სავარჯიშო 8.5. – ქანდაკებები

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 8.5. – ქანდაკებები
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეებს შეუძლიათ ამოიცნონ ჩაგვრისა და შევიწროების შემთხვევები, შემოქმედებითად მიუდგნენ კონფლიქტის არაძალადობრივი გზით მოგვარებას და გამოიყენონ სხეულის ენა, როგორც გამოხატვის საშუალება.
რესურსები არ არის საჭირო.

მსვლელობა

  1. მოსწავლეები სავარჯიშოსთვის მოსამზადებელ სამუშაოს ასრულებენ წყვილებში:
    • ერთი მოსწავლე მისთვის სასურველ პოზას იკავებს; მეორე მოსწავლე ცდილობს, მას მიბაძოს. შემდეგ ისინი ცვლიან როლებს.
    • ერთი მოსწავლე ხელს მეორე მოსწავლის ხელიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით იჭერს. როდესაც იგი ხელს ამოძრავებს, მეორე მოსწავლემ უნდა შეძლოს, საკუთარი ხელის მოძრაობა ააყოლოს პირველის ხელის მოძრაობას ისე, რომ არ დაირღვეს მათ შორის არსებული დისტანცია, რაც უნდა უხერხული პოზის დაკავება მოუწიოს.ზემოთ მოცემული სავარჯიშოები მოსწავლეებს უვითარებს ერთმანეთზე დაკვირვების უნარს.
  2. მთელი კლასი ერთად ასახელებს და განიხილავს ჩაგვრისა და შევიწროების შემთხვევებს:
    • ორი ან მეტი მოსწავლე ირჩევს ერთ სიტუაციას და ჯგუფურად განასახიერებს ქანდაკებას, რომელიც ჩაგვრასა და შევიწროებას ასახავს (მაგ: ჩამუხლული ბავშვი ფეხსაცმელს უსუფთავებს სკამზე მჯდომ მდიდარ კაცს).
    • მაყურებლის როლში მყოფი მოსწავლეები ფიქრობენ, როგორ გამოასწორონ უსამართლო სიტუაცია და ქანდაკების როლში მყოფ მოსწავლეებს, თავიანთი მოსაზრების მიხედვით, აცვლევინებენ პოზას.
      უმჯობესია, სავარჯიშო სრულ სიჩუმეში მიმდინარეობდეს, რაც მოსწავლეებს საშუალებს აძლევს, გამოიყენონ სხეულის ენა და ერთმანეთს სიტყვების გარეშე გააგებინონ სათქმელი.
  3. მოსწავლეთა ჯგუფები ერთმანეთის მონაცვლეობით გამოდიან ქანდაკებების როლში.
  4. გაკვეთილის ბოლო 10 – 15 წუთი განხილვასა და შეჯამებას ეთმობა. მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და წამოაყენებენ მათთვის საინტერესო საკითხებს, რომელთაც ერთად განიხილავენ.

ვარიანტი

  1. იგივე სავარჯიშო შეიძლება შესრულდეს ადამიანისა და ბავშვის უფლებების და მათი დარღვევის შემთხვევათა საილუსტრაციოდ.
  2. იგივე სავარჯიშო შეიძლება შესრულდეს კონფლიქტურ სიტუაციათა საილუსტრაციოდ.