სკოლაში არსებული სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვნების ცოდნა და გააზრება

Living Democracy » Principals » სწავლა » მზადება » სკოლაში არსებული სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვნების ცოდნა და გააზრება

მოსწავლეთა შორის მრავალფეროვნება გამოწვევაა თქვენი სკოლისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავება სათანადოდ არ წარმოებს, ეს დიდი ალბათობით აისახება მოსწავლეთა მოსწრებაზე და მომავალში მათ სოციალურ სტატუსზე. იმისათვის, რათა სკოლაში ყველა მოსწავლე წარმატების თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველვყოთ, კარგად უნდა გვესმოდეს თითოეული მოსწავლის სწავლის საჭიროებები და ინდივიდუალურად უნდა შევეცადოთ მათი ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას. განათლებაში სამართლიანობა არ გულისხმობს ყველასთვის ერთი და იგივე ცოდნისა თუ მასალის მიწოდებას, არამედ ყველა მოსწავლისთვის მისი სწავლის საჭიროებებეთან შესაბამისი ცოდნისა და მასალის მიწოდებას.

თუმცა, თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ამას სკოლის მასწავლებლებისგან დამოუკიდებლად, და სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილი დროის გარეშე, ვერ შეძლებთ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის ინდივიდუალური შემთხვევების მართვაზე ზრუნვა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ შემთხვევათა შესახებ ინფორმაცია პირადად მოგეწოდებათ. მეორე გამოსავალს წარმოადგენს სკოლის პერსონალის მომზადება იმისთვის, რომ მათ სათანადოდ გაართვან თავი სკოლაში არსებულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ გამოწვევას.

როდესაც სკოლაში არსებულ მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ძირითადად ვგულისხმობთ მოსწავლეებს შორის კულტურის თვალსაზრისით არსებულ განსხვავებებს. მიჩნეულია, რომ მრავალფეროვნება, სკოლებში, ძირითადად თავს იჩენს ისეთი ფორმით, როგორიცაა მოსწავლეთა წარმომავლობა.

თუმცა ეს ვარაუდი მცდარად იქნა მიჩნეული, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ ერთი კულტურული იდენტობის მქონე მოსწავლეებს შორის უფრო მეტი განსხვავება იჩენს თავს, ვიდრე სხვადასხვა კულტურული იდენტობის მქონე მოსწავლეთა ჯგუფებს შორის. სკოლაში არსებული მრავალფეროვნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ეთნიკური თუ კულტურული წარმომავლობით. ერთი ეთნიკური თუ კულტურული წარმომავლობის მქონე მოსწავლეთა ჯგუფებში მრავლად ვხვდებით აკადემიური მოსწრებისა და სწავლის საჭიროებების თვალსაზრისით არსებულ განსხვავებებს.

სკოლაში ამგვარ მრავალფეროვნებასთან გამკლავებისთვის, სკოლის პერსონალი საჭიროა კარგად იყოს ინფორმირებული და საღად აღიქვამდეს პიროვნულ მახიასიათებლების, სწავლის სტილისა და მეთოდების, გენდერული, ასაკობრივი, განვითარების საჭიროებების და ა.შ. თვალსაზრისით მოსწავლეთა შორის არსებულ სხვაობებს.

მიუხედავა იმისა, რომ სასურველია ვიცოდეთ თითოეული მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული კონკრეტული საჭიროება, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. სკოლებს არ ჰყავს სპეციალიზირებული პერსონალი, ხოლო მასწავლებლებსა და სკოლის ხელმძღვანელებს არ აქვთ დრო ამ საკითხის სრულყოფილად შესასწავლად. თუმცა, სკოლის კულტურამ ხელი უნდა შეუწყოს მრავალფეროვნებას, და მასწავლებლებმა გაკვეთილების დაგეგმვისას თუ სწავლებისას, ასევე მოსწავლეების შეფასებისას, უნდა გაითვალისწინონ კლასში არსებული მრავალფეროვნება.