გაკვეთილი 1: მსგავსებები და განსხვავებები

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: მსგავსებები და განსხვავებები

თანასწორი ვარ? განსხვავებული ვარ?

სწავლის მიზანი

მოსწავლეებს შეუძლიათ ადამიანთა თანასწორობისა და მათი განსხვავებულობის პრინციპების ახსნა.

მოსწავლეები აანალიზებენ თანასწორობასა და განსხვავებულობას.

მოსწავლის დავალება

მოსწავლეები ხედავენ მსგავსებებსა და განსხვავებებს ადამიანებს შორის.

მოსწავლეები განიხილავენ, თუ რა შედეგები მოჰყვება განსხვავებულობას.

საჭირო მასალა

ინდივიდუალური მუშაობისათვის განკუთვნილი რვეულები ან ფურცლები, კალმები.

თუ მასწავლებელი ჯგუფურ მუშაობას აირჩევს, საჭირო იქნება დიდი ზომის ფურცლები და მარკერები.

მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა  ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფებში მუშაობა. დისკუსია.

გაკვეთილი

მოსწავლეები 4-5 კაციან ჯგუფებს ქმნიან. თითოეულ ჯგუფს სჭირდება ფურცელი და კალამი.

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ დასვამს შეკითხვებს, რომლებზეც მათ უნდა უპასუხონ ,,კი~ ან ,,არა~. მოსწავლეებმა ფურცელზე ჰორიზონტალურად უნდა დაწერონ ასოები ანიდან სანის ჩათვლით და ასოების ქვეშ საკმარისი ადგილი დატოვონ. მასწავლებელს შეუძლია იგივე გააკეთოს დაფაზე.

მაგალითი

კითხვები: ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი …

პასუხები: 10101 ….

მასწავლებელი იწყებს იმ შეკითხვების დასმას ანიდან სანამდე, რომლებიც შეკითხვების პირველ ნუსხაშია წარმოდგენილი. მოსწავლეები თითოეულ შეკითხვას დადებით (1) ან უარყოფით (0) პასუხს სცემენ. მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ეეჭვებათ პასუხის სისწორე, აუცილებელია ერთ-ერთი (უფრო სავარაუდო პასუხი) შემოხაზონ.

შეკითხვების ნუსხა 1 შეკითხვების ნუსხა 2

ა. ქალი ხართ?

ბ. ნამყოფი ხართ ერთზე მეტ უცხო ქვეყანაში?

გ. გიყვართ სპორტი?

დ. უკრავთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე?

ე. ყავისფერი თვალები გაქვთ?

ვ. თქვენი ორივე ბებია ცოცხალია?

ზ. ატარებთ სათვალეებს?

თ. გიყვართ ქალაქგარეთ გასვლა?

ი. წყნარი ადამიანი ხართ?

კ. საშუალოზე მაღალი ხართ?

ლ. ნაღვლიანი ადამიანი ხართ?

მ. ადვილად ცივდებით?

ნ. გიყვართ მოგზაურობა?

ო. გიყვართ სილამაზის სალონში სიარული?

პ. გიყვართ კომპიუტერთან მუშაობა?

ჟ. გეშინიათ სიმაღლის?

რ. ყავისფერი გირჩევნიათ თუ ლურჯი?

ს. გიყვართ ხატვა?

ა. ყოველთვის ბედნიერად გრძნობთ თავს?

ბ. თითებზე ფრჩხილები გაქვთ?

გ. შეგიძლიათ თუნდაც მცირეოდენი აზროვნება?

დ. დედამ გშობათ?

ე. შეგიძლიათ ფრენა, როგორც ჩიტს, დამატებითი მოწყობილობის გარეშე?

ვ. შეგიძლიათ არსებობა სითხის მიღების გარეშე?

ზ. სუნთქავთ?

თ. მუდმივად წყლის ქვეშ ცხოვრობთ?

ი. გაქვთ გრძნობები?

კ. თქვენი სისხლი მწვანეა?

ლ. ოდესმე წაქცეულხართ?

მ. კედელში გახედვა შეგიძლიათ?

ნ. სხვებთან კომუნიკაცია შეგიძლიათ?

ო. გიყვართ კარგი ამინდი?

პ. ამჯობინებდით, რომ ადამიანებთან არ გქონდეთ საქმე?

ჟ. ენა გაქვთ?

რ. შეგიძლიათ წყლის ზედაპირზე სიარული (როგორც ზოგიერთ მწერს)?

ს. იღლებით ხანდახან?

მასწავლებელი თითოეული ჯგუფიდან ერთ მოსწავლეს სთხოვს, დაფაზე ჩამოწეროს პასუხები პირველ ნუსხაში მოცემულ შეკითხვებზე. დანარჩენმა მოსწავლეებმა უნდა შეადარონ თავიანთი პასუხები დაფაზე დაწერილ პასუხებს. არის განსხვავებები? შეიძლება ამ განსხვავებების შეჯამება?

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გასცენ პასუხები შეკითხვებს მეორე ნუსხიდან. ყოველი ჯგუფიდან ერთი მოსწავლე პასუხებს დაფაზე წერს და დანარჩენები ადარებენ თავიანთ პასუხებს დაფაზე დაწერილს. ამ შემთხვევაში განსხვავებები პასუხებს შორის თითქმის არ ფიქსირდება. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოთვალონ კიდევ რამდენიმე შეკითხვა, რომლებზეც მოსწავლეებს, მასწავლებლის მოლოდინით, მსგავსი პასუხები ექნებათ.

ამ სავარჯიშოს განვრცობის მიზნით, მასწავლებელს შეუძლია, დაურიგოს ჯგუფებს დიდი ზომის ფურცლები, მარკერები და სთხოვოს, ჩამოწერონ:

  1. სამი ისეთი მაგალითი, როცა სხვა ადამიანებთან მსგავსება მისასალმებელია.
  2. სამი ისეთი მაგალითი, როცა სხვა ადამიანებისაგან განსხვავებულობა მისასალმებელია.

ამოცანის გაადვილების მიზნით, მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს წარმოუდგინოს აზროვნების შემდეგი ჩარჩო:

სიტუაცია, როცა მსგავსება მისასალმებელია რატომ?
ა. ა.
ბ. ბ.
გ. გ.

 

სიტუაცია, როცა განსხვავება მისასალმებელია რატომ?
ა. ა.
ბ. ბ.
გ. გ.

შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ჯგუფებს, მოიფიქრონ სამი ისეთი სიტუაცია, როცა განსხვავებულობა არასასიამოვნოა. ამ შემთხვევაშიც მოსწავლეებს უწევთ არგუმენტების მოშველიება.

სიტუაცია, როცა განსხვავებულობა არასასიამოვნოა რატომ?
ა. ა.
ბ. ბ.
გ. გ.

მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რომელი ჯგუფის ,,განსხვავებულ“ ადამიანებს ექცევიან ხოლმე ცუდად და ვინ ექცევა მათ ცუდად.

ადამიანთა ჯგუფები, ვისაც ცუდად ექცევიან ვინ ექცევა მათ ცუდად?
ა. ა.
ბ. ბ.
გ. გ.

მასწავლებელი სთხოვს თითოეულ ჯგუფს, წარმოადგინონ პასუხები. კლასი განიხილავს, თუ ადამიანის უფლებათა რა დარღვევებთან გვაქვს საქმე თითოეულ შემთხვევაში. ამ მიზნით ჯგუფებს ვურიგებთ მოსწავლის სამუშაო ფურცელ  5.2-ს: ადამიანის უფლებათა ნუსხა.