სავარჯიშო 3.5. – სურვილები და საჭიროებები

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 3.5. – სურვილები და საჭიროებები
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები ასხვავებენ ერთმანეთისაგან, თუ რა უნდათ და რა ესაჭიროებათ სინამდვილეში.
რესურსები ფურცლები, კალმები, მაკრატლები.

მსვლელობა

  1. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ფურცლებზე დახატონ ის, რაც, მათი აზრით, მათ სჭირდებათ (მასწავლებელს შეუძლია, წინასწარ გამზადებული დაჭრილი ფურცლები მიაწოდოს ამისთვის მოსწავლეებს, ან მოსწავლეები თავად ამოჭრიან მათ მიერ დახატულ სურათებს). თითო მოსწავლე ასრულებს 8 – 10 ნახატს.
  2. როდესაც ყველა მოსწავლე დაასრულებს სამუშაოს, მასწავლებელი მათ ჯგუფებად ყოფს.
  3. ყოველი ჯგუფი უნდა შეთანხმდეს, ჯგუფის ყველა წევრის მიერ შესრულებული ნახატების საერთო რაოდენობიდან ამოირჩიოს სულ ხუთი ნახატი. მხოლოდ ხუთი მნიშვნელოვანი რამ უნდა დარჩეს მაგიდაზე. შემდეგ ჯგუფებს შორის მიმდინარეობს საკუთარ არჩევანთან დაკავშირებული ახსნა–განმარტებების გაცვლა–გამოცვლა. ჯგუფების არჩევანი ერთნაირია?

გაგრძელება

მასწავლებელი საკლასო ოთახში ჭიმავს საკიდებიან თოკს და ზედ კიდებს მოსწავლეების მიერ შესრულებულ ნახატებს. მოსწავლეები განიხილავენ, რომელი ნახატი ჩამოხსნან თოკიდან, ის, რაც მათ სინამდვილეში არ სჭირდებათ. საბოლოოდ, თოკზე უნდა დარჩეს მხოლოდ ხუთი ნახატი. შეძლებენ მოსწავლეები შეთანხმდნენ რომელი ხუთი დატოვონ თოკზე?