3.1 დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ინსტრუმენტთა ნაკრები

Living Democracy » Textbooks » 3.1 დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ინსტრუმენტთა ნაკრები

ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული და მომზადებული ინსტრუმენტები მოიცავს არსებით საცნობარო ინფორმაციას სხვადასხვა ასპექტის შესახებ, რომელიც უკავშირდება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ჩართვას საგანმანათლებლო სისტემებში. აქედან, ძირითადი ინსტრუმენტები, რომელთაც „დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ინსტრუმენტთა ნაკრები“ ეწოდება, მოიცავს შემდეგ ინსტრუმენტებს:

  • ინსტრუმენტი 1: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პოლიტიკის ინსტრუმენტი;
  • ინსტრუმენტი 2: სკოლების დემოკრატიული მმართველობა;
  • ინსტრუმენტი 3: რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მასწავლებელმა სამოქალაქო განათლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების ხელშესაწყობად: მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო;
  • ინსტრუმენტი 4: დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ სკოლებში სწავლების ხარისხის კონტროლი;
  • ინსტრუმენტი 5: სკოლას, საზოგადოებასა და უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა მდგრადი დემოკრატიისათვის: განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მოცემული ინსტრუმენტები შემუშავდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ექსპერტთა მიერ, იმ ინფორმაციისა და კომენტარების საფუძველზე, რომლებიც მოწოდებულ იქნა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის, მათ შორის, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კოორდინატორთა მხრიდან. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ინსტრუმენტთა ნაკრების გარდა, დიდი რაოდენობით დამატებითი მასალა შეგიძლიათ მოიძიოთ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე (www.coe.int/edc).

მოცემული პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც შემუშავდა ევროპის საბჭოს მიერ, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში, წარმოადგენს ზოგად ინსტრუმენტებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიჩნეულია, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს მათი მორგება განსხვავებულ სიტუაციებზე, ასევე,  შესაძლებელია მათი შემდგომი დახვეწა, რათა შესაძლებელი გახდეს მათი გამოყენება ქვეყნის საჭიროებების შესაბამისად.