მნიშვნელოვანი ასპექტები

Living Democracy » Principals » მონაწილეობა » მზადება » მნიშვნელოვანი ასპექტები

წინამდებარე ნაწილში “მზადება” მოცემულია ოთხი ღილაკი, რომელთა არჩევისას თქვენ გექნებათ წვდომა სხვადასხვა კითხვარზე, რომლებიც საშუალებას მოგცემთ აწარმოოთ სკოლაში არსებული დემოკრატიის პრაქტიკის მნიშვნელოვანი ასპექტების შეფასება და ანალიზი.

  1. მოსწავლეების, მათი მშობლებისა და საზოგადოების ჩართულობა
  2. მასწავლებლები და სკოლის ხელმძღვანელები (პრაქტიკა და თანამშრომლობა)
  3. გადაწყვეტილების მიღება, კომუნიკაცია და ძალაუფლება
  4. სკოლის გარემო, გამჭვირვალობა და ინიციატივა

მოცემული კითხვარების გამოყენება სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი, თუმცა მიზანს, ყველა შემთხვევაში, წარმოადგენს სიტუაციის ანალიზი და სკოლაში მოქმედების დასაწყებად კონკრეტული სფეროს იდენტიფიცირება.

კითხვარებით სარგებლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები:

ა) შეავსეთ ყველა კითხვარი თავად, როგორც სკოლის ხელმძღვანელმა, და აწარმოეთ ანალიზი იმ ასპექტებისა და სფეროების გამოსავლენად, რომლებიც გამართულად მუშაობს, და რომლებიც დამატებით ძალისხმევას და მხარდაჭერას საჭიროებს თქვენს სკოლაში.

ბ) დაავალეთ სკოლის მასწავლებლებს კითხვარების შევსება და ერთად შეუდექით შედეგების ანალიზს. შეგიძლიათ გამოხვიდეთ გამოკითხვის შედეგების განხილვის მიზნით შეხვედრის ორგანიზების ინიციატივით. ეცადეთ გამოარკვიოთ რომელ კითხვაზე პასუხი იყო თქვენთვის მოულოდნელი. შედეგების ანალიზი ემსახურება იმ ასპექტებისა და სფეროების გამოვლენას, რომლებიც პრიორიტეტულად უნდა იქნას მიჩნეული, სკოლაში დემოკრატიის პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით.

გ) შენიშვნა: ნაწილში – „საკონტროლო კითხვები, მოქმედების გეგმა და მეთოდები“ – აღწერილია უფასო ონ-ლაინ გამოკითხვის ინსტრუმენტი (Google driven). ამ ინსტრუმენტით სარგებლობისთვის, თქვენ უნდა გადაიტანოთ კითხვები სპეციალურ ფორმაში, რის შემდეგაც შეგიძლიათ შეუდგეთ თქვენი სკოლის მასწავლებლების გამოკითხვას ონ-ლაინ რეჟიმში. სისტემა გამოკითხვის შედეგებს დაუყოვნებლივ ასახავს, რის შემდეგაც შეგიძლიათ შეუდგეთ შედეგების განხილვას მასწავლებლებთან ერთად.

დ) კითხვარები ან კითხვარებში შესული ზოგიერთი კითხვა შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკვირვების წარმოებისას, რაც საშუალებას მოგცემთ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ თქვენს სკოლასა და კლასებში არსებული პრაქტიკის შესახებ. კონკრეტული პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ რეგულარულად აწარმოოთ ამგვარი დაკვირვება, სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. საჭიროების არსებობისას, დაკვირვების შედეგები შეგიძლიათ გადაამოწმოთ სკოლის მასწავლებლებთან.

ე) კითხვარებიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ კონკრეტული სფეროები ან კითხვები და სკოლის მასწავლებლებთან მსჯელობა დაიწყოთ ამ სფეროებსა თუ კითხვებზე, კონკრეტულ საკითხებზე ცნობადობის ამაღლების მიზნით.

შენიშვნა 1: ნაცვლად იმისა რომ აირჩიოთ მხოლოდ ერთი ზემოთაღწერილი ხერხი, თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე ხერხს ერთად მიმართოთ. მაგალითად, შეავსოთ კითხვარები თავად, შემდეგ ჩაატაროთ მასწავლებლების გამოკითხვა, რის შემდეგაც გაიმართება გამოკითხვის შედეგებზე მსჯელობა მასწავლებლების მონაწილეობით; და ბოლოს შეგიძლიათ აწარმოოთ დაკვირვება და შეაგროვოთ ინფორმაცია თქვენი სკოლის კონკრეტული ასპექტების შესახებ

შენიშვნა 2: მას შემდეგ, რაც მოახდენთ იმ ასპექტებისა და სფეროების იდენტიფიცირებას, რომელთა მიმართულებითაც საჭიროა კონკრეტული ღონისძიებების გატარება თქვენს სკოლაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ რჩევებითა და რეკომენდაციებით, რომლებიც ნაწილში – „მოქმედება“ – არის მოცემული.