მეთოდები – საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საშუალებით წარმოებული კვლევა, უკუკავშირი, შეფასება

Living Democracy » Principals » მონაწილეობა » მოქმედება » მეთოდები – საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საშუალებით წარმოებული კვლევა, უკუკავშირი, შეფასება

გსურთ მიიღოთ უკუკავშირი კონკრეტულ საკითხზე, ან შეფასება აწარმოოთ? გსურთ შეიტყოთ სხვების მოსაზრებები რაიმე თემასთან დაკავშირებით ან უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღოთ ადამიანებისგან? გსურთ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა პრიორიტეტების განსაზღვრაში?

ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ შეადგინოთ კითხვარი და მისი საშუალებით აწარმოოთ გამოკითხვა. გაფრთხილდით, რომ ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ ინფორმაცია, რომლის მოპოვებასაც ამგვარი გამოკითხვით ცდილობთ. ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი რჩევა იმასთან დაკავშირებით თუ რა შეკითხვები უნდა შეიტანოთ კითხვარში, რომლის მიზანიც არის უკუკავშირის მიღება, შეფასება, მოსაზრებების შეგროვება და ა.შ. ინტერნეტშივე შეგიძლიათ იხილოთ კითხვარებისა და მათში მოცემული შეკითხვების ნიმუშებიც. ამისათვის საჭიროა ეწვიოთ ეროვნული განათლების ოფიციალურ ვებ-გვერდს, მასწავლებელთა ვებ-გვერდებს და ა.შ. ასევე, შეგიძლიათ თავადაც შეთხზათ შეკითხვები. ზოგადად, კითხვარების შევსებას ადამიანები უფრო მეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან, თუ მათ შედგენაში მათი წარმომადგენელი მონაწილეობს.
კითხვარში შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის შეკითხვები გამოიყენოთ, მაგალითად:
1. ღია შეკითხვები: რომლებსაც ადამიანები საკუთარი სიტყვებით პასუხობენ; ან
2. დახურული შეკითხვები: რომელთა შემთხვევაშიც, ადამიანებმა არჩევანი უნდა გააკეთონ იმ პასუხებიდან, რომელიც შეკითხვის შემდეგ არის მოცემული.
შეეცადეთ კითხვარი იყოს რაც შეიძლება მცირე მოცულობის (მაქსიმუმ 4 გვერდი) და შეკითხვები იყოს შინაარსობლივად სწორად დაჯგუფებული. წინასწარ განსაზღვრეთ რა მიზნით იქნება გამოყენებული ამგვარი გამოკითხვის შედეგები.
ონ-ლაინ გამოკითხვა შედეგების ყველაზე ეფექტურად ანალიზის საშუალებას გაძლევთ. თქვენ შედეგებს ავტომატურად და დაუყოვნებლივ იღებთ, მას შემდეგ რაც რესპონდენტები კითხვარის შევსებას დაასრულებენ. (www.drive.google.com). გთავაზობთ უფასო ონ-ლაინ ინსტრუმენტს, რომელიც ამ ამოცანის შესრულებაში დაგეხმარებათ (https://accounts.google.com). იმისათვის რომ ისარგებლოთ ამ ინსტრუმენტით, უნდა გახსნათ ანგარიში „google“-ზე, რომელიც ასევე უფასოდ არის შესაძლებელი, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მსგავსი ანგარიში ჯერ არ გაქვთ (https://accounts.google.com). ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ ვიდეო ინსტრუქციები (მაგალითად, „youtube“-ზე, სახელწოდებით: „google forms survey“), რომლის საშუალებითაც თქვენ მიიღებთ საჭირო ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ ისარგებლოთ ამ ინსტრუმენტით. გაეცანით ამ ინსტრუქციებს და სცადეთ ისარგებლოთ მისით.

ქვევით გაწვდით ზოგად ინფორმაციას „google forms“ის შესახებ, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ:

  • თქვენ შეგიძლიათ აიჩიოთ როგორ გირჩევნიათ კვლევაში პოტენციური მონაწილეების მოწვევა:
    ა) მათთვის ელფოსტის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებით: თუ
    ბ) ბმულის კოპირებითა და მონაწილეებისათვის დარიგებით ან მათთვის გაგზავნით.
  • ანონიმურობა დაცულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მონაწილეები შევლენ „google“-ის საკუთარ ანგარიშზე. გამოკითხვის ორგანიზატორისთვის დაფარულია იმ პირის ვინაობა, რომელიც კითხვარს ავსებს.
  • თქვენ ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლიათ აწარმოოთ მონაცემთა ანალიზი და ამობეჭდოთ შედეგები (მათ შორის გრაფიკული გამოსახულებების ფორმით).
  • კითხვარში შესატანი შეკითხვების დიდი არჩევანი გაქვთ (არჩევით პასუხიანი შეკითხვები, შეკითხვები, რომლებიც გულისხმობს შეფასებას, ღია შეკითხვები და ა.შ.).
  • დასამუშავებლად მონაცემთა გადატანა შეგიძლიათ „excel“-ში.