სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების, კომუნიკაციისა და ძალაუფების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის შეფასება
Living Democracy » Principals » მონაწილეობა » მზადება » სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების, კომუნიკაციისა და ძალაუფების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის შეფასებაშენიშვნა: რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ისარგებლოთ მოცემული კითხვარით შეგიძლიათ იხილოთ ნაწილში „მზადება: – მნიშვნელოვანი ასპექტები“
| დიახ | ნაწილობრივ | არა | კომენტარი | |
| სკოლაში გადაწყვეტილების მიღების დროს … | ||||
| …სკოლის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ყველა იმ პირის ჩართულობას (მასწავლებლების, მოსწავლეების, მოსწავლეთა მშობლების) რომლებსაც ეხებათ აღნიშნული გადაწყვეტილება. | ||||
| …სკოლა უზრუნველყოფს მოწყვლადი და მარგინალიზებული პირების წახალისებასა და ხელშეწყობას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. | ||||
| …სკოლის კოლექტივის წევრები ერთმანეთს აქტიურად უსმენენ და ცდილობენ გაუგონ ერთმანეთს. | ||||
| …სკოლის კოლექტივის წევრები ერთმანეთის დარწმუნებას ცდილობენ ლოგიკური და გასაგები არგუმენტებით. | ||||
| …სკოლის კოლექტივის წევრები თავისუფლად და ღიად სვამენ კითხვებს და ასევე ღიად პასუხობენ მათ მიმართ დასმულ კითხვებს. | ||||
| …სკოლის კოლექტივის წევრები გულწრფელად გამოთქვამენ და განმარტავენ საკუთარ დამოკიდებულებებს, ვარაუდებსა და გრძნობებს. | ||||
| …წარმოებს დაინტერესებულ მხარეთა განსხვავებული ხედვებისა თუ მოსაზრებების გათვალისწინება. | ||||
| …ვცდილობთ გამოვნახოთ საერთო საფუძველი და მივაღწიოთ თანხმობას. | ||||
| როდესაც სკოლის ხელმძღვანელი აწარმოებს შესასრულებელი ამოცანებისა და ფუნქციების განაწილებას სკოლის კოლექტივის წევრებს შორის, გათვალისწინებულია მათი ინტერესები და კომპეტენციები, რომლებსაც ისინი ფლობენ. | ||||
| ჩვენს სკოლაში | ||||
| …უკუკავშირის დამყარება, მიღებული და დამკვიდრებული პრაქტიკაა. | ||||
| …წერილობითი ფორმით არსებობს რეგულაციები, რომლებიც სკოლაში დემოკრატიული სტრუქტურებისა და პროცესების დანერგვასა და დამკვიდრებას ემსახურება. | ||||
| … გამოყოფილია დრო სათათბიროდ და მსჯელობისათვის, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილებების მიღების მიზნით. | ||||
| …სკოლის ხელმძღვანელი მუდმივად დიალოგში იმყოფება სკოლის პერსონალთან. | ||||
| …გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს ყველა პირი (ან ადამიანების ჯგუფი) რომლებსაც აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება. | ||||
| …ადამიანებს რეგულარულად აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში (ხელის აწევით, სასურველი პასუხის შემოხაზვით და ა.შ.). | ||||
| …არიან არჩეული წარმომადგენლები, რომლებიც მოქმედებენ ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის ინტერესების დასაცავად. | ||||
| …სკოლის ხელმძღვანელი ნათლად და გასაგებად ხსნის საჯარო ხელისუფლების მიერ მიღებული მოქმედი კანონებითა და რეგულაციებით დაწესებულ შეზღუდვებსა და მათ მიერ შექმნილ შესაძლებლობებს. | ||||
| ძალაუფლება | ||||
| სკოლის ხელმძღვანელი მხარს უჭერს დემოკრატიული გზით მიღებულ გადაწყვეტილებებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გადაწყვეტილებები არ ესადაგება მის პიროვნულ ინტერესებს. | ||||
| სკოლის ხელმძღვანელი იღებს კონსტრუქციულ კრიტიკას. | ||||
| სკოლის ხელმძღვანელი სხვებთან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას. | ||||
| ჩვენს სკოლაში ყველა თანაბრად ვართ ანგარიშვალდებული წარმატებასა და წარუმატებლობაზეც. | ||||