ოქმის შედგენის პროცესი

Living Democracy » Principals » კომუნიკაცია » მზადება » ოქმის შედგენის პროცესი

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოაწესრიგეთ ჩანაწერები და შეადგინეთ ოქმი. ოქმის შედგენაში დაგეხმარებათ ქვევით მოცემული რჩევები. გაუზიარეთ ეს რჩევები ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელ პირებს და შემდგომ ჰკითხეთ რამდენად დაეხმარა მათ ეს მარტივი რჩევები?

რჩევები ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელ პირებს
  • დაიმახსოვრეთ: თქვენ მიერ შედგენილი ოქმი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საშუალებაა და, შესაბამისად, თქვენს სკოლაში დემოკრატიის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს! თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ მისით! საკუთარ უფლებამოსილებას პასუხისმგებლობით მოეკიდეთ.
  • შეეცადეთ ოქმი შეხვედრის დამთავრებიდან რაც შეიძლება მალე შეადგინოთ.
  • თვალი გადაავლეთ თქვენს ჩანაწერებს და, საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ ჩანაწერები ან დააზუსტეთ მათში მოცემული საკითხები.
  • შეეცადეთ ოქმი იყოს ნათელი და მარტივად იკითხებოდეს.
  • ოქმში ნუ შეურევთ დროებს, გამოიყენეთ ერთი დრო – წარსული ან აწმყო.
  • მოერიდეთ ოქმში პირების ვინაობის მითითებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რომელიმე მათგანი შუამდგომლობას აყენებს.
  • არ დაურთოთ საკუთარი კომენტარები.
  • თუ სსხვა დოკუმენტის მითითება გჭირდებათ, დაურთეთ ეს დოკუმენტი ოქმს, ან მიუთითეთ, სად შეუძლია დაინტერესებულ პირს იხილოს ეს დოკუმენტი. ოქმში არ ჩართოთ მითითებული დოკუმენტი და არ აღწეროთ მითითებული დოკუმენტის შინაარსი.

შეხვედრის ოქმის გავრცელება ან გაზიარება

თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, გსურთ შეხვედრის ოქმები იყოს გამჭვირვალე და მარტივი იყოს მათზე მუშაობა. თქვენს მოვალეობაში შედის შეხვედრის ოქმების გავრცელება. ამისათვის შესაფერის ადგილს წარმოადგენს სკოლის ვებგვერდზე არსებული დახურული სივრცე. ამ შემთხვევაში, შეხვედრების ოქმებზე წვდომა მარტივად არის შესაძლებელი, უზრუნველყოფილია მათი დაცვა და არ იხარჯება დიდი რაოდენობით ქაღალდი. შეხვედრების ოქმების გავრცელებისა ან გაზიარებისათვის გამოყენებულ მეთოდს განსაზღვრავს ის ინსტრუმენტი, რომლითაც თქვენ სარგებლობთ. მაგალითად, თუ თქვენ იყენებთ ტექსტის შედგენის ისეთ ინსტრუმენტს, რომელიც დოკუმენტის ონ-ლაინ განთავსების საშუალებას არ იძლევა, შესაძლებელია დოკუმენტი პორტატულ ფორმატში (PDF) გადაიყვანოთ და დანიშნულებისამებრ დააგზავნოთ ელფოსტის საშუალებით, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. თუმცა, ვიდრე შეხვედრის ოქმს გაავრცელებთ, დარწმუნდით, რომ იგი სათანადოდ არის შემოწმებული, გადასინჯული და/ან დამტკიცებული გასავრცელებლად.