გაკვეთილი 3: ეს ჩვენი გერბია (გერბი II)

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: ეს ჩვენი გერბია (გერბი II)

ჩვენ ერთ გუნდად ძლიერი ვართ, რადგან პიროვნებები ვართ

სწავლის მიზნები მოსწავლეები აცნობიერებენ, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ მათ ჯგუფისათვის, მათი პიროვნებების დადებითი მხარეების გათვალისწინებით. მოსწავლეები არჩევენ და თანხმდებიან ჯგუფის სახელწოდებაზე და მის დევიზზე.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები მუშაობენ ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში. თითოეული მათგანი ჯგუფის დანარჩენ წევრებს აცნობს საკუთარ სიმბოლოებს და უხსნის მათ მნიშვნელობას. ჯგუფის წევრები ერთად ქმნიან გერბს და ურჩევენ მას სახელს, დევიზს და საერთო სიმბოლოს. მოსწავლეთა ჯგუფი მთლიან კლასს აცნობს საკუთარ გერბს.
რესურსები წინა გაკვეთილზე მოსწავლეების მიერ შედგენილი გერბები, ფერადი ფანქრები, წებო.
მეთოდები ჯგუფური სამუშაო (ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში) და ჯგუფური პრეზენტაცია.

გაკვეთილის აღწერა

მოცემული გაკვეთილი წარმოადგენს წინა, მე-2 გაკვეთილის გაგრძელებას, სადაც მოსწავლეები განიხილავენ სიმბოლოებს, რომლებიც მათ შექმნეს და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს. ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შემდეგი დავალებების შესრულებას:

  • აუხსენით თქვენს თანაგუნდელებს თქვენი სიმბოლოების მნიშვნელობა;
  • თქვენ თქვენი სიმბოლოები მათთვის განკუთვნილ ადგილზე დააწებეთ;
  • მოიძიეთ საერთო სიმბოლო თქვენი ჯგუფისათვის (გერბის ცენტრში), მოიფიქრეთ დევიზი თქვენი ჯგუფისათვის (ზედა დროშა) და თქვენი ჯგუფის სახელწოდება (ქვედა დროშა).

მასწავლებელმა უნდა შეახსენოს მოსწავლეებს, რომ გუნდის წევრებმა გადაწყვეტილება ერთად უნდა მიიღონ, რათა ყველას ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ გუნდის ნაწილს წარმოადგენს.

დასრულებული გერბები ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა უნდა წარადგინონ საერთო საკლასო სხდომაზე, რის შემდეგაც იგი სხვა ჯგუფების გერბებთან ერთად გამოიფინება კედელზე.