სკოლის დემოკრატიული ლიდერობა პრაქტიკაში: გადაწყვეტილების მიღება სკოლის წესებთან დაკავშირებით

Living Democracy » Principals » ლიდერობა » დისციპლინა პასუხისმგებლობის საშუალებით » სკოლის დემოკრატიული ლიდერობა პრაქტიკაში: გადაწყვეტილების მიღება სკოლის წესებთან დაკავშირებით

ვინ იღებს გადაწყვეტილებას და რის შესახებ?

ვიდრე სკოლის წესების შესახებ მსჯელობა გაიმართება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარე ინფორმირებული იყოს მონაწილეობის უფლების შესახებ. დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სკოლაში მოქმედი კანონით ან საერთო სასკოლო შეთანხმებით, უმჯობესია ეს კანონი ან შეთანხმება მუდმივი ჩარჩოს ფორმით არსებობდეს (დეტალურად იხ. მზადება 3.1.

სკოლის დემოკრატიული ლიდერობის პირობებში, სკოლის წესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა – მოდელი (მზადებისთვის საჭირო მასალა 3.1).

1. სიტუაციის ანალიზი: რატომ გაჩნდა სკოლის ახალი წესების საჭიროება?

  • რა ტიპის პრობლემებს უნდა გავუმკლავდეთ (მაგ. მოსწავლეთა ქცევა, სკოლის წესების დაცვის უზრუნველყოფა, სანქციების ეფექტურობა)?
  • რატომ საჭიროებს პრობლემა დაუყოვნებლივ მოგვარებას?
  • რომელმა წესებმა იმუშავა კარგად? რომელი წესები უნდა იყოს შენარჩუნებული?
  • რომელი წესები საჭიროებს შეცვლას ან თავიდან შემოტანას?

2. მსჯელობა: პრობლემის მოგვარების რა შესაძლო ვარიანტებს ვფლობთ?

  • როგორი მოლოდინი ან სურვილი გვაქვს სკოლის საზოგადოების წევრების ქცევასთან დაკავშირებით?
  • როგორი უნდა იყოს სკოლაში მოქმედი წესი?
  • როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ან შევცვალოთ ჩვენი სკოლის წესები და რა შესაძლო გზები არსებობს ამის მისაღწევად? (წერილობითი ფორმითა და ფორმალურად არსებული წესები, თუ ზეპირი ფორმით მიღებული არაფორმალური წესები, რომლებიც ემყარება საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს)
  • რა ტიპის ღირებულებებს უნდა ემყარებოდეს ჩვენი სკოლის წესები?
  • რა ტიპის სანქციები უნდა დაწესდეს სკოლის წესების დარღვევისათვის?
  • შესაბამისობაშია თუ არა ჩვენ მიერ შემოღებული ახალი წესები სკოლაში მოქმედ კანონებთან? (მაგ. გათვალისწინებული თუ არა მასწავლებელთა და სკოლის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა?)

3. ერთობლივი გადაწყვეტილება და მისი გახორციელება

  • რომელ ვარიანტზე ვჯერდებით და ვაჩერებთ ჩვენს არჩევანს? მოსწავლეების, სკოლის პეროსნალისა და მშობლების მონაწილეობით გამართული მსჯელობა.
  • კენჭისყრა ხმის უმრავლესობის წესით, მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით.
  • სკოლის წესების დამტკიცებას უზრუნველყოფს სკოლის საბჭო (იხ. მზადება 3.1).
  • სკოლის წესების ამსახველ დოკუმენტს ხელს აწერს სკოლის ხელმძღვანელი, მოსწავლეების წარმომადგენელი და მშობლების წარმომადგენელი.
  • მიღებული სკოლის წესების ამსახველი დოკუმენტი თავსდება სკოლის ვებ-გვერდზე.
  • სკოლის წესების ამსახველი დოკუმენტის ასლები, ან პოსტერზე დატანილი სკოლის წესები გამოიფინება ყველა საკლასო ოთხში.

4. შედეგების შეფასება

  • შედეგების პირველადი შეფასება წარმოებს შთანხმებული პერიოდის გასვლის შემდეგ.
  • მოგვარდა პრობლემა?
  • გაუთვალისწინებელ შედეგებს ხომ არ ჰქონია ადგილი?
  • რამდენად მისაღებია გაუთვალისწინებელი შედეგები?
  • უნდა დარჩეს თუ არა ძალაში წესები ისეთი ფორმით, რა ფორმითაც მოხდა მათი მიღება? თუ საჭიროა გადაწყვეტილების მიღების ახალი ციკლის დაწყება, მოცემული წესების ადპტირებისა ან გაუმჯობესების მიზნით?

5. გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეფასება: შეჯამება და მიღებული გამოცდილება

  • აქვთ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განცდა იმისა, რომ მათ სათანადო დონეზე მიიღეს მონაწილეობა სკოლის წესების შემუშავების პროცესში?
  • ჰქონდათ მათ შესაძლებლობა გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები?
  • იქონია თუ არა გავლენა მათ მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა საბოლოო შედეგზე?
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლებელია ჩაითვალოს სკოლის დემოკრატიული ლიდერობის ნიმუშად?
  • რა დასაკვენების გამოტანა შეგვიძლია, შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გასათვალისწინებლად? რამ იმუშავა კარგად და რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი? შესაძლებელია გამოინახოს გზები, მოსწავლეთა უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად?
  • რა ისწავლეს მოსწავლეებმა? (მაგ. დემოკრატიული საზოგადოება წარმოადგენს საზოგადოებას, რომელიც მუდმივად სწავლის პროცესშია; წესების დარღვევა უნდა წარმოადგენდეს გამონაკლისს და არა ნორმას; საზოგადოების ყველა წევრი უნდა იზიარებდეს პასუხისმგებლობას, მათ შორის დამკვიდრებული უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა, და ყველა მათგანში განვითარებული უნდა იყოს მოქალაქეობრივი აზროვნება, რათა არ დაგვჭირდეს ერთმანეთის მუდმივი კონტროლი და ზედამხედველობა).

ბალანსი მონაწილეობასა და ეფექტიანობას შორის

რთული მისახვედრი არ არის, რომ საერთო სასკოლო გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობს, მათ შორის მოსწავლეებიც, მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს და, შესაბამისად, მის გახორციელებას გარკვეული დრო სჭირდება (იხ. მზადებისთვის საჭირო მასალა 2.1). აქ აღწერილ მოდელში ყურადღება გამახვილებულია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობასა და მოსწავლეების სწავლის შესაძლებლობებზე.

შეუძლებელია სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მსგავსი ფორმატით იყოს მიღებული, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, არც სკოლის ხელმძღვანელს და მასწავლებლებს და არც მშობლებს საკუთარი პროფესიული მოღვაწეობისა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისათვის დრო არ დარჩებათ. გარდა ამისა, მოსწავლეთა უმრავლესობა ამ პროცესისადმი ინტერესს დაკარგავს. შესაბამისად, საჭიროა ერთგვარი ბალანსის შენარჩუნება სკოლის პროცესებში დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობასა და სკოლის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტიანობის უზრუნველყოფას შორის.

აღნიშნული ბალანსის უზრუნველყოფა შესაძლებელია შემდეგი საშუალებებით:

  • სკოლის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესების უმრავლესობაში არ არის საჭირო ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა. სკოლის დირექტორი და სკოლის მასწავლებლები რჩებიან სკოლის ადმინისტრირებასთან და მოსწავლეთა განათლება-სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებაზე პასუხისმგებელ პირებად. სკოლის დემოკრატიული ლიდერობის ხარისხი განისაზღვრება იმით, თუ როგორ წარმოებს დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის გაზიარება და რამდენად ხდება მათი უკუკავშირის გათვალისწინება.
  • წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუციური ჩარჩო (იხ. მზადება 3.1) გულისხმობს სკოლის საზოგადოების დიდი უმრავლესობისათვის დროში შეზღუდვის ტვირთის მოხსნას, გარდა ამისა, სკოლის ხელმძღვანელისა და სკოლის პერსონალის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის შეიძლება გახდეს კრიტიკული შეფასებისა და მსჯელობის საგანი.
  • ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით წარმოებული ფართომასშტაბიანი პროექტები მიზანშეწონილია, როდესაც საკითხი პირდაპირ გავლენას ახდენს მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე, და მოსწავლეებს შეუძლიათ სრულფასოვნად მიიღონ მასში მონაწილეობა.
  • ამრიგად, სასწავლო წლის განმავლობაში ერთი ან ორი მასშტაბური პროექტის ჩატარება საკმარისია. ამასთან პროექტი შესაძლებელია ჩატარდეს „ზევიდან ქვევით“ პრინციპით, ანუ როდესაც საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება წარმოებს სკოლის ხელმძღვანელის, სკოლის პერსონალისა და მოსწავლეებისა და მშობლების წარმომადგენლების მონაწილეობით, და, აგრეთვე „ქვევიდან ზევით“ პრინციპით, როდესაც დღისწესრიგში წარმოებს მოსწავლეების მიერ ინიცირებული საკითხის შეტანა (იხ. ინფორმირებულობისთვის საჭიროe მასალა 3.2). ამ შემთხევვაში, სკოლის ხელმძღვანელისა და მასწავლებლების ფუნქციას შეადგენს მოსწავლეების გამხნევება და მათი ინიციატივის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, ისინი ეთანხმებიან ამ ინიციატივას თუ არა, ვინაიდან ეს სკოლაში დემოკრატიული კულტურის დანერგვისა და დამკვიდრების საუკეთესო საშუალებაა.