ბარათები გაკვეთილებთან კომბინირებულად წარმოებული ფიზიკური აქტივობებისათვის

Living Democracy » Principals » აქტიური სკოლა » მოქმედება » ბარათები გაკვეთილებთან კომბინირებულად წარმოებული ფიზიკური აქტივობებისათვის

ფიზიკური აქტივობისათვის განკუთვნილი შესვენება – ფიზიკური აქტივობისათვის განკუთვნილი შესვენებები ხანმოკლეა და 10-დან 15 წუთამდე გრძელდება; მათ მიზანს წარმოადგენს მოსწავლეებისათვის ენერგიის მოკრებისა და ყურადღების გადატანის საშუალების მიცემა. ფიზიკური აქტივობისათვის განკუთვნილი შესვენებები შეიძლება სხვადასხვა აქტივობას გულისხმობდეს და სხვადასხვა მოცულობის სივრცეს საჭიროებდეს. მათი გამოყენება რეკომენდირებულია გაკვეთილის ფორმატში ჩართული ფიზიკური აქტივობების ფორმით (იხილეთ ბარათების ნაკრები #2).

რისთვის?

დაწყებითი სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა გაკვეთილისთვის განკუთვნილი დროის 70%-ს მჯდომარე პოზაში ატარებს. ეს საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. გაკვეთილის ფორმატი ყოველთვის ითვალისწინებდა და ახლაც ითვალისწინებს მოსწავლეების მერხებთან ჯდომას. მიუხედავად იმისა, თუ მოსწავლეები საუბრობენ, განიხილავენ თემას, ჯგუფურად მუშაობენ თუ მასწავლებელს უსმენენ, დროის უმეტესი ნაწილის გატარება მათ მჯდომარე პოზაში უწევთ.

აქ მოცემული 20 ბარათი თქვენი სკოლის მასწავლებლებს სთავაზობს ფიზიკური აქტივობისა და სწავლის კომბინირების 20 შესაძლო გზას. შედეგი თვალნათელი იქნება: გაუმჯობესებული კონცენტრაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა, 50 წლის შემდეგაც კი!