გაცნობიერებისა და უკუკავშირის მნიშვნელობა: ერთად შეისწავლეთ თქვენი გუნდი

Living Democracy » Principals » ლიდერობა » სკოლის ხელმძღვანელობის დემოკრატიული სტილი » გაცნობიერებისა და უკუკავშირის მნიშვნელობა: ერთად შეისწავლეთ თქვენი გუნდი

მერედით ბელბინის ინსტრუმენტი, გუნდის წევრებს შორის რეოლების გადანაწილების შესახებ (https://www.belbin.com/)

სკოლის დემოკრატიული ლიდერობისას, რეკომენდებულია სკოლის პერსონალის წევრებისგან შემდგარი გუნდის შექმნა. თითოეული მასწავლებელი ავლენს საკუთარ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ხასიათსა და ნიჭს. თუმცა შესაძლებელია იმ ტიპური ქცევებისა თუ როლების იდენტიფიცირება, რომლებსაც ადამიანები ავლენენ გუნდური მუშაობის დროს.

გუნდის საუკეთესო მოდელი მოიცავს ცხრა განსხვავებულ როლს. თითოეული როლი მნიშვნელოვანია გუნდის წარმატებისთვის. თითოეულ როლს გააჩნია თავისი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები, და ვინაიდან ადამიანების შეცვლა შეუძლებელია, სხვადასხვა როლისთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი მხარეების შეჯერება და შევსება სხვა როლის მახასიათებლებით, გუნდის წარმატების გარანტიაა. გუნდის შემადგენლობის ქვევით მოცემული მოდელი დაეხმარება თქვენს თანამშრომლებს გააანალიზონ მათ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობა და განსაზღვრონ თუ რა შეიძლება იყოს მათი, როგორც გუნდის წარმატების, მარცხისა თუ პრობლემების მიზეზი. მოცემული ინსტრუმენტი დაგეხმარებათ თქვენ და თვენს თანამშრომლებს უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი და განსაზღვროთ და ერთმანეთისგან გამიჯნოთ თქვენი როლები.

როლი უპირატესობა უარყოფითი მხარე
კოორდინატორი კოორდინატორები არიან პიროვნებებზე ორიენტირებული ლიდერები. ისინი სანდო, გუნდის მიზნების ერთგული არიან და დომინირებენ გუნდში. ეს პოზიტიურად მოაზროვნე პირები აფასებენ გუნდის სხვა წევრების ძალისხმევას, უსმენენ სხვებს და აქვთ საკუთარი თვალსაზრისი. კოორდინატორებმა შესაძლებელია ამოცანების შესრულებაზე ძირითადი ვალდებულებები სხვებს გადააბარონ და თავად მხოლოდ მცირე სამუშაო დაიტოვონ შესასრულებლად.
ორგანიზატორი ორგანიზატორები არიან ენერგიულები და ამოცანაზე ორიენტირებული ლიდერები, რომლებიც მოტივირებული არიან მიაღწიონ მიზნებს და გაიმარჯვონ. ისინი წარმატებაზე არიან ორიენტირებული და ამხნევებენ გუნდის წევრებს, რათა მათ წარმატებით განახორციელონ გუნდის მიზნები. კოორდინატორები შესაძლებელია აგრესული ძალისხმევით შეეცადონ ამოცანის შესრულებასა და მიზნის მიღწევას. გუნდში ორი ან სამი ორგანიზატორი შეიძლება გუნდში კონფლიქტისა და დაპირისპირების წყაროდ იქცეს.
იდეების გენერატორი იდეების გენერატორები მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით გამოირჩევიან და არიან ინტროვერტები და ამავე დროს დომინირებენ გუნდში და ორიგინალურები არიან. ისინი ირჩევენ რადიკალურ მიდგომებს და, დეტალებზე მეტად, ძირითადი საკითხით არიან დაინტერესებული. იდეების გენერატორები, როგორც წესი, უგულებელყოფენ პრაქტიკულ დეტალებსა და პერსპექტივებს. ისინი შეიძლება იყვნენ გულმავიწყი.
რესურსების მკველვარი რესურსების მკვლევარები სწავლობენ შესაძლებლობებს და ამყარებენ კონტაქტებს. მათ კარგად გამოსდით მოლაპარაკებები და მარტივად აგნებენ საჭირო ინფორმაციას, მხარს უჭერენ და ავითარებენ სხვების იდეებს. ისინი არიან კომუნიკაბელური და ენთუზიაზმით სავსე, კარგად ართმევენ თავს ჯგუფურ სამუშაოს და სწავლობენ გარე რესურსებს. რესურსების მკვლევარები მარტივად იხიბლებიან იდეებით და ასევე მარტივად კარგავენ ამ იდეების მიმართ ინტერესს. მათი იდეები ნაკლებად ინოვაციურია და მათ შეუძლიათ საქმე ბოლომდე არც მიიყვანონ.
შემსრულებელი შემსრულებლები არიან მოწესრიგებული, პრაქტიკული, სანდო და შემწყნარებლები. მათ ნაკლებად ახასიათებთ საქმისადმი ლტოლვა და გუნდში მათი მუშაობა შემოიფარგლება პრაქტიკული, რეალისტური საქმიანობით. შემსრულებლები, როგორც წესი, ასრულებენ იმ საქმიანობას, რომელთა შესრულებაც სხვებს არ სურთ, და ამ საქმეებს ისინი კარგად ასრულებენ. შემსრულებლები კონსერვატორები, ნაკლებად მოქნილები არიან და სწრაფად არ რეაგირებენ ახალ შესაძლებლობებზე.
გუნდის მოთამაშე გუნდის მოთამაშეები არიან კომუნიკაბელური და დადებითად ზემოქმედებენ გუნდის სხვა წევრებზე. ისინი გუნდური სულისკვეთების შენარჩუნებას უზრუნველყოფენ და საშუალებას აძლევენ გუნდის სხვა წევრებს, ეფექტურად შეიტანონ საკუთარი წვლილი გუნდის საქმიანობაში. ისინი ხშირად ფლობენ დიპლომატიურ უნარებს, იუმორის გრძნობას და კარგი მსმენელები არიან. გუნდის მოთამაშეები, როგორც წესი, მარტივად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას კრიზისულ სიტუაციებში და მზად არ არიან მსგავს სიტუაციებში მოქმედებისთვის, რაც შესაძლებელია საზიანო აღმოჩნდეს გუნდის სხვა წევრებისათვის.
სრულყოფისკენ მსწაფი სრულყოფისკენ მსწაფი პირები დეტალებს აქცევენ ყურადღებას და ცდილობენ ამოცანა ბოლომდე მიიყვანონ და სრულყოფილად შეასრულონ. ისინი არიან თანამიმდევრული, მუყაითი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აქვთ. სრულყოფისკენ მსწაფი პირები პერფექციონისტები არიან, ზედმეტი ენთუზიაზმი და უკიდურესობაში გადავარდნა ახასიათებთ. მათ ურჩევნიათ თავად შეასრულონ სამუშაო და არ გაუზიარონ იგი სხვას.
შემფასებელი შემფასებლები ხშირად წინდახედული, გონიერი და განსჯის უნარით დაჯილდოვებული პირები არიან. მათ დიდი წვლილი შეაქვთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ისინი კარგად ართმევენ თავს ანალიზსა და შედარებას და არ მოქმედებენ ემოციების კარნახით, რითაც დაზღვეული არიან შეცდომების დაშვებისაგან. შემფასებლები შეიძლება მომაბეზრებელი და ზედმატად კრიტიკულები იყვნენ. მათ კარგად არ გამოსდით სხვების გამხნევება და გადაწყვეტილების მიღებას დიდ დროს ანდომებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ ადამიანს ზემოთ აღწერილი ორი, სამი ან მეტი როლის შესრულებისათვის საჭირო მონაცემები გააჩნია. ის, თუ რა როლს ასრულებს გუნდში ესა თუ ის პირი, დამოკიდებულია გუნდსა და სხვა გარემოებებზე. თუ თქვენი გუნდის წევრები აღმოაჩენენ, რომ მათ გუნდში არ არის წარმოდგენილი პირი, რომელიც კონკრეტულ როლს ასრულებს, გუნდმა უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ ვის და როგორ უნდა დაევალოს ამ როლის შესრულება.