2.1 მასწავლებელთა ამოცანა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისას

Living Democracy » Textbooks » 2.1 მასწავლებელთა ამოცანა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისას

არა მხოლოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში, არამედ სწავლებისა და სწავლის ყველა სფეროში, ზედმიწევნით ზუსტად შერჩეული მაგალითები მოსწავლეებს ეხმარება შესწავლის კომპლექსური საგნის აღქმასა და გაგებაში. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების წინამდებარე გამოცემაში შესული მასწავლებელთა სახელმძღვანელოები (წიგნები II-დან V-ის ჩათვლით), რომლებიც განკუთვნილია სასკოლო განათლების დაწყებითი, საშუალო და მაღალი საფეხურებისათვის, ყველა თავში შეიცავს მოცემულ პრინციპს და, ასევე, გვთავაზობს სხვადასხვა შესაძლო მიდგომას. სახელმძღვანელოებში ასევე შესულია მითითება იმის თაობაზე, რომ ეს მაგალითები შესაძლებელია აღებულ იქნას სკოლის მმართველობის კონტექსტიდან ან ნებისმიერ დონეზე განხორციელებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან, რომელთა შორისაც არჩევანი უნდა გაკეთდეს მოსწავლეების ასაკობრივი ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით, ასევე მასალის ხელმისაწვდომობის ან მოსწავლეების მიერ მასალის შექმნის შესაძლებლობებისა და სწავლის სასურველი შედეგების გათვალისწინებით.

ეს მაგალითები, ძირითადად, ორი ტიპისაა – პოლიტიკური საკითხის ან პრობლემის ანალიზი, ან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის ანალიზი. მასწავლებლის კომპეტენციაში შედის გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ რა ტიპის მასალა წარმოადგენს მისი მოსწავლეებისათვის შესაფერის მასალას და რა მასალის მოპოვება იქნება შესაძლებელი.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელი მასწავლებლის ამოცანას, პოლიტიკის თემაზე გაკვეთილის დაგეგმვისა და მოქმედებათა თანამიმდევრობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, წარმოადგენს შემდეგ ელემენტთა ერთმანეთთან დაკავშირება:

ნებისმიერი გაკვეთილის დაგეგმვა წარმოუდგენელია სწავლებისა და სწავლის ამ ელემენტების გათვალისწინებისა და მათი ერთმანეთთან დაკავშირების გარეშე. ამ ელემენტებიდან ერთ-ერთში ცვლილების შეტანა გავლენას იქონიებს დანარჩენ ელემენტებზე. მეორე მხრივ, შესწავლის საგანი შესაძლებელია განისაზღვროს გარკვეული მიზნის გათვალისწინებით და პირიქით – მიზანი შესაძლებელია განისაზღვროს შესწავლის საგნის გათვალისწინებით.