათვის, ინდივიდუალური მოსწავლეებისათვის, გოგონებისა და ვაჟებისათვის უმთავრესი მნიშვნელობისაა?
ნათლად და გასაგებად განვმარტე მიზნები?