დასაწყისში თუ დასასრულს: ჩემი პირადი განათლება

Living Democracy » Principals » სწავლა » მოქმედება » დასაწყისში თუ დასასრულს: ჩემი პირადი განათლება

მოცემული აქტივობა შესაძლებელია გამოყენებული იქნეს როგორც პირველი აქტივობა რომელიც წინ უძღვის ამ რესურსში მოცემულ ყველა აქტივობას, ან როგორც დასკვნითი აქტივობა. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში იცვლება არის ის, რომ შეჯამებას ექნება ან ქმედებათა სერიის დაწყების ფორმა ან დასკვნის ფორმა.

სწავლის მიზნები საკუთარ თავზე მეტი ინფორმაციის მიღება, განათლების უპირატესობები და ნაკლოვანებები
ამოცანები მასწავლებლები იკვლევენ, აგნებენ და განიხილავენ თუ როგორ სწავლობდნენ მთელი ცხოვრების მანძილზე, რის სწავლას აგრძელებენ დღესაც, რა აინტერესებთ განსაკუთრებით და რა უნარებს ფლობენ და ა.შ..
რესურსები სამუშაო ფურცელი სახელმძღვანელოდან „ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ტომი 1 გვ. 60
მეთოდები ინდივიდუალური სამუშაო, ერთობლივი განხილვა
  • დაურიგეთ სამუშაო ფურცლის ასლები ყველა მასწავლებელს.
  • მიეცით მათ რამდენიმე დღე, რათა იმუშაონ დამოუკიდებლად და სათანადო ინფორმაციით შეავსონ სამუშაო ფურცელი, და დათქვით შემაჯამებელი შეხვედრის თარიღი და დრო.
  • შეთანხმებულ თარიღსა და დროზე, მასწავლებლები იკრიბებიან და ერთმანეთს უზიარებენ თავიან მოსაზრებებს და მსჯელობენ მათზე. მასწავლებლებს შეუძლიათ თავიდან იმუშაონ ჯგუფებში და შემდეგ მოაწყონ ერთობლივი განხილვა, ან პირდაპირ ერთობლივ განხილვას შეუდგნენ, რომლის დროსაც ისინი შემდეგ საკითხებზე მსჯელობენ:
    • სწავლისა და პროფესიული მომზადების საჭიროებები, მაგალითად, პედაგოგიური გამოცდილება, სწავლების მეთოდები, სწავლის პროცესების სიღრმისეული შესწავლა
    • მასწავლებლების მიერ გამოყენებული გაიდლაინების ერთმანეთთან შედარება და განხილვა
    • ყოველდღიური სამუშაოს შესრულებისას სტრესის შესამცირებელი და ეფექტიანობის გასაუმჯობესებელი ზომები
    • სწავლისა და სწავლების მნიშვნელობაზე და სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა.

კონტექსტის მიხედვით, აღნიშნული აქტივობა ემსახურება სამომავლო მოქმედებებისათვის გეგმების დასახვას, იმ მასალების გათვალისწინებით, რომლებიც წინამდებარე რესურსშია მოცემული, ან იმ ქმედებებისა და ღონისძიებების შეფასებას, რომლებიც უკვე გატარდა და ახალი ნაბიჯების დაგეგმვას.

 

სამუშაო ფურცელი (ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში, ტომი I, განათლება დემოკრატიისათვის, გვ. 60)

http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-1/chapter-2/lesson-2-2/

როგორ გამოვიყენოთ ჩვენი პროფესიული უნარები და ცოდნა
რა ზოგად გამოცდილებას, უნარებსა და ცოდნას ვფლობ?
რამდენად საკმარისია ჩემი ცოდნა შესწავლის საგანთან და მის შინაარსთან დაკავშირებით, სწავლის მიზნებთან, სწავლების შესაბამის მეთოდებთან და სწავლის პროცესთან დაკავშირებით?
რა სფეროებში ვისურვებდი ჩემი ცოდნის გაღრმავებასა და უნარების დახვეწას (ცოდნა, სწავლების მეთოდები, პროფესიული უნარები, პიროვნული მახასიათებლები, რეჟიმი და ა.შ.)?
ადამიანისათვის დამახასიათებელი რომელი თვისებაა ჩემთვის მთავარი და მამოძრავებელი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ?
რომელ თეორიულ ჩარჩოებში ვაქცევ ჩემს მუშაობას მასწავლებლის რანგში, ან თეორიის რა გამარტივებულ ვარიანტს ვიყენებ პედაგოგიური მოღვაწეობისას?
როგორ აღვწერდი და დავახასიათებდი ჩემს ურთიერთობას მოსწავლეებთან?
სად გადის ჩემი პიროვნული ზღვარი, სამუშაო საათებთან, დაძაბულ ვითარებაში მუშაობასთან და ა.შ. დაკავშირებით? როგორ ვიყენებ ჩემს პირად სამუშაო შესაძლებლობებსა და უნარებს?
როგორ შევამსუბუქო სამუშაო დატვირთვა როგორც სამუშაოს, ასევე, გასახორციელებელი ქმედებების ორგანიზებითა და უკეთესი დაგეგმვით?
როგორ და რამდენად ეკონომიურად ვიყენებ დროს და როგორ ვუმკლავდები სტრესის გამომწვევ ფაქტორებს?