სკოლის მისია – ერთიანი სასკოლო პროექტი

Living Democracy » Principals » ლიდერობა » დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები » სკოლის მისია – ერთიანი სასკოლო პროექტი

სკოლის მისიის განაცხადი უნდა იყოს ლაკონური და მარტივი

ბევრ საგანმანათლებლო დაწესებულებას და სკოლას, აგრეთვე საწარმოებსა და სამთავრობო დაწესებულებებს გააჩნია მისიის განაცხადი. სკოლის მისიის განაცხადი ზოგჯერ სკოლის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს გარე პარტნიორებისათვის, რომელშიც სკოლის ყოველდღიური საქმიანობაა ჩამოყალიბებული, და რომელიც სკოლის საზოგადოებას მუდმივად ახსენებს ხედვას, რომელსაც სრულიად სკოლის საზოგადოება იზიარებს.

სკოლის მისიის განაცხადი უნდა იყოს ლაკონური და მარტივი. მოკლედ ფორმულირებული და ყველასთვის გასაგებ ენაზე ჩამოყალიბებული. მისიის განაცხადი მოიცავს სკოლის განვითარების პერსპექტივას ან მის მთავარ პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სკოლის საერთო ხედვას და პროფილს. მისიის განაცხადში არ სახელდება ის მიზეზები, რომელთა საფუძველზეც მოხდა კონკრეტული არჩევანის გაკეთება, და არც ინფორმაცია მისიის შესრულების თაობაზე. მისიის განაცხადი უნდა მოიცავდეს მიზანს, თუმცა მიზანი უნდა იყოს მიღწევადი. მისიის განაცხადი გადასინჯვას ექვემდებარება, თუმცა მასში ცვლილებების ხშირად შეტანა მისდამი ნდობას აქვეითებს.

იხილეთ:
https://www.missionstatements.com/school_mission_statements.html
https://www.educationworld.com/a_admin/admin/admin229.shtml

კონცენტრირება მარტივ კითხვაზე, გონებრივი იერიში ეტაპზე

სასკოლო საზოგადოება არის ჰეტეროგენული, რომელიც აერთიანებს ორ ან სამ თაობას, პედაგოგებს, ბავშვებსა და მოზარდებს. თუ სკოლის საზოგადოების მოღვაწეობაში ჩართულა არიან მშობლები, სკოლის საზოგადოება წარმოადგენს მთლიანობაში ფართო საზოგადოების მიკრომოდელს, ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა მრავალფეროვნება და პლურალიზმი. ასეთ თანამედროვე საზოგადოებებში, დემოკრატიის გამოწვევას წარმოადგენს ყველა მოქალაქის პროცესებში ჩართულობის უზრუნევლყოფა, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, რათა ყველა მათგანისათვის ცნობილი იყოს დღის წესრიგში შესული საკითხები, წინაააღმდეგ შემთხვევაში, შედეგად ვიღებთ იმას, რომ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ექსპერტთა მცირე ჯგუფის პრეროგატივად რჩება.

ამგვარად, სკოლის მისიის განაცხადის შექმნა უნდა დაიწყოს თითოეულ ჯგუფში გონებრივი იერიშის ეტაპით – ამ პროცესში მონაწილე ჯგუფები, მოიცავს: სკოლის ხელმძღვანელების გუნდს, სკოლის მასწავლებლების გუნდს, სკოლის მოსწავლეების გუნდსა და მათი მშობლების გუნდს. გონებრივი იერიშის ეტაპისათვის რეკომენდებულია ყველა ჯგუფისთვის ერთი საერთო კითხვის დასმა. მისიის განაცხადისთვის, რომელიც ერთ ძირითად მიზანს მოიცავს, ერთი მარტივი ღია კითხვის დასმა საკმარისია, მაგალითად: „რა მახასიათებლები აქვს კარგ სკოლას?“. ამგვარი კითხვა სკოლის საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა აძლევდეს ისეთი პასუხის გაცემის შესაძლებლობას, რომელიც შეესაბამება მათი აღქმის დონეს, და საკუთარი პირად თუ პროფესიულ გამოცდილებას ასახავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სკოლის საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა შეეძლოს ექსპერტის როლში გამოსვლა. სკოლის ხელმძღვანელისა და სკოლის პერსონალის ფუნქციაში შედის ძირითადი საკითხის შერჩევა და მისი ფორმულირება და, ასევე, მისიის განაცხადში მისი ჩართვის შედეგების პროგნოზირება.

გონებრივი იერიშის ეტაპი გულისხმობს ცალკეული პირის მიერ გამოთქმულ საკუთარ მოსაზრებასა და ინტერესს. ამგვარად, ამ ეტაპზე მოსალოდნელია განსხვავებული იდეების დიდმა რაოდენობამ მოიყაროს თავი, რაც პლურალისტული საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი. იმისათვის, რათა ერთი მარტივი განაცხადი შეიმუშავოთ, საჭიროა პროცესი, რომელიც ინტეგრაციასა და პრიორიტეტის განსაზღვრას გულისხმობს, ისე, როგორც ეს ხდება დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების ფარგლებში შემოთავაზებული სხვადასხვა მოდელი გვაძლევს რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმართოთ მოცემული გონებრივი იერიშის პროცესი. აღნიშნული მოდელები იძლევა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ხელმძღვანელებთან და მოსწავლეთა მშობლებთან მათი გამოყენების შესაძლებლობას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გონებრივი იერიშის ეტაპზე ყველა ჯგუფი კონცენტრირებულია ერთი და იგივე კითხვაზე.

განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ჩარჩო

ისარგებლეთ იმ ინსტიტუციური ჩარჩოთი, რომელიც თქვენს სკოლაში არსებობს (იხ. მზადება 3.1). სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ შექმნათ დროებითი ჯგუფები. მასწავლებელთა, მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ არჩეული წევრებისგან შემდგარი საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს სკოლის ხელმძღვანელი, და რომელიც საბოლოოდ ამტკიცებს მისიის განაცხადის პროექტს. ამ ფორმის წარმომადგენლობითი დემოკრატია უზრუნველყოფს იმას, რომ დაინტერესებულ მხარეთა ყველა ჯგუფი, მისი ზომისა და წევრების რაოდენობის მიუხედავად, თანაბრად იყოს წარმოდგენილი. მისიის განაცხადთან დაკავშირებით ფართო მხარდაჭერისა და მისი შექმნის პროცესში ჩართულობის განცდის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია მისიის განაცხადის დასამტკიცებლად დაწესდეს 75%-იანი ან 80%-იანი კვორუმი.(იხ. სკოლების დემოკრატიული მმართველობა, ევროპის საბჭოს პუბლიკაცია, 2007 წ., გვ. 36.;

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლის მისიის განაცხადში

სკოლის მისიის განაცხადი ფართოდ უნდა იყოს მხარდაჭერილი სკოლის საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, არავინ უნდა გრძნობდეს მის შინაარსთან შეუთავსებლობას, ასაკის, რელიგიური რწმენის, ეთნიკური წარმოშობის, სქესის, პიროვნული თუ ჯგუფური ინტერესების საფუძველზე დისკრიმინაციის გამო. სკოლის მისიის განაცხადი არ უნდა იდენტიფიცირდებოდეს რომელიმე კონკრეტულ პოზიციასთან ან ჯგუფთან, არამედ იგი უნდა მოიცავდეს ძირითად პრინციპებსა და პერსპექტივებს, რომლებიც მხარდაჭერილია სკოლის საზოგადოების ყველა წევრის მიერ. ჩვენ გჯერა, რომ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები (იხ. ინფორმირებულობისთვის საჭირო მასალა 2.1) ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

„დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები და საერთო სასკოლო მიდგომა ქმნის სკოლების დემოკრატიული განვითარების ღირებულ პერსპექტივას, სკოლის ისეთი ძირითადი სფეროების გათვალისწინებით, როგორიცაა სწავლება და სწავლა, სკოლის მმართველობა და კულტურა და საზოგადოებასთან თანამშრომლობა. ამგვარად, სკოლის ამოცანა და მისია ხდება დემოკრატიული სკოლის კულტურის განვითარება და მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარება.”
(დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, ტომი 3, გვ. 96.)

განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების გეგმა

  • გონებრივი იერიში გაკვეთილზე, მშობლებისა და მასწავლებლების კრებების დროს (დეტალურად იხ. ზემოთ).
  • მომხსენებლები წარუდგენენ გონებრივი იერიშის შედეგად შეგროვილ იდეებს სამუშაო ჯგუფს, რომლის ამოცანაა მისიის განაცხადის პროექტის მომზადება. ამ ჯგუფში უნდა შედიოდნენ მოხალისეები, რომლებიც სკოლის საზოგადოების ყველა ჯგუფს წარმოადგენენ.
  • მისიის განაცხადის პროექტის წარდგენა წარმოებს თითოეულ კლასში, თანამშრომელთა და მშობლებელთა კრებებზე. სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებიან თითოეულ შეხვედრას, განმარტავენ თავიანთ გადაწყვეტილებებს და აგროვებენ მოსაზრებებს.
  • მისიის განაცხადის პროექტზე მომუშავე ჯგუფი განიხილავს დაინტერესებული მხარეებიდან მიღებულ უკუკავშირს და საბოლოო სახეს აძლევს მისიის შესახებ განაცხადის პროექტს.
  • სკოლის საბჭო, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან დროებითი საბჭო, აწარმოებს სკოლის მისიის განაცხადის დამტკიცებას ხმათა უმრავლესობის პრონციპით.

შეჯამება და გახორციელება

  • სკოლის მისიის განაცხადი ქვეყნდება სკოლის ვებ-გვერდზე, იბეჭდება ფლაერების სახით სტუმრებისთვის და მშობლებისთვის გადასაცემად, და პოსტერებზე, რომლებიც გამოფენილია სამასწავლებლოსა და საკლასო ოთახებში.
  • მასწავლებლებთან ერთად, მოსწავლეები განიხილავენ დემოკრატიული მონაწილეობის გამოცდილებას, რომელიც მათ მიიღეს სკოლის მისიის განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, და ამ გამოცდილებას აკავშირებენ დემოკრატიული სკოლის კულტურის ცნებასთან.
  • მშობელთა წარმომადგენელი წარსდგება სკოლის მასწავლებელთა კრებაზე და საუბრობს მშობელთა ჩართულობასთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე.
  • სკოლის საზოგადოება მსჯელობს შემდგომ ღონისძიებებზე, რომლებიც ემსახურება სკოლის მისიის განაცხადის დანერგვასა და გახორციელებას.