მონაწილეობა

Living Democracy » Principals » მონაწილეობა

სკოლის დირექტორებისა და სკოლის პერსონალისთვის ცნობილია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები და დემოკრატიის პრინციპები ეროვნული კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩართულია სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამაში. შესაბამისად, დემოკრატიული პრინციპები მოლაპარაკების საგანს არ წარმოადგენს. ბავშვები და მოზარდები უნდა სარგებლობდნენ იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მონაწილეობის უფლებით, რომლებიც მათ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და განვითარებას ეხება. ბავშვებისა და მოზარდების აღნიშნული უფლებით სარგებლობას უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციის მე-12 მუხლი, რომლის თანახმადაც, ბავშვს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი შეხედულებები „ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე“.

დემოკრატიის ძირითადი პრინციპები მოიცავს ადამიანის უფლებებსა და ბავშვთა უფლებებს. უმცირესობებისა და სუსტი და მოწყვლადი ადამიანების ჯგუფების დასაცავად, მაგალითად, როგორიცაა ბავშვები და ახალგაზრდები, უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებზე გარკვეული ზღვრებია დაწესებული. დემოკრატიულ სისტემაში ნებისმიერი და ყველა კანონი და გადაწყვეტილება უნდა ესადაგებოდეს ადამიანისა და ბავშვის უფლებებს. ეს ერთ-ერთია იმ უმნიშვნელოვანესი პრინციპებიდან, რომლებიც ბავშვებმა და ახალგაზრდებმა სკოლაში უნდა ისწავლონ, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ სასკოლო განათლებაში ჩართული უნდა იყოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ, სკოლამ აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გარემო, რომელიც სკოლის საზოგადოების ფარგლებში, ამ მიმართულებით პრაქტიკული და ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს მოსწავლეებს.

როგორ უნდა გავახორციელოთ ეს პრაქტიკაში?

სკოლის ხელმძღვანელებისათვის განკუთვნილი წინამდებარე რესურსის – „დემოკრატია და მონაწილეობა სკოლაში“ – მიზანს წარმოადგენს რჩევებისა და რეკომენდაციების მიწოდება სკოლის ხელმძღვანელებისათვის, მათ სკოლაში მიმდინარე დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლებისა და საზოგადოების წევრების ჩართვასთან დაკავშირებით; რჩევების გარდა, რესურსი მოიცავს პრაქტიკულ ნაბიჯებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსა და დემოკრატიული ხელმძღვანელობის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს.

read more
read less