2 – სამუშაო ფურცელი 7: მასწავლებელთა შეფასება

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 7: მასწავლებელთა შეფასება

მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით გარკვეული დასკვნების გაკეთება სკოლაში სწავლების ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს.34 მასწავლებელთა წვრთნა გულისხმობს სწავლების ხარისხის შესახებ დასკვნების გამოტანას. ზუსტად იმავე პრინციპით, რა პრინციპითაც ხორციელდება მოსწავლეთა სწავლის პროცესისა და მათ მიერ კომპეტენციების, უნარებისა და ცოდნის შეძენის შეფასება, საჭიროა მასწავლებლებმა შეაფასონ საკუთარი სწავლების დონე და ხარისხი, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში.

სწავლების მხრივ არსებული სიტუაციის გაცნობიერების მყარი საფუძველის გარეშე, წარმოუდგენელია ნებისმიერი რეკომენდაციის მიცემა თუ ღონისძიების გატარება მასწავლებლების უნარების, მათ მიერ გამოყენებული მეთოდებისა თუ ზოგადად მასწავლებელთა მოღვაწეობის გაუმჯობესებისა და განვითარების თვალსაზრისით. მაგრამ რამდენად შეუძლიათ მასწავლებლებს მათ მიერ გახორციელებული სწავლების პროცესის შეფასება? ფაქტობრივად, მასწავლებელთა უმრავლესობა სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარი მოსწავლეების მოსალოდნელ მიღწევებს. გარდა ამისა,  ხშირად  ისინი ვერ ახერხებენ სწავლების სხვა მეთოდებსა და სტილზე გადართვას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის აუცილებლობა წამოიჭრება. უფრო საინტერესოა ის, რომ როდესაც ხდება შეფასებისას სხვადასხვა პერსპექტივის გათვალისწინება: მასწავლებლების მხრიდან, მათივე მიერ წარმოებული სწავლების პროცესის შეფასება დიდად განსხვავდება სკოლაში წარმოებული შეფასების პროცესში მონაწილე  ყველა სხვა ჯგუფის (მოსწავლეები, მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია და ა.შ.) მიერ გახორციელებული შეფასებისაგან.35 მასწავლებლებს სჭირდებათ ხელშეწყობა იმაში, რომ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში მეტად დარწმუნდნენ? თუ მათ ახალი კომპეტენციების შეძენა სჭირდებათ იმისათვის, რომ გადახედონ საკუთარ გამოცდილებას და მათივე პედაგოგიური მოღვაწეობა კრიტიკულად, მაგრამ ამავდროულად რეალისტურად შეაფასონ?

34. ა. ჰოლმკე (2003 წელი), “Unterrichtsevaluation: Verfahren und Instrumente”, Schulmanagement, 1, 8-11.
35. მ. კლაუსენი და კ.უ. შნებელი (2002 წელი), “Konstrukte der Unterrichtsqualitдt im Expertenurteil”, Unterrichtswissenschaft, 30 (3), 246-60.