II. დამხმარე ინსტრუმენტები მოსწავლეებისათვის (ნაკრები) შესავალი

Living Democracy » Textbooks » II. დამხმარე ინსტრუმენტები მოსწავლეებისათვის (ნაკრები) შესავალი

ძვირფასო მოსწავლეებო,

წინამდებარე დამხმარე ინსტრუმენტები თქვენთვის არის განკუთვნილი. შემდეგ გვერდებზე თქვენ იხილავთ ინსტრუმენტებს, რომლებიც სხვადასხვა დავალების შესრულებაში თუ ამოცანისათვის თავის გართმევაში გაგიწევთ დახმარებას, როგორც გაკვეთილების დროს, ასევე, სკოლის გარეთ, საშინაო დავალებების შესრულების დროს. რას წარმოადგენს ინსტრუმენტი? თქვენთვის ცნობილია, რომ ჩაქუჩი, სახრახნისი და მაკრატელი ინსტრუმენტებს წარმოადგენს. სწავლის პროცესში, ინსტრუმენტი წარმოადგენს მეთოდს, რომელიც უკეთ სწავლაში გეხმარებათ. როდესაც თქვენთვის ცნობილია, რა საშუალებებითა და გზებით უნდა მოიძიოთ ინფორმაცია, როგორ უნდა გააცნოთ სხვებს თქვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია ან როგორ უნდა მოამზადოთ პრეზენტაცია, თქვენ უკეთ ხართ მომზადებული ცხოვრებისათვის.

თქვენი მასწავლებელი აგიხსნით, თუ როდის და როგორ და რომელი ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოთ, მაგრამ თქვენ თავადაც შეგიძლიათ, მიიღოთ გადაწყვეტილება ამის თაობაზე, თუ ჩათვლით, რომ ისინი დახმარებას გაგიწევთ.

წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუმენტები სხვადასხვა დავალების შესრულებაში გაგიწევთ დახმარებას, როგორიცაა:

  • როგორ უნდა მოიძიოთ და შეაგროვოთ ინფორმაცია;
  • როგორ უნდა დაახარისხოთ თქვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია;
  • როგორ უნდა შექმნათ შემოქმედებითი ნამუშევარი;
  • როგორ უნდა წარადგინოთ თქვენი ნამუშევარი;
  • როგორ უნდა იმუშაოთ სხვა მოსწავლეებთან ერთად.

თითოეული ინსტრუმენტი ცალკე ფურცლიდან იწყება. თქვენ მათ დამოუკიდებლად შეგიძლიათ გაეცნოთ, ან გაეცნოთ თქვენს თანაკლასელებთან ერთად.

შესაძლებელია, თქვენთვის ზოგიერთი ინსტრუმენტი ცნობილი იყოს. ზოგიერთი ინსტრუმენტი კი ახალი იქნება და სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენთვის სასიამოვნო იქნება მოცემული ინსტრუმენტების გამოყენებით  მუშაობა და მუშაობის პროცესში ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ!