ღირებულებებზე ორიენტირებული განათლება და სწავლა, როგორც სკოლაში ქცევითი პრობლემების პრევენცია

Living Democracy » Principals » სწავლა » მოქმედება » ღირებულებებზე ორიენტირებული განათლება და სწავლა, როგორც სკოლაში ქცევითი პრობლემების პრევენცია

აქტივობა 1

სკოლის ხელმძღვანელისთვის განკუთვნილი კითხვარი თვითშეფასებისთვის, ღირებულებებისა და სკოლის შესახებ

(ეფუძნება „სკოლების დემოკრატიული მმართველობა“ ავტორები: ელისაბეთ ბეკმენი და ბერნარდ ტრაფორდი (2007 წ.), ძირითადი სფერო 2: ღირებულებებზე ორიენტირებული განათლება – არაფორმალური გარემო, გვ. 47).

„ერთგვაროვანი საზოგადოება, რომელსაც საერთო ღირებულებები აკავშირებს, წარსულის ჩაბარდა, თუ საერთოდ არსებობდა ოდესმე. ისტორიულად, საჯარო სწავლება ყოველთვის წარმოადგენდა იარაღს მათ ხელში, ვინც ხელისუფლების სათავეში იყო, რომლის საშუალებითაც ხელისუფლება მისდამი დაქვემდებარებულ სუბიექტებს თავს ახვევდა გარკვეულ ღირებულებებს. ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ ძალაშია, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ღირებულებები, რომლებიც ჩვენ გვინდა რომ ჩენმა მომავალმა თაობამ შეითვისოს, ღიად არის დამკვიდრებული და დემოკრატიული პროცესების საშუალებით შენარჩუნებული“.
სკოლების დემოკრატიული მმართველობა, გვ. 42

მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში ასახული მიზნები არაფრის მომტანია, იმ შემთხვევაში, თუ სკოლის ხელმძღვანელისა და სკოლის თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობა არ ასახავს ამ დოკუმენტებში ჩადებულ პრინციპებს.

პირადი თვალთახედვა
პირველი საფეხური:
თქვენი პირადი ღირებულებები არაფერს წყვეტს. თქვენ მხოლოდ ემორჩილებით ზემდგომ ხელმძღვანელობას. ღირებულებები პრიორიტეტს არ წარმოადგენს, გარდა, სავარაუდოდ ისეთი ღირებულებებისა, როგორიცაა სტაბილურობა, წესრიგი და მორჩილება.
სცადეთ შემდეგი:
დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: რა წარმოადგენს ჩემს მამოძრავებელ ძალას? რა ტიპის სკოლას ვისურვებდი? რა ტიპის საზოგადოება მსურს? რა ღირებულებები მინდა რომ შეითვისონ ჩემმა მოსწავლეებმა? (ან უბრალოდ დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: რატომ მსურს ვიყო სკოლის ხელმძღვანელი?)
მეორე საფეხური:
თქვენ ნათელი წარმოდგენა გაქვთ იმაზე, თუ რა ღირებულებები გსურთ რომ დომინირებდეს სწავლების პროცესში და სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თქვენ თავისუფლად უზიარებთ თქვენ გარშემო მყოფთ თქვენს მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით.
სცადეთ შემდეგი:
განავრცეთ თქვენი მიზნები: თქვენ გსურთ, რომ მთელი სკოლა იზიარებდეს იმავე ღირებულებებს, ამისათვის არ დაიშუროთ დრო და ენერგია. შეეცადეთ, ჩართოთ მოსწავლეები, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ყველასადმი პატივისცემის შესახებ გამართულ საუბრებში. მხარი დაუჭირეთ და წაახალისეთ სასარგებლო ინიციატივები.
მესამე საფეხური:
თქვენ ჭეშმარიტად აფასებთ სკოლის ცხოვრებაში დამკვიდრებულ ახალ ასპექტებს, რომლებიც თავს იჩენს თქვენს სკოლაში წარმოდგენილი ფართო სპექტრის საზოგადოების წევრების ქმედებებსა და ღირებულებებში. თქვენი ჩართულობა ამ პროცესებში საუკეთესო მაგალითია როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე, სკოლის თანამშრომლებისათვის.
სცადეთ შემდეგი:
შეეცადეთ, ყველას დაანახოთ საკუთარი მაგალითის ძალა. მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს კარგად უნდა ჰქონდეთ შეგნებული საკუთარი ფუნქცია, რომელიც საკუთარი ქმედებებით მაგალითის ჩვენებაში მდგომარეობს; ასევე, მაღალკლასელი მოსწავლეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ისინი თავიანთი ქცევით მაგალითს აძლევენ დაბალი კლასის მოსწავლეებს.