სკოლაში არსებული მრავალფეროვნების ცოდნა და გააზრება

Living Democracy » Principals » სწავლა » მოქმედება » სკოლაში არსებული მრავალფეროვნების ცოდნა და გააზრება

გადადგი ნაბიჯი წინ („კომპასი“ – აქტივობა შეცვლილია მასწავლებლებისა და პედაგოგების საჭიროებებზე მორგების მიზნით)
https://www.coe.int/en/web/compass/take-a-step-forward

სწავლის მიზნები საკლასო გარემოში არსებული მრავალფროვნების შესახებ ინფორმირებულობისა და ცოდნის დონის ამაღლება და სასკოლო საზოგადოებაში შესაძლებლობის მხრივ არსებული უთანასწორობის შესახებ ცნობადობის ამაღლება.
ამოცანები მასწავლებლები ირგებენ მოსწავლეების როლს და ნაბიჯს დგამენ წინ, იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებიან მოსაზრებას.
რესურსები ღია სივრცე (დერეფანი, მოსაცდელი, ეზო), ბარათები როლური თამაშენისთვის, მუსიკა
მეთოდები როლური თამაში, დისკუსია
  • შექმენით მყუდრო გარემო წყნარი მუსიკის ფონზე, ან თხოვეთ მონაწილეებს დაიცვან სიჩუმე.
  • დაურიგეთ თითო მონაწილეს თითო ბარათი, რომელზეც მათ მიერ შესასრულებელი როლია აღწერილი, და განუმარტეთ შეინახონ ისე, რომ არავინ დაინახოს მათი როლები.
  • სთხოვეთ მონაწილეებს დასხდნენ (სასურველია იატაკზე) და გაეცნონ თავიანთ როლებს.
    • სთხოვეთ დაიწყონ როლში შესვლა. დახმარებისთვის წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი შეკითხვებიდან რამოდენიმე, თითოეული შეკითხვის შემდეგ გააკეთეთ პაუზა, რათა მოთამაშეებს ჰქონდეთ დრო დაფიქრდნენ და წარმოიდგინონ საკუთარი თავი და ცხოვრება მოცემულ როლში: როგორი ბავშვობა გქონდათ? როგორ სახლში ცხოვრობდით? რა თამაშებს თამაშობდით? სად მუშაობდნენ თქვენი მშობლები?
  • წარმოიდგინეთ თქვენი ერთი სასკოლო დღე: დილით იღვიძებთ სახლში…. მთელი დღე … დაძინების წინ ვფიქრობ ჩემს მომავალზე, ჩემს იმედებსა და შიშებზე…
  • ახლა სთხოვეთ მონაწილეებს შეინარჩუნონ აბსოლუტური სიმშვიდე და.
  • როგორც სასტარტო ხაზზე, ისე განლაგდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ (ერთ ხაზზე).
  • უთხარით მონაწილეებს, რომ აპირებთ სიტუაციების ხმამაღლა წაკითხვას. თითოეულ სიტუაციაზე, თუ მათი პასუხი არის „დიახ“, მათ უნდა გადადგან ერთი ნაბიჯი წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაუნძრევლად რჩებიან ადგილზე.
  • წაიკითხეთ სიტუაციები სათითაოდ. წინადადებებს შორის გააკეთეთ პაუზები: მიეცით მონაწილეებს დრო ნაბიჯის წინ გადმოსადგმელად და გარშემო თვალის მოსავლებად, რათა შეადარონ საკუთარი და სხვების პოზიციები.
  • საბოლოოდ, სთხოვეთ ყველას დაიმახსოვრონ თავისი პოზიციები. შემდეგ მიეცით მათ ორიოდე წუთი როლიდან გამოსვლისათვის, ვიდრე შეიკრიბებოდეთ შედეგების ერთად შესაჯამებლად.
  • შემაჯამებელი მსჯელობისას დასვით შემდეგი კითხვები და იმსჯელეთ შემდეგ საკითხებზე:
    • როგორი შეგრძნება გეუფლებოდათ ერთი ნაბიჯით წინ წაწევის ან ადგილზე დარჩენის დროს?
    • რა მომენტში შეამჩნიეს მათ, ვინც ხშირად დგამდა ნაბიჯს წინ, რომ სხვები მათ ჩამორჩენ?
    • დარჩა ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ იყო მომენტები, როდესაც მათი ძირითადი უფლებების უგულვებელყოფა ხდებოდა?
    • რამდენად ძნელი, ან იოლი იყო ამა თუ იმ როლის შესრულება?
    • როგორი წარმოუდგენიათ მათ ის ადამიანი, ვის როლსაც ასრულებდნენ?
    • შეუძლიათ მონაწილეებს გამოიცნონ ერთმანეთის როლები? (დისკუსიის ამ ეტაპზე ნება დართეთ მონაწილეებს გაამჟღავნონ თავიანთი როლები)
    • ასახავს თუ არა ნაწილობრივ მაინც სავარჯიშო სკოლის საზოგადოებაში არსებულ რეალობას? როგორ?
    • რა ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას სკოლის საზოგადოებაში უთანასწორობის წინააღმდეგ?

რჩევები ხელმძღვანელებს

თუ ამ სავარჯიშოს შენობის გარეთ ატარებთ, დარწმუნდით, რომ ყველა მონაწილეს ესმის თქვენი ხმა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯგუფი დიდია. შესაძლოა დამხმარე პირებიც დაგჭირდეთ თქვენი განცხადებების ყველა მონაწილემდე მისატანად.

თამაშის დასაწყისში, წარმოსახვის ეტაპზე, შესაძლოა ზოგიერთმა მონაწილემ განაცხადოს, რომ ძალიან ცოტა რამ იცის იმ ადამიანის ცხოვრების შესახებ, ვისი როლიც უნდა შეასრულოს. აუხსენით, რომ ამას არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შეუძლიათ საკუთარი ფანტაზიის გამოყენება და როლის შეძლებისდაგვარად კარგად შესრულება.

ამ აქტივობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თვალნათლივ ჩანს მონაწილეების შორის მანძილის ზრდა, განსაკუთრებით თამაშის ბოლოს, როდესაც დისტანცია ძალიან დიდია მათ შორის, ვინც ხშირად გადადგა ნაბიჯი წინ და ვინც ადგილზე რჩებოდა. ამ ეფექტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია როლების ადაპტირება ისე, რომ აისახოს მონაწილეების ცხოვრების რეალობები. ამავე დროს, ამის გაკეთება ისე მოახერხეთ, რომ მხოლოდ მინიმალური რაოდენობის მონაწილეებს ჰქონდეთ ნაბიჯის წინ გადადგმის საშუალება (ანუ “დიახ” პასუხის გაცემის საშუალება). ეს წესი უნდა დაიცვათ მაშინაც, როდესაც დიდ ჯგუფთან მუშაობთ და ბევრი როლების გამოგონება გიხდებათ.

ანალიზისა და შეფასების დროს მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, საიდან იცოდნენ მონაწილეებმა იმ პერსონაჟის შესახებ, რომლის როლიც შეასრულეს. ეს მათი პირადი გამოცდილების შედეგი იყო, თუ ინფორმაციის სხვა წყაროების გავლენა (ახალი ამბები, წიგნები და ანეკდოტები)? დარწმუნებული არიან, რომ ის ინფორმაცია, რაც პერსონაჟების შესახებ გააჩნიათ საიმედოა? ამ გზით თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ, როგორ მკვიდრდება ცნობიერებაში სტერეოტიპები და ცრუ წარმოდგენები.

სამუშაო ფურცელი

თქვენ თქვენივე სკოლის მათემატიკის მასწავლებლის შვილი ხართ სკოლის რამდენიმე მასწავლებელი დედათქვენის სალონში დადის რეგულარულად
მამათქვენი სასულიერო პირია თქვენ ფილიპინელი ემიგრანტის ქალიშვილი ხართ
თქვენ ამ ქვეყანაში ინდოეთიდან ჩამოხვედით შვიდი წლის წინ თქვენი მშობლები არქიტექტორები არიან
მამათქვენს, რომელიც პროფესიით ექიმია, სურს რომ თქვენც ექიმი გამოხვიდეთ თქვენი მშობლები საფეიქრო ქარხანაში მუშაობენ
თქვენ ოჯახში 5 ბავშვიდან ყველაზე უფროსი ხართ და მამათქვენი ადგილობრივ მერიაში მუშაობს თქვენი მშობლები ღრმადმორწმუნეები არიან
თქვენ ღარიბი პაკისტანელი ემიგრანტის შვილი ხართ მამათქვენი ფეხსაცმლის დიდი მაღაზიის მფლობელია
თქვენი მშობლები უკვე ექვსი თვეა უმუშევრები არიან თქვენი მშობლები განქორწინებული არიან და სასამართლოში თქვენს მეურვეობაზე დაობენ
დედათქვენი მარტოხელა დედაა თქვენი მშობლები უკვე 6 წელია რაც განქორწინებულები არიან. დედათქვენი ისტორიის მასწავლებელია
თქვენი ოჯახი აშშ-დან ჩამოვიდა ამ ქვეყანაში საცხოვრებლად. აქ უკვე ერთი წელია რაც ცხოვრობთ თქვენ ხართ ბოშათა ოჯახიდან და სკოლიდან 20 წუთის სავალ მანძილზე ბოშათა ბანაკში ცხოვრობთ
მამათქვენი ამ ქვეყანაში გერმანიის საელჩოში მუშაობს თქვენ შშმ პირი ხართ და გადაადგილება მხოლოდ ინვალიდის ეტლით შეგიძლიათ
თქვენი მშობლები ებრაელები არიან და ოჯახში პირველი ვაჟი ხართ მამათქვენი ქარხანაში მუშაობს, დედათქვენი უმუშევარია