ხუთეტაპიანი პროცესი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად

Living Democracy » Principals » მონაწილეობა » მოქმედება » ხუთეტაპიანი პროცესი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად

ქვემოთ მოცემული ხუთეტაპიანი პროცედურა წარმოადგენს მონაწილეობითი დემოკრატიის იდეალური პროცესის (წყარო: Fung 2004) ილუსტრაციას, რომელიც თქვენ შეგიძლიათ თქვენს სკოლაში გამოიყენოთ. აღნიშნულ პროცესში შეგიძლიათ ჩართოთ სკოლის პერსონალი და აგრეთვე მოსწავლეებიც, მათი მშობლებიც და სხვა პირები, რომლებსაც ეხებათ ის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც წარმოებს.

  1. დღის წესრიგის დადგენა (საკითხის იდენტიფიცირება): განსახილველი საკითხი შესაძლებელია:
    ა) ეხებოდეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ კანონებსა ან რეგულაციებს,
    ბ) ეხებოდეს მიმდინარე კვლევას ან სკოლაში არსებულ აქტუალურ თემასა ან პრობლემას,
    გ) ან წარმოადგენდეს საკითხს, რომელზეც შედგა ერთობლივი შეთანხმება.
  2. მსჯელობა და წინადადებები: საკითხის მოგვარების ალტერნატიული გზების, სტრატეგიებისა და მასთან დაკავშირებული წინადადებების შემოთავაზება, დასაბუთება და განხილვა; აღნიშნული ეტაპის შედეგად დგება სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს:
    ა) კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა გატარდეს,
    ბ) ღონისძიების გატარების ვალდებულებების განაწილებას,
    გ) პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგს გამოიღებს აღნიშნული ღონისძიების გატარება, საკითხის მოგვარების მიმართულებით, და
    დ) ღონისძიების სათანადოდ გატარებისა და სასურველი რეზულტატის შეფასების მეთოდს.
  3. მოქმედება: პროცესში მონაწილე პირები უზრუნველყოფენ ღონისძიების გატარებას სამოქმედო გეგმის მიხედვით.
  4. შეფასება: მას შემდეგ რაც ღონისძიება გატარებული იქნება, პროცესში მონაწილე პირები განიხილავენ პროცესის მსვლელობას. მოცემული პროცესის არც 1-ლი ეტაპის და არც მე-2 და მე-3 ეტაპების შედეგები არ არის სასურველი რეზულტატს მიღების გარანტია – რეგულაციის მიღება, თუ პრობლემის გადაჭრა, საკითხის მოგვარება თუ კითხვაზე პასუხი. მე-2 ეტაპზე წარმოებს ერთობლივად შემუშავებული ღონისძიებების მოსალოდნელი რეზულტატის განსაზღვრა, ხოლო მე-3 ეტაპი გულისხმობს ამ ღონისძიების ეფექტურობის გამოცდას. შეფასება იძლევა ინფორმაციას ღონისძიების ეფექტურობის თაობაზე.
  5. რეზულტატი: შეფასების შედეგების საფუძველზე, პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ან დაიწყოს თავიდან. საჭიროების შემთხვევაში წარმოებს ყველა აღმოჩენილი პრობლემისა და გამოყენებული სტრატეგიის ხელახლა შეფასება, უკეთესი რეზულტატის მისაღებად.