გადაწყვეტილების მიღება სკოლის დემოკრატიული ლიდერობის კონტექსტში

Living Democracy » Principals » ლიდერობა » სკოლის დემოკრატიული ლიდერობა – საერთო სასკოლო მიდგომა – სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ » გადაწყვეტილების მიღება სკოლის დემოკრატიული ლიდერობის კონტექსტში

ა) სკოლის განვითარებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესების ხუთეტაპიანი მოდელი

ეფუძნება ევროპის საბჭოს პუბლიკაციას: დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, ტომი 3, გვ. 97.

ქვევით მოცემულ მოდელში შესულია ხუთი ეტაპი, რომელიც სკოლას შეუძლია გაიაროს, იმისათვის რომ გახდეს უფრო დემოკრატიული, დემოკრატიული სკოლის კულტურის განვითარებისა და მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებისადმი საერთო სასკოლო მიდგომის საშუალებით. მისი ადაპტირება და მორგება შესაძლებელია ნებისმიერი გამოწვევისა თუ საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე (იხ. მზადებისთვის საჭირო მასალა 4.1).

 

  1. საჭიროა წარმოებული იქნეს სიტუაციის ანალიზი, იმის იდენტიფიცირებისათვის, თუ რამდენად არის სკოლის ცხოვრებაში ჩართული დემოკრატია და ადამიანის უფლებების პრინციპები; მათ შორის საჭიროა ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და ამ პროცესში ყველა დაინტერესებული თუ პასუხისმგებელი პირის მონაწილეობა (მაგალითად, საერთო სასკოლო შეფასება, ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT) ანალიზი).
  2. იმ პოტენციური სფეროების იდენტიფიცირება, რომლებშიც საჭიროა ცვლილებების შეტანა და მოქმედების გეგმის შემუშავება, რომელშიც განსაზღვრული იქნება ის კონკრეტული ნაბიჯები თუ აქტივობები, რომლებიც საჭიროა დაგეგმილი ცვლილების გასახორციელებლად (მაგალითად, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მისადაგება სწავლის შედეგებზე).
  3. მოქმედების გეგმის გახორციელება სკოლის საზოგადოების მონაწილეობით.
  4. პროგრესისა და შესრულებული სამუშაოს შედეგების შეფასება.
  5. მიღებული გამოცდილების გაზიარება ყველა დაინტერესებული პირისათვის და, აგრეთვე, სხვა სკოლებისათვის და შემდგომი მოქმედებების დაგეგმვა.

ბ) დემოკრატიული სკოლის საზოგადოება არის შემსწავლელთა საზოგადოება

თქვენი სკოლის ან ფართო საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავების სხვადასხვა გზა შეიძლება არსებობდეს (იხ. ინფორმირებულობისთვის საჭირო მასალა 3.1). ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში ჩვენ ვეუფლებით დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჯგუფებს. ჩვენ ვიძენთ და პრაქტიკულად ვიყენებთ იმ კომპეტენციებს („წვრთნა მოქმედების საშუალებით“), რომლებსაც უნდა ფლობდნენ საზოგადოების როგორც ახალბედა ასევე გამოცდილი წევრები.

იმ შემთხვევაში, თუ არავინ იცის თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული პრობლემის გადაჭრა, სკოლის საზოგადოების წევრები უნდა შეეცადონ ერთად გადაჭრან იგი ან ერთად მოძებნონ გამოსავალი. ერთიანი სასკოლო მიდგომის საშუალებით, სკოლის საზოგადოების თითოეულ წევრს აქვს საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანოს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, სხვებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარი მოსაზრებებისა თუ ინტერესების დაცვით. მხოლოდ ამგვარად შეიძლება იქნეს უზრუნველყოფილი გადაწყვეტილებას ფართო მხარდაჭერა. ამგვარად მიღებული გადაწყვეტილება, როგორც წესი, ამართლებს, თუმცა, ისეც ხდება, რომ გადაწყვეტილებას სასურველი შედეგი არ მოაქვს. ამ შემთხვევაში საჭიროა გადაწყვეტილების მიღების ახალი ციკლის დაწყება. ზემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია, რომ შეფასების (ეტაპი 4) და გაანალიზების (ეტაპი 5) შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაჩნდეს საკითხის ხელახლა განხილვის აუცილებლობა (ეტაპი 1). ავტორიტარი ხელმძღვანელი ცდილობს დამალოს წარუმატებლობა, რადგან ამით ილახება მისი როგორც ძლიერი ხელმძღვანელის რეპუტაცია. დემოკრატიულ საზოგადოებაში კი, მეორე მხრივ, წარუმატებლობა აღიქმება როგორც ახალი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის შესაძლებლობა, რომელიც პიროვნებას უფრო ძლიერს ხდის (იხ. იხილეთ ქვემოთ მოცემული ნაწილი გ)).

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის, მოიცავს შემდეგს (იხ. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები:

დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები საშუალებას აძლევს ადამიანს მიიღოს ახალი ინფორმაცია და კრიტიკულად შეაფასოს ამ ინფორმაციის წყაროები (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 44). აღნიშნული უნარები მნიშვნელოვანია არასრული ინფორმაციის არსებობის პირობებში, და ეხმარება ადამიანს შეაფასოს, თუ რომელი ინფორმაციაა რელევანტური და სანდო და აღმოაჩინოს და შეასწოროს შეცდომები.

გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება, გულისხმობს „სირთულის, წინააღმდეგობებისა და ბუნდოვანების მიღებას”, ისეთი ქცევის მიღებას, რომელსაც რაციონალური ახსნა არ მოეძებნება, თავად პიროვენების მიერ გამოვლენილი ქცევის ჩათვლით (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები გვ. 43). აღნიშნული დამოკიდებულება საშუალებას აძლევს პიროვნებას მეტი მოთმინება გამოიჩინოს, როდესაც პრობლემასთან გამკლავება სირთულეს წარმოადგენს და დიდ დროს საჭიროებს.

ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები და მსოფლიოს შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 44, 52), რომელიც საჭიროა რთულ და მოულოდნელ სიტუაციებში მოქმედებისათვის. აღნიშნულმა სიტუაციებმა არა მარტო პრობლემის ფარგლებში შეიძლება იჩინოს თავი, არამედ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, დემოკრატიული მონაწილეობის მაღალი ხარისხის მქონე პლურალისტურ საზოგადოებაშიც. ადამიანები, რომლებიც ამ უნარს არ ფლობენ, შესაძლებელია ავტორიტარიზმისკენ აღმოჩნდნენ მიდრეკილი.

 

ცოდნა და კრიტიკული გააზრება იმისა, თუ როგორ მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტები (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 52), სკოლის საზოგადოების წევრებს ეხმარება გააცნობიერონ სკოლაში არსებული ინსტიტუციური ჩარჩო და სკოლაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის საკუთარი უფლებები (იხ. მზადება 3.1). კონკრეტულად, საზოგადოების წევრებისთვის ცნობილი უნდა იყოს ის შეზღუდვები და შესაძლებლობები, რომლებსაც მათ სკოლის ინსტიტუციური ჩარჩო სთავაზობს (იხ. სკოლების დემოკრატიული მმართველობა, ევროპის საბჭოს პუბლიკაცია, 2007 წ., გვ. 33;)

გ) შეფასება და ანალიზი – გზა სკოლის მდგრადი განვითარებისკენ

გადაწყვეტილების მიღების ხუთ-ეტაპიან მოდელში შესული მე-4 (შეფასება) და მე-5 (ანალიზი) ეტაპები მნიშვნელოვანია და ემსახურება სკოლის განვითარებასა და წინსვლას, რამდენიმე მიმართულებით.

ვსწავლობთ იმისი ანალიზის საფუძველზე, თუ რას ვაკეთებთ: ყველა კომპეტენციის, მათ შორის დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შეძენა წარმოებს პრაქტიკაში მათი გამოყენების საშუალებით, რაც წარმოადგენს „წვრთნას მოქმედების საშუალებით“. „წვრთნა მოქმედების საშუალებით“, აუცილებელი არ არის გულისხმობდეს სწავლის გამოცდილების სრულყოფილ გააზრებას. მოსწავლეები, ისევე როგორც ფართო საზოგადოების წევრები, ანალიზის საშუალებით აცნობიერებენ იმ კომპეტენციებს, რომლებიც მათ მოქმედების საშუალებით შეიძინეს, ამის შემდეგ წარმოებს ამ კომპეტენციების ე.წ. გათავისება, და მათი ამოქმედება ხდება საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე.

შედეგების შეფასება უზრუნველყოფს მომავალში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ეფექტურობას. შედეგების შეფასება საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს გამოავლინონ სუსტი მხარეები და დაშვებული შეცდომები და გაარკვიონ თუ რა გახდა წარმატების საფუძველი თუ მიზეზი. საჭიროა შემდეგ კითხვებზე ყურადღების გამახვილება:

  • სწორად იქნა წარმოებული სიტუაციის ანალიზი (ეტაპი 1)? ვფლობდით სიტუაციის ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციას?
  • შევძელით ჩვენ მიერ შემუშავებული მოქმედების გეგმითა (ეტაპი 2) და მისი გახორციელების გზებით (ეტაპი 3) პრობლემის მოგვარება?
  • შედეგები სასურველი, ან მინიმუმ, მისაღებია ჩვენი სკოლის საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის?
  • რამდენად ვეთანხმებით შეფასების შედეგებს?

მონაწილეობისა და სწავლის გამოცდილებასთან დაკავშირებული უკუკავშირი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და მონაწილეობის შესაძლებლობაზე ორიენტირებას და იმის შეჯამებას თუ რა ვისწავლეთ მოქმედების საშუალებით და შედეგად. აღნიშნული უკუკავშირი მნიშვნელოვანია სკოლის საზოგადოებასთან ასოცირებული ყველა დაინტერესებული მხარისთვის, როგორიცაა მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები.

  • ვისი ინიციატივით მოხდა საკითხის ყურადღების ცენტრში მოქცევა? ვინ შეიტანა საკითხი დღის წესრიგში?
  • რამდენად კმაყოფილი ხართ მონაწილეობის შესაძლებლობებით?
  • დარწმუნებული ხართ, რომ ყველა სარგებლობდა მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრების გამოთქმის თანაბარი უფლებით?
  • რა ისწავლეთ?
  • რა გსურთ გესწავლათ?
  • რას იტყვით სკოლის დემოკრატიულ კულტურაში მონაწილეობის გამოცდილებაზე?