დაეხმარე და გაამხნევე! მოსწავლეთა კვებასთან დაკავშირებული ჩვევები

Living Democracy » Principals » კვება » ინფორმირებულობა » დაეხმარე და გაამხნევე! მოსწავლეთა კვებასთან დაკავშირებული ჩვევები

ბოლოს როდის მიირთვით საკვები სიამოვნებით? როცა თქვენ მთელი გრძნობით დააგემოვნეთ საკვები და იგრძენით არა მარტო კმაყოფილება, არამედ ბედნიერებაც? როდის მოგინდათ დაგეხუჭათ თვალები, რათა სრულად საკვების გემოზე ყოფილიყავით კონცენტრირებული?

ოდესმე დაფიქრებულხართ რომ ცხოვრების აჩქარებულმა ტემპმა ძირფესვიანად შეცვალა თქვენი ცხოვრების წესი და ისეთ ადამიანად გაქციათ, რომელიც იმდენად არის დაკავებული საქმეებით, რომ ნაჩქარევად მიირთმევს საკვებს, ისე, რომ არც აინტერესებს რას მიირთმევს და, ძალიან ხშირად, ამას აკეთებს ფეხზე მდგომი ან სიარულის დროს? თუ თქვენ იმ კომფორტის მოყვარულ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებიც საკვებს კომფორტის შესაქმნელად ან სტრესისგან გასათავისუფლებლად მიირთმევენ, ან საკვებს როგორც ჯილდოს ისე მიირთმევენ და არა შიმშილის დასაკმაყოფილებლად?

კვებასთან დაკავშირებული თქვენი ქცევა უფრო გონივრულია თუ გაუცნობიერებელი? კვების დროს მთელი თქვენი ყურადღება და შეგრძნებები არის მიმართული იმისკენ რომ სიამოვნება მიიღოთ იმისგან რასაც მიირთმევთ? ან იქნებ „ემოციურად“ იკვებებით? საკვებს იმიტომ მიირთმევთ რომ თავი უკეთ იგრძნოთ, ანუ, იკვებებით ემოციური საჭიროებების და არა საკვების მიღების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად?

რა გავლენას ახდენს თქვენი კვებითი ჩვევები თქვენს ფიზიკურ თუ გონებრივ ჯანმრთელობასა თუ სოციალურ კეთილდღეობაზე? რა შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენს კულტურაზე, ტრადიციებსა და პირად ისტორიაზე? თქვენი სკოლის საზოგადოების წევრთა კვებითი ქცევები რამდენად უწყობს ხელს სკოლაში ჯანსაღი გარემოს შექმნას? სკოლის სასწავლო პროგრამაში მოცემული კვებასთან დაკავშირებული საკითხები რამდენად მოიცავს თემებს, რომლებიც საკვების მიღებასთან ასოცირებულ სიამოვნებას უკავშირდება და არ შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტებითა და ციფრებით? სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხებში წარმოებს საკვების კვლევა მისი უპირველესი ფუნქციის მიღმა, რომელიც მდგომარეობს ორგანიზმის ყველა იმ საკვები ნივთიერებითა და ელემენტით მომარაგებაში, რომელიც აუცილებელია მისი გადარჩენის, ზრდისა და ფუნქციონირებისათვის?

მსგავსი კითხვების დასმა და მათზე მიღებული პასუხების ანალიზი მიზანშეწონილია აღნიშნულ თემაზე მსჯელობის დასაწყებად.

ამ კითხვების წყალობით შესაძლებელია თვალსაწიერის გაფართოვება, კვებასთან და კვების რეჟიმთან დაკავშირებული მშრალი ფაქტებისა და მის შესახებ სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაციის ჩარჩოებიდან გასვლა და ერთგვარად მივიწყებული გასტრონომიის ხელოვნების გახსენება, რომელსაც ლანგი (1983 წ.) შემდეგნაირად განმარტავს: „საკვების შერჩევის, მომზადების, მირთმევისა და მისგან სიამოვნების მიღების ხელოვნება“, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.


დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ წყაროებსა და უფასო ვებ-გვერდებზე: