მასწავლებლებისა და საზოგადოების ჩართულობის შეფასება
Living Democracy » Principals » მონაწილეობა » მზადება » მასწავლებლებისა და საზოგადოების ჩართულობის შეფასებაშენიშვნა! კითხვარის გამოყენების შესახებ რჩევების სანახავად დააწკაპუნეთ აქ
| დიახ | ნაწილობრივ | არა | კომენტარი | |
| სკოლის ხელმძღვანელი და მასწავლებლები | ||||
| ჩვენს სკოლაში გამოყოფილია დრო იმისათვის, რომ მასწავლებლებმა ერთობლივად იმუშაონ რეგულარულად, მაგალითად, შექმნილია მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფები. | ||||
| სკოლაში ჩვენს მუშაობას საფუძვლად უდევს საერთო ღირებულებები და საერთო ხედვა. | ||||
| სკოლის კოლექტივის წევრებს შორის მაღალია ნდობის ხარისხი. | ||||
| (შენიშვნა: თუ თქვენ ბრძანდებით მასწავლებელი, უპასუხეთ მხოლოდ თქვენი პედაგოგიური გამოცდილების გათვალისწინებით) | ||||
| მასწავლებლები სარგებლობენ ამ ვებ-გვერდზე არსებული ევროპის საბჭოს ინსტრუმენტის: „სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ“ სასწავლო მასალებით. | ||||
| მასწავლებლები სარგებლობენ თავისუფლებით მიიღონ გადაწყვეტილება იმის თაობაზე თუ როგორ იმუშაონ. | ||||
| მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს. | ||||
| მასწავლებლები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ სათანადო განათლება მიაღებინონ მოსწავლეებს, რომლებიც (კულტურული თვალსაზრისით, გონებრივი თუ ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით) არაპრივილიგირებულ ჯგუფებს განეკუთვნებიან. | ||||
| მასწავლებლების ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მათი სწავლების პრაქტიკა მაქსიმალურად ესადაგებოდეს და აკმაყოფილებდეს მოსწავლეების საჭიროებებს. | ||||
| მასწავლებლებს მუდმივად აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. | ||||
| მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას, საკუთარ მოსაზრებებს, გამოცდილებას, ცოდნას, სასწავლო მასალებს და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს. | ||||
| მასწავლებლები აკვირდებიან სხვა მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და უკუკავშირს ამყარებენ ერთმანეთთან. | ||||
| მასწავლებლები მუშაობენ საკუთარ კოლეგებთან ერთად, გაკვეთილის მომზადებისა ან ახალი იდეის დანერგვის მიზნით. | ||||
| მასწავლებლები ერთმანეთთან ათანხმებენ სასწავლო მასალას, ტესტებსა და შეფასების კრიტერიუმებს. | ||||
| საზოგადოება | ||||
| ჩვენი სკოლა თანამშრომლობს ფართო საზოგადოებასთან, მოსწავლეებისათვის დამატებითი მომსახურების შეთავაზების მიზნით. | ||||
| ჩვენი სკოლა თანამშრომლობს ფართო საზოგადოებასთან, რათა სასწავლო პროგრამები რაც შეიძლება უკეთ იყოს მორგებული საზოგადოების საჭიროებებზე. | ||||