თავი 6: პასუხისმგებლობა

Living Democracy » Textbooks » თავი 6: პასუხისმგებლობა

რა პასუხისმგებლობები გვაკისრია?

ID_5599

იურიდიული პასუხისმგებლობა

ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა არის მათი კანონით განსაზღვრული უფლებები და განახორციელონ საკუთარი ვალდებულებები სხვა ადამიანებისა და სახელმწიფოს მიმართ. დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეთა უფლებები შემდეგნაირად შეიძლება შეჯამდეს: არჩევნებში მონაწილეობა, გადასახადების გადახდა და კანონმორჩილება.

უფლებები მჭიდროდაა დაკავშირებული პასუხისმგებლობებთან. მაგალითად, სიტყვის თავისუფლება უკავშირდება ადამიანის პასუხისმგებლობას, რომ არ დაუშვას სხვა ადამიანის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. საგულისხმოა, რომ ადამიანები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან, არ კარგავენ იმ უფლებებს, რომლებიც მათ სხვებს წაართვეს (მაგალითად, მკვლელობის და დისკრიმინაციის შემთხვევები). ასევე, ადამიანის ვალდებულებები, მაგალითად, ვალდებულებები ბავშვების მიმართ, არ არის ყოველთვის ორმხრივი.

მორალური პასუხისმგებლობა

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება უნდა ავითარებდეს ადამიანის მორალურ აზროვნებას, რაც დაეხმარება მოქალაქეს, კრიტიკულად შეაფასოს  საზოგადოებაში მოქმედი კანონები და სოციალური სტრუქტურები, იმსჯელოს იმაზე, თუ რამდენად სამართლიანია ისინი. შესაბამისად, როცა მოსწავლეებს ქვეყანაში მოქმედ კანონებს ვაცნობთ, აუცილებელია, დავეხმაროთ იმის გააზრებაში, რომ კრიტიკულად შეაფასონ ეს კანონები და იფიქრონ მათ შესაძლო ცვლილებებზე.

პასუხისმგებლობის სწავლება

მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს სხვა ადამიანების საჭიროებებისა და უფლებების გააზრებაში. ამის გაკეთება შეიძლება იმ მიზეზებზე დაკვირვებით, რომლებიც ადამიანების პროსოციალურ ქცევას იწვევს ისევე, როგორც სხვა ადამიანების საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებით. მასწავლებელმა, ასევე, უნდა უზრუნველყოს მოსწავლეებისათვის სხვადასხვა ტიპის პასუხისმგებლობის დემონსტრირება.

იმისათვის, რომ მოსწავლე იქცეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქედ, აუცილებელია, სწავლის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კომპონენტის გავლა. შესაბამისად, სკოლა, სადაც დემოკრატიული მოქალაქეობისათვის სწავლებას სათანადო ყურადღება ექცევა, წაახალისებს მოსწავლეებს, რომ აქტიურად ჩაერთონ სკოლის, თემის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ეს თავი დაეხმარება მოსწავლეებს:

  • გაეცნონ მოქალაქეთა სხვადასხვა პასუხისმგებლობას;
  • გაიაზრონ მოქალაქეთა იურიდიული პასუხისმგებლობების არსი;
  • გაიაზრონ, რომ საზოგადოებაში ხდება სოციალური პასუხისმგებლობების გაზიარება;
  • იფიქრონ იმაზე, თუ რატომ შეიძლება აიღოს ადამიანმა პასუხისმგებლობა სოციალურ ცვლილებებზე.

თავი 6. პასუხისმგებლობა

რა პასუხისმგებლობები გვაკისრია?

გაკვეთილის სახელწოდება სწავლის მიზანი მოსწავლის დავალება საჭირო მასალა მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა

გაკვეთილი 1:

პასუხისმგებლობები ოჯახში

მოქალაქეთა სხვადასხვა პასუხისმგებლობის გაცნობა.

იმის გააზრება, რომ პასუხისმგებლობები, შესაძლოა, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს.

მოსწავლეები ახდენენ მორალური დილემის ანალიზს.

მოსწავლეები განიხილავენ ანალიზის ალტერნატიულ ვარიანტებს.

მოსწავლეები ინდივიდუალურ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

,,მილანი ირჩევს“ – მოთხრობის ასლები.

ფურცლები წერილობითი დავალებებისათვის.

ინდივიდუალური და მცირე ჯგუფებში დისკუსიები. საერთო დისკუსია. ინდივიდუალური წერითი დავალება.

გაკვეთილი 2:

რატომ უნდა ემორჩილებოდნენ ადამიანები კანონებს?

იმ მორალური მიზეზების დადგენა, რომელიც საფუძვლად უდევს კონფლიქტური პასუხისმგებლობების შესახებ გადაწყვეტილებებს.

მოსწავლეები ახდენენ მორალური დილემის ანალიზს.

მოსწავლეები კრიტიკულად განიხილავენ კანონმორჩილების მიზეზებს.

მოსწავლეები მსჯელობენ სიტუაციებზე, როცა ადამიანის მორალური ვალდებულება შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იურიდიული პასუხისმგებლობა.

,,შმიტის დილემა“ – მოთხრობის ასლები.

ფურცლები წერილობითი დავალებებისათვის.

დაფა.

მორალური დილემის საერთო ანალიზი.

ანალიზი, რომელსაც მასწავლებელი წარმართავს.

მოთხრობის წერა. საერთო დისკუსია.

გაკვეთილი 3:

ეს ვისი პრობლემაა?

მოქალაქეთა იურიდიული პასუხისმგებლობების არსის გააზრება.

მორალურ და იურიდიულ პასუხისმგებლობებს შორის განსხვავებების გააზრება.

მოსწავლეები განიხილავენ სოციალურ პრობლემებზე პასუხისმგებლობის საკითხებს.

მოსწავლეები ავსებენ აზროვნების ჩარჩოს.

მოსწავლეები ამზადებენ წერილობით პასუხებს, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

,,წერილი“ – მოთხრობის ასლები.

დაფა.

ქაღალდები მოსწავლეთა ინდივიდუალური მუშაობისათვის.

სტრუქტურირებული კრიტიკული ანალიზი. ანალიზი და დისკუსიები მცირე ზომის ჯგუფებში. მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა.

ინდივიდუალური წერითი დავალება.

გაკვეთილი 4:

რატომ იქცევა ადამიანი აქტიურ მოქალაქედ?

იმის გააზრება, რომ საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის განაწილება ხდება.

იმ მიზეზების გააზრება, რის გამოც ადამიანები იღებენ პასუხისმგებლობას სხვათა ტანჯვაზე.

სამოქალაქო საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციათა ფუნქციების გააზრება.

მოსწავლეები  მუშაობენ მოთხრობის ნაწილების დაკავშირებაზე.

მოსწავლეები გამოხატავენ ვარაუდებს სოციალური მოტივაციის გამომწვევ მიზეზებზე.

მოსწავლეები მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციების გააზრებაზე.

მოსწავლეები ჯგუფებში იკვლევენ არასამთავრობო ორგანიზაციის, ან სოციალური კამპანიის ავტორის საქმიანობას.

მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის შედეგებს წარმოადგენენ.

მოსწავლის სამუშაო ფურცელ 6.4-ის ასლები, რომლებიც უკვე გამოჭრილია.

კვლევისათვის საჭირო რესურსები.

პრეზენტაციისათვის საჭირო მასალა – დიდი ზომის ფურცლები, ფერადი კალმები.

ჯგუფური მუშაობა. მოლაპარაკება. მორალური აზროვნება. კრიტიკული შეფასება. კვლევა. ჯგუფური პრეზენტაცია.