სადავო საკითხების მართვა საკლასო გარემოში – რა უნარებს უნდა ფლობდნენ მასწავლებლები?

Living Democracy » Principals » სადავო საკითხები » სადავო საკითხების უსაფრთხოდ მოგვარება » სადავო საკითხების მართვა საკლასო გარემოში – რა უნარებს უნდა ფლობდნენ მასწავლებლები?

საკლასო გარემოში სადავო საკითხებზე მსჯელობის უსაფრთხოდ წარმართვისათვის მასწავლებლები უნდა ფლობდნენ მთელ რიგ უნარებს, რომლებიც მოიცავს შემდეგს:

  • როგორ უნდა შეირჩეს განსახილველი საკითხი
  • როგორ უნდა მართონ საკუთარი შეხედულებები და მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც მათ კონკრეტული საკითხის მიმართ გააჩნიათ
  • რა რეაგირება უნდა ჰქონდეთ მოსწავლეების მხრიდან რასიზმის, სექსიზმის და მსგავსი დამაკნინებელი გზავნილის შემცველ განცხადებებზე
  • როგორ უნდა მართონ მოსწავლეებს შორის გამართული მსჯელობა ისე, რომ არ გამოიჩინონ მიკერძოებულობა და არ მიემხრონ კონკრეტულ პოზიციას
  • როგორ უნდა შექმნან ისეთი გარემო, რომ მოსწავლეებს გაუჩნდეთ სურვილი მოისმინონ განსხვავებული მოსაზრება
  • როგორ უნდა ასწავლონ მოსწავლეებს მსჯელობის წარმართვა ურთიერთპატივისცემის პრინციპით
  • როგორ უნდა უზრუნველყონ ის, რომ საკლასო გარემოში გამართული მსჯელობა ცხარე დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს
  • როგორ უნდა მოიქცნენ იმ სიტუაციაში, როდესაც კლასში განსახილველ საკითხზე არასაკმარის ცოდნას ფლობენ.

სთხოვეთ თქვენი სკოლის მასწავლებლებს შეაფასონ რამდენად ფლობენ ზემოთ ჩამოთვლილ უნარებს, რომლებიც სადავო საკითხებზე მსჯელობისას წარმოქმნილ სირთულეებთან გამკლავებას ემსახურება. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეარჩიეთ მასწავლებლების მოსამზადებელი შესაბამისი პროგრამა და უზრუნველყავით მათი მომზადება, სათანადო შესაძლებლობის გამოჩენისთანავე.