სწავლის კულტურა

Living Democracy » Principals » სწავლა » მოქმედება » სწავლის კულტურა
სწავლის მიზნები „სწავლის“ განმარტების შემუშავება და მისი დაკავშირება სკოლაში დემოკრატიის შესახებ სწავლასთან
ამოცანები მასწავლებლები ერთად იმუშავებენ „სწავლის“ განმარტებას და იყენებენ მას საკლასო გარემოში გაკვეთილის ფარგლებში და საკლასო გარემოს მიღმა
რესურსები ფურცლები და კალმისტრები, სამუშაო ფურცლები
მეთოდები ინდივიდუალური სამუშაო, ჯგუფური სამუშაო, ერთობლივი განხილვა

მრავალფეროვნება კარგია, მაგრამ უკეთესია როდესაც მრავალფეროვენების პარალელურად ჰარმონია სუფევს. დიდი მნიშვნელობა აქვს „სწავლის“ ერთიან განმარტებაზე თანხმობის მიღწევას. ამასთან, უკეთესი იქნება თუ ამ განმარტებაში რაც შეიძლება ბევრ ასპექტს ჩავრთავთ. თქვენც, თქვენი სკოლის მასწავლებლებიც, ერთმანეთისგან განსხვავდებით და, ყველა ჩვენგანს აქვს უფლება იყოს განსხვავებული. ამ უფლების სკოლაში დემოკრატიის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით, თქვენ უნდა მოახერხოთ შეიმუშავოთ „სწავლის“ ერთი, ყველასთვის მისაღები, მდიდარი და ადეკვატური განმარტება.

ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში, ტომი IV, მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გვ. 162-164 http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-4/part-2/unit-6/lesson-1/

გაკვეთილი 1, „ჩვენს უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს…“, ეხება პოლიტიკური დღისწესრიგის დადგენას. შეგიძლიათ გამოიყენოთ მეთოდი სახელწოდებით „სიჩუმის კედელი“, რომელიც იქვეა აღწერილი და შეცვალოთ ძირითადი კითხვა შემდეგნაირად: „ჩემი აზრით, სწავლა არის…“, ასევე შეგიძლიათ საჭირო ცვლილებების შეტანის შემდეგ ისარგებლოთ ცხრილით, რომელიც მოცემულია სახელმძღვანელოს 163-ე გვარდზე. მოცემული მეთოდი წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული ჯგუფში, რომელიც შედგება 25-30 ადამიანისგან, თუ აქტივობაში უფრო მეტი მასწავლებელი მონაწილეობს, რეკომენდებულია მათი ქვე-ჯგუფებად დაყოფა.

იმავე სახელმძღვანელოს 164-ე გვერდზე მოცემული აქტივობა დაგეხმარებათ ჯგუფების შედგენაში, რომლებშიც გაერთიანებული იქნებიან სწავლის ასპექტების მიმართულებით ანალოგური ან მსგავსი ინტერესების მქონე მასწავლებლები. ამ გზით, თქვენ ასევე ხელს შეუწყობთ და წაახალისებთ თქვენი სკოლის მასწავლებლებს შორის თანამშრომლობას.