ინსტრუმენტი 2: სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, მიღებული ცოდნის შესაფასებლად

Living Democracy » Textbooks » ინსტრუმენტი 2: სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, მიღებული ცოდნის შესაფასებლად
  • რა აქტივობით შევუდექი სწავლას?
  • რა გავაკეთე შემდეგ?
  • როდის შევისვენე?
  • რა დრო მოვანდომე დამოუკიდებლად მეცადინეობას?
  • რა დრო მოვანდომე სხვა მოსწავლესთან ერთად მეცადინეობას?
  • როდის ვსწავლობდი ჯგუფთან ერთად?
  • ჯგუფური მუშაობისას კარგად ვსწავლობ?
  • სწავლის პროცესის დროს ვიცავ ჩემ მიერ შედგენილ განრიგს?
  • შემიძლია სამუშაოზე კონცენტრირება ყურადღების გაფანტვის გარეშე? ხელი შემიშალა რაიმემ სამუშაოს შესრულების დროს? მჭირდება თუ არა კონცენტრირების უნარის განვითარება?
  • დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვსწავლობ?
  • მუშაობის პროცესში მეცადინეობა ხომ არ მომბეზრდა?
  • სიამოვნებით ვსწავლობ?
  • მსიამოვნებს სწავლის პროცესი?
  • სწავლის პროცესში დარწმუნებული ვარ ჩემ წარმატებაში? (თავდაჯერებული სწავლა)
  • როგორ ვიჩენ ინტერესს შესწავლის საგნისადმი და სიამოვნებით ვეკიდები შესწავლის პროცესს?
  • სწავლის რა სტრატეგიებსა და ტექნიკას ვიყენებ?
  • კარგად ვსწავლობ? რისი კეთება გამომდის უკეთესად და რისი არა?
  • რა წარმოადგენდა ჩემთვის სირთულეს? როგორ შევძელი ამ სირთულეების დაძლევა?
  • მუშაობის ჩემი ტემპი უნდა გავზარდო თუ შევანელო?
  • არის რაიმე, რის შეცვლასაც ვისურვებდი?
  • როგორ გავაუმჯობესო ჩემი ცხოვრების წესი?
  • რისი მიღწევაც მე მინდა მომდევნო დავალების შესრულებისას, არის: …