თავი 8: თავისუფლება

Living Democracy » Textbooks » თავი 8: თავისუფლება

საჯარო დებატები

რატომ ვერ დავიცავთ (სიტყვის) თავისუფლებას

მკაცრი წესების გარეშე?

წინასიტყვაობა მასწავლებლებისთვის

 

რატომ ვერ დავიცავთ (სიტყვის) თავისუფლებას მკაცრი წესების გარეშე?

ზოგიერთ მკითხველს შეიძლება ეს კითხვა უცნაურად მოეჩვენოს. თავისუფლება ხომ იმას გულისხმობს, რომ შეგვიძლია ვთქვათ და ვაკეთოთ ის, რაც გვინდა. დემოკრატია არის ღია, თავისუფალი საზოგადოებების სისტემა. მკაცრი წესები სხვა, მისგან რადიკალურად განსხვავებულ სისტემას გვახსენებს – მაგალითად, ავტორიტარულ რეჟიმს. მაშინ რა იმალება ამ კითხვის მიღმა? ლაკონურად თუ ჩამოვაყალიბებთ, თავისუფლება და თანასწორობა განუყრელი ცნებებია. ჩვენ ყველა ვსარგებლობთ უფლებით – ვიყოთ თავისუფალი, მაგრამ ჩვენ თანაბარი შესაძლებლობები გვჭირდება, რათა ყველამ ვისარგებლოთ ამ უფლებით – სწორედ ამას უზრუნველყოფს წესები. მოცემულ თავში, მოსწავლეები საკუთარი გამოცდილებით გააცნობიერებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პრინციპი დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობის თვალსაზრისით.

რატომ არის მოცემული თავი აგებული დებატების გარშემო?

მოქალაქეები, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობენ, მონაწილეობენ დისკუსიებსა და დებატებში და ამგვარად სარგებლობენ ადამიანის უფლებით – აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით. საჯარო დებატებში მონაწილეობა წარმოადგენს უნარს, რომელიც გამომუშავებას ექვემდებარება – ისწავლება, ამიტომ მოსწავლეებმა იგი სკოლაში უნდა შეიძინონ. ამ მიზნით მოსწავლეები სწავლობენ, როგორ გამართონ დებატები. ეს თავი ასევე უკავშირდება თავისუფლების ცნებას, ვინაიდან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მნიშვნელოვანი დატვირთვა ენიჭება მოცემულ სიტუაციაში.

მოსწავლეთა მოვალეობები დებატების გაკვეთილებზე

დებატებში მონაწილეობს თერთმეტი მოსწავლე. დებატებში მონაწილე ორი ჯგუფი შედგება ხუთ – ხუთი მოსწავლისგან და ერთი მოსწავლე თავმჯდომარეობს დებატებს. სხვა მოსწავლეები ისმენენ დებატებს, მაგრამ მათაც აქტიური როლი აქვთ ამ პროცესში. სამი, ორ–ორი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი ამზადებს საგაზეთო სტატიას მოსწავლეების მიერ გამართული დებატების შესახებ, რომელსაც თითოეული ჯგუფი მოცემული თავის ბოლო გაკვეთილზე წარუდგენს კლასს. დანარჩენი მოსწავლეები ქმნიან აუდიტორიას და მათი ამოცანა დებატებში მონაწილეთა მიერ გამოთქმული არგუმენტების შეფასებაა. აუდიტორია იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელი არგუმენტი ჟღერდა ყველაზე დამაჯერებლად, რომელმა პარტიამ შეძლო მათი დარწმუნება და ხმას აძლევს ერთ-ერთ მხარეს. ისევე, როგორც პოლიტიკაში, დებატებში მონაწილე მხარეები უნდა ეცადონ მოიპოვონ მხარდამჭერთა უმრავლესობა.

რას ასწავლის მოცემული თავი?

დებატებში მოქმედებს მკაცრი წესები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა მოსწავლემ ისარგებლოს სამართლიანი და თანაბარი სასაუბრო დროით. დებატების თავმჯდომარეს ევალება შეაჩეროს მოსწავლე, რომელიც ცდილობს მისთვის დადგენილ სასაუბრო დროს გადააჭარბოს. ეს წესი აუცილებელია, რათა დაცულ იქნეს ყველა გამომსვლელის გამოხატვის თავისუფლების უფლება – მაგრამ მკაცრად განსაზღვრულ დროის ჩარჩოში. სწორედ ამიტომ თავისუფლებას ვერ უზრუნველვყოფთ მკაცრი წესების გარეშე (იხ. მოცემული თავის ქვესათაური). ამ პრინციპის გარეშე ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იარსებებდა, და არც ადამიანის უფლებებს ექნებოდა ესოდენი დატვირთვა ადამიანების ცხოვრებაში.

მასწავლებლის მოვალეობები მოცემული თავის სწავლების განმავლობაში

მოცემულ თავში, დროის უმეტესი ნაწილი მოსწავლეების დამოუკიდებელ მუშაობას ეთმობა, რათა მათ გამოიმუშავონ დაკვირვებისა და დებატებში მონაწილეობისთვის საჭირო უნარი და ასევე, შეძლონ პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ მოქმედებებზე. გაკვეთილები 2–4 იწყება მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით. იმ დროის განმავლობაში, როცა მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ, მასწავლებელი მწრთვნელის ფუნქციას ასრულებს: იგი აკვირდება მოსწავლეებს, რათა გაარკვიოს, რას ართმევენ ისინი თავს წარმატებით და მათი რომელი კომპეტენციები საჭიროებენ წვრთნასა და შემდგომ განვითარებას. მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს, თუ ისინი დახმარებისთვის მიმართავენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი მათ პრობლემის გადაჭრის პირდაპირ საშუალებას აწვდის.

კომპეტენციების გამომუშავება: კავშირი სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან

რას გვიჩვენებს ეს ცხრილი

წინამდებარე სახელმძღვანელოს სათაური, მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გულისხმობს იმ კომპეტენციებს, რომელსაც აქტიური მოქალაქე უნდა ფლობდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მოცემული მატრიცა გვიჩვენებს სახელმძღვანელოში შესულ თავებს შორის სინერგიის ეფექტის პოტენციალს. მატრიცა გვიჩვენებს, რომელი კომპეტენციების განვითარება ხდება მერვე თავში (შეფერილი, ჰორიზონტალური მწკრივი ცხრილში). მუქი შტრიხებით შემოსაზღვრული ვერტიკალური სვეტი გვიჩვენებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენციებს –მისი გამოყოფა ხდება, დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობასთან მჭიდრო კავშირის გამო. ჰორიზონტალური მწკრივები გვიჩვენებს სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან კავშირს: რომელ კომპეტენციებს იძენს მოსწავლე, სახელმძღვანელოში მოცემულ ამ თავებში, რომელიც მათ მერვე თავში სჭირდებათ?

როგორ გამოვიყენოთ მატრიცა?

მასწავლებლებს მოცემული მატრიცის გამოყენება სხვადასხვა გზით შეუძლიათ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებს გაკვეთილის დასაგეგმად.

  • ეს მატრიცა ეხმარება მასწავლებლებს, რომლებსაც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მცირე რაოდენობით გაკვეთილის ჩატარება უწევთ: მასწავლებელს საშუალება აქვს აარჩიოს ეს თავი და გამოტოვოს სხვა თავები, თუ მიიჩნევს, რომ მოსწავლეები გარკვეულწილად უკვე ფლობენ სხვა ძირითად კომპეტენციებს, მაგალითად მოცემულ თავში ასეთი კომპეტენციებია – პასუხისმგებლობის აღება, პრობლების ანალიზი, მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
  • მოცემული მატრიცა ეხმარება მასწავლებელს დარწმუნდეს სინერგიის ეფექტში, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები ერთსა და იმავე კომპეტენციას განმეორებით იძენენ, ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა კონტექსტში. ამ შემთხვევაში მასწავლებელი ირჩევს რამდენიმე თავს და კომბინირებულად აწვდის მათ მოსწავლეებს.
თავი კომპეტენციის განვითარების განზომილებები

 

მიდგომები და ღირებულებები

პოლიტიკური ანალიზი და შეფასება მეთოდები და უნარები

მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება

8 თავისუფლება

მნიშვნელოვანი წინადადებების იდენტიფიცირება

მედიის მხრიდან რეალობისადმი შერჩევითი დამოკიდებულების ანალიზი

დებატებში მონაწილეობა: ლაკონური და ნათელი განცხადებების გაკეთება

გუნდური თამაში

ახალი ამბის შესახებ საგაზეთო სტატიის დაწერა

გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობის საფუძველზე ურთიერთაღიარების ეთიკა
2 პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წასები დემოკრატიის გასახორციელებლად

(თავი 2 და 7)

7 თანასწორობა უმრავლესობა/უმცირესობის საკითხის ანალიზი და გადაჭრა
5 წესები და კანონი ინტერესთა მუდმივი კონფლიქტის პერსპექტივის ნეიტრალიზება წესებისა და კანონების სისტემის შექმნით
6 მთავრობა და პოლიტიკა ვსწავლობთ დღის წესრიგის დადგენასა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე დებატებს განვსაზღვრავთ, როდის შეუძლია მოქალაქეს ჩაერიოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში
9 მედია მედიის მხრიდან რეალობისადმი შერჩევითი დამოკიდებულების ანალიზი ახალ ამბებზე აგებული სტატიის დაწერა მედიის მიერ გაშუქებული ინფორმაციის რეფლექსიული გამოყენება

 

თავი 8: თავისუფლება – საჯარო დებატები

რატომ ვერ დავიცავთ (სიტყვის) თავისუფლებას მკაცრი წესების გარეშე?

გაკვეთილის თემა კომპეტენციის გამომუშავება/სწავლის მიზანი მოსწავლის ამოცანა მასალა და რესურსები მეთოდი

გაკვეთილი 1

 

რომელი საკითხებია ჩვენთვის საინტერესო?
(მეორე გაკვეთილამდე სამი კვირით ადრე)

პასუხისმგებლობის აღება.

კლასში დაგეგმილი დებატებისთვის საკითხების შერჩევის კრიტერიუმები: პოლიტიკური მართებულობა, მოსწავლეთა ინტერესი, კავშირი  საკითხზე წარმოდგენასა და გამოცდილებასთან.

მოსწავლეები ბრეინშტორმინგის მეთოდით განიხილავენ მოსაზრებებს და აგროვებენ ინფორმაციას დებატებზე გასატან საკითხებზე.

მასალა მოსწავლეებისთვის 8.1.

 

მედიის საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია.

ჩანაწერები პირადი გამოცდილებისა და აღმოჩენების შესახებ.

ფლიპჩარტი.

ორკაციან გუნდებად მუშაობა.

გაკვეთილი 2

მზადება დებატებისთვის

მონაწილეობა: მოსწავლეები   ხმის მიცემით აკეთებენ არჩევანს.

მეთოდები და უნარები: გუნდური მუშაობა.

მოსწავლეები ემზადებიან დებატებში თავთავიანთი როლის შესასრულებლად.

მასალა მოსწავლეებისთვის 8.2 – 8.5, 9.1.

მედიაინფორმაცია.

პოპულარული გაზეთი, გავლენიანი გაზეთი, ჟურნალი ახალგაზრდებისთვის.

ჯგუფური მუშაობა, სწავლა თანამშრომლობის საფუძველზე.

გაკვეთილი 3

ვმონაწილეობთ დებატებში – ვიღებთ გადაწყვეტილებას – ვაკეთებთ მოხსენებას

თავისუფალი საუბარი; ოპონენტთან კამათი; გუნდში თანამშრომლობა.

არგუმენტების გაცვლა–გამოცვლაზე დაკვირვება და  მათი შეფასება.

მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ დებატებში ან აკვირდებიან და ისმენენ დებატებს.

ჯგუფებს ევალებათ მოემზადონ შემაჯამებელი გაკვეთილისთვის.

მასალა მოსწავლეებისთვის 8.2 – 8.5, 9.1.

დებატები.

ჯგუფური მუშაობა (კენჭისყრა).

დეტალური მოხსენებები.

გაკვეთილი 4

ერთი დებატები – სხვადასხვა პერსპექტივა

 ანალიზი და მსჯელობა საერთო გამოცდილებაზე.

რეალობის აღქმა მედიის საშუალებით გვიყალიბდება.

წესები უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს – ვისარგებლოთ თავისუფლების უფლებით.

მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ გუნდების მიერ დებატების შესახებ დაწერილ სტატიებს.

მოსწავლეები აჯამებენ დებატებში მონაწილეობისას მიღებულ გამოცდილებას.

 მოსწავლეების მიერ დაწერილი სტატიები.

მასალა მასწავლებლებისთვის 9.1.

პრეზენტაციები.

განხილვა.