სადავო საკითხები სასწავლო პროგრამაში – საუბრის შესაძლებლობების შექმნა

Living Democracy » Principals » სადავო საკითხები » სადავო საკითხები სასწავლო პროგრამაში » სადავო საკითხები სასწავლო პროგრამაში – საუბრის შესაძლებლობების შექმნა

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანი შესაძლებელია უფრო მეტად წარმოადგენდეს სადავო საკითხების წყაროს, ვიდრე სხვა საგნები, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა საგანი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გაკვეთილზე განხილული იყოს სადავო საკითხები, მაგრამ ამისთვის საჭიროა კარგად ვერკვეოდეთ იმაში, თუ სად უნდა ვეძიოთ აღნიშნული სადავო საკითხები. საკლასო გარემოში ამგვარ სადაო საკითხებზე მსჯელობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მოსწავლეებისათვის განათლების მიწოდებას დემოკრატიული პრინციპებით, არამედ იმასაც, რომ მოსწავლეები უკეთ დაეუფლონ თავად საგანს.

კონკრეტული საგნის მასწავლებლები შესაძლებელია არ აღიარებდნენ მათი საგნის ფარგლებში ამგვარი შესაძლებლობის არსებობას. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მასწავლებლებს ქვემოთ აღწერილი ორი აქტივობა, რომლებიც მათ დაეხმარება ამ შესაძლებლობების მოძიებაში.

1. ‘აქტუალური საკითხების დაკავშირება საგნებთან’

მასწავლებლების ჯგუფებს, რომლებშიც სხვადასხვა საგნების მასწავლებლები არიან წარმოადგენილი, სთხოვეთ გონებრივი იერიშის საშუალებით შეადგინონ იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლებიც სადავო და აქტუალურ საკითხებს წარმოაგენს მათ სკოლაში, ადგილობრივ თუ ფართო საზოგადოებაში. ამ საკითხებიდან ამოკრიფეთ ის საკითხები, რომლებიც იგულისხმება სავალდებულო სასწავლო პროგრამაში. სთხოვეთ მასწავლებელთა ჯგუფებს გაანალიზონ დარჩენილი საკითხები და შეაფასონ ეს საკითხები იმის მიხედვით თუ, მათი მოსაზრებით, რამდენად რელევანტურია ისინი მოსწავლეთა განათლებისა და მომავალი ცხოვრებისათვის. ამის შემდეგ მასწავლებელთა ჯგუფები ირჩევენ ყველაზე რელევანტურ და აქტუალურ საკითხებს და ცდილობენ დააკავშირონ ეს საკითხები სკოლის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებთან. შეაჯერეთ მასწავლებელთა სხვადასხვა ჯგუფების პასუხები და სთხოვეთ საგნის სწავლებაზე პასუხისმგებელ წამყვან მასწავლებლებს მოიფიქრონ, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხების განხილვის ჩართვა კონკრეტული საგნის სწავლების პროცესში.

2. ‘სადავო საკითხები, რომლებიც ერთზე მეტ სასწავლო საგანს უკავშირდება’

ოთახში მაგიდების ორივე მხარეს განალაგეთ სამ-სამი სკამი, ისე რომ სკამების მწკრივები ერთმანეთს უყურებდეს. მასწავლებლები ჯგუფდებიან ექვს-ექვსი მასწავლებლისგან შემდგარ ჯგუფებად, ამასთან, ერთი ჯგუფის წევრი ყველა მასწავლებელი განსხვავებულ საგანს უნდა ასწავლიდეს, ანუ, არც ერთ ჯგუფში არ უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი საგნის ორი მასწავლებელი. თითოეულ ჯგუფში მასწავლებლები ქმნიან სამ წყვილს და მასწავლებელთა ჯგუფები მაგიდას შემოუსხდებიან ისე, რომ წყვილები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. სთხოვეთ მასწავლებელთა წყვილებს შეთანხმდნენ, იმ ერთ სადავო საკითხზე, რომელიც ორივე მათგანის საგანს უკავშირდება. ამისთვის მასწავლებლებს აქვთ რამდენიმე წუთი, დროის ამოწურვის შემდეგ, მასწავლებლებს სთხოვეთ სხვა წყვილებად გადანაწილდნენ იმავე ჯგუფებში და გაიმეორონ იგივე აქტივობა. მასწავლებელთა წყვილები ინიშნავენ იმ საკითხებს, რომლებზეც ისინი შეთანხმდნენ და რომელთა განხილვაც წარმოებს აქტივობის დასკვნით ეტაპზე, ყველა მასწავლებლის მონაწილეობით.