გაკვეთილი 2 და 3: ჩვენ ვართ ცენზორები!

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2 და 3: ჩვენ ვართ ცენზორები!

ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შევთავაზოთ მკითხველს

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება

გუნდში თანამშრომლობა; გადაწყვეტილების მიღება, მიზნებსა და განრიგზე შეთანხმება.

გუნდის ორგანიზება და ზედამხედველობა.

სწავლის მიზანი ჩვენს მიერ რეალობის აღქმას განაპირობებს მედიის რედაქტორების მიერ შედგენილი ინფორმაცია. როგორც ცენზორი და დღის წესრიგის დადგენაში მონაწილე, მედია ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას.
მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები ამზადებენ კედლის გაზეთს. ისინი ერთმანეთს ადარებენ ჯგუფების მიერ დამზადებულ კედლის გაზეთებს და იმ არჩევანს რომელიც მათ გააკეთეს.
მასალა და რესურსები მასალა მოსწავლეებისთვის 9.2 და 9.3. ფლიპჩარტები, მარკერები, მაკრატელი, წებო. ყველა სახისა და კატეგორიის ბეჭდვითი მედია.
მეთოდი მუშაობა პროექტზე.
დროის ბიუჯეტი 1. მუშაობა პროექტზე: მოსწავლეები გამოსცემენ კედლის გაზეთს. 60 წთ.
2. მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ჯგუფის მიერ გამოცემულ კედლის გაზეთებს. 20 წთ.

ინფორმაცია

მეორე და მესამე გაკვეთილები მოცემული თავის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ეს არის პროექტი, რომლის განმავლობაშიც, მოსწავლეები ასრულებენ გაზეთის რედაქტორთა ფუნქციას და უშვებენ საკუთარ გაზეთს. მათ მოუწევთ გადაჭრან შემდეგი საკითხი: რომელი თემა ჩავრთოთ და რომელი არა? და მოუწევთ, შეაჯერონ კრიტერიუმები ამ არჩევანის გასაკეთებლად. გარდა ამისა, ერთ საათში კედლის გაზეთის გამოშვება მოსწავლეებისგან მაქსიმალურ დატვირთვას მოითხოვს, როგორც სამუშაოს დაგეგმვის უნარის გამოყენების, ასევე დროის განაწილების თვალსაზრისით.

შემოთავაზებული კედლის გაზეთის ფორმატი ზოგადია. გაზეთის შექმნის ტექნიკური ასპექტები ნაკლებ ყურადსაღებია. მოსწავლეებმა სტატიები ხელნაწერის ფორმით უნდა წარმოადგინონ.

კედლის გაზეთის გამოშვება მედიის შექმნის საფუძვლებთან აბრუნებს და საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ყურადღება გაამახვილონ გაზეთის რედაქტირებისა და არჩევანის გაკეთების პროცესზე.

პრაქტიკული სწავლის გარემოში, მასწავლებელი „ასისტენტის“ ფუნქციას ასრულებს, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს იმ შემთხვევაში, თუ მათ დამატებითი მასალა ესაჭიროებათ, სჭირდებათ კომპიუტერის გამოყენება და ა.შ. მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს, რათა შეაფასოს მათი უნარებისა და კომპეტენციების ფლობის დონე. მასწავლებელი ისმენს მოსწავლეთა მსჯელობებს და ეცნობა მოსწავლეთა კედლის გაზეთებს მუშაობის პროცესში. ამგვარად მასწავლებელი ემზადება მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ლექციის წასაკითხად, რომელიც მოსწავლეებმა მე–4 გაკვეთილის პირველ ეტაპზე უნდა მოისმინონ.

გაკვეთილის აღწერა

ეტაპი 1: მოსწავლეები ამზადებენ და გამოსცემენ კედლის გაზეთს

მასალა მოსწავლეებისთვის 9.1 – 9.3.

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში. ისინი ინაწილებენ მთავარი რედაქტორის, დროის აღმრიცხველისა და რეპორტიორის ფუნქციებს.

ისინი ასრულებენ ან ცვლიან მასალაში მოსწავლეებისთვის 9.1 მოცემულ სამუშაო განრიგს.

თუ მეორე და მესამე გაკვეთილებს შორის არის ინტერვალი, მოსწავლეთა მიერ ნახევრად მომზადებული მასალა  მომდევნო გაკვეთილამდე საიმედო შენახვა–დაცვას საჭიროებს. მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას ვის გადააბარონ ამაზე პასუხისმგებლობა.

მასალა მოსწავლეებისთვის 9.3–ის მიხედვით, რეპორტიორები ამზადებენ პრეზენტაციებს მე–4 გაკვეთილზე დაგეგმილი პლენარული სხდომისთვის.

ეტაპი 2: მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ჯგუფის მიერ გამოცემულ კედლის გაზეთებს

მესამე გაკვეთილის შუა მონაკვეთში, ჯგუფები საკლასო ოთახის კედელზე გამოფენენ მათ მიერ შედგენილ კედლის გაზეთებს. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გაეცნონ ერთმანეთის ნამუშევრებს მომდევნო გაკვეთილის დაწყებამდე.