აქტიური სკოლა

Living Democracy » Principals » აქტიური სკოლა

კეთილდღეობა ადამიანის ძირითად უფლებას წარმოადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ინდივიდის ჯანსაღი შემეცნებითი, ემოციური, ქცევითი, ფიზიკური და სოციალური განვითარება. მას შემდეგ რაც ქვეყანა მოახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა https://www.coe.int/en/web/conventions/full-list/-/conventions/treaty/005
და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის https://www.ohchr.org/EN/ProfessionalInterest/Pages/CRC.aspx, რატიფიცირებას, ყველა მასწავლებლისთვის და განსაკუთრებით თქვენთვის, როგორც სკოლის ხელმძღვანელისთვის, სრულებით გასაგები უნდა იყოს ამ ორი კონვენციის შედეგები. სასკოლო სწავლა-სწავლებისადმი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა მოიცავს როგორც ადამიანის უფლებათა ღირებულების შესახებ სწავლას, ასევე მათ პრაქტიკულ გამოყენებას სასკოლო გარემოში. ადამიანის ერთ-ერთი უფლებათაგანია სხეულის სიჯანსაღის შენარჩუნება. სკოლაში მოღვაწე თქვენს თანამშრომლებთან ერთად, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თქვენი სკოლის მოსწავლეები შეიძენენ თუ არა საჭირო ცოდნას, უნარებს, მიიღებენ თუ არა საზოგადოების მხარდაჭერასა და წახალისებას თავიანთ სასკოლო გარემოში, და ასევე შეიძენენ თუ არა ქცევის წესებს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების გარანტია იქნება. ამ მიზნის მიღწევა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი ასპექტით არის შესაძლებელი: ეს ასპექტებია ფიზიკური აქტიურობა (იხილეთ ქვემოთ) და ჯანსაღი კვება.

read more
read less

სასარგებლო ბმულები:

ჯანმო-ს 2012 წლის პროექტი ფიზიკური აქტიურობის მიმართულებით ქსელის შექმნის თაობაზე: http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0005/175325/e96697.pdf?ua=1

http://www.teachhub.com/top-12-classroom-fitness-activities

http://www.activeacademics.org/

ხარისხიანი ფიზიკური აღზრდა. სახელმძღვანელო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირებისათვის, 2015 წ.

მსოფლიო მასშტაბის კვლევა სკოლებში ფიზიკური აღზრდის შესახებ, 2013 წ.

კავშირი სკოლაში დამკვიდრებულ ფიზიკურ აქტიურობასა, ფიზიკური აღზრდის ჩათვლით, და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას შორის. აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი; აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები; ქრონიკულ დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული ცენტრი; მოზარდთა და სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის განყოფილება www.cdc.gov/HealthyYouth
რედაქტირებული ვერსია — 2010 წლის ივლისი

https://www.cdc.gov/healthyyouth/health_and_academics/pdf/pa-pe_paper.pdf

https://beta.theglobeandmail.com/news/national/education/how-physical-exercise-helps-to-get-students-intellectually-fit/article20284157/