მასალა მოსწავლეებისთვის 7.4: პრეზენტაციის შესახებ ჩანაწერების გაკეთება: მიკროსაზოგადოების წესდების პროექტი

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 7.4: პრეზენტაციის შესახებ ჩანაწერების გაკეთება: მიკროსაზოგადოების წესდების პროექტი

გააკეთეთ ჩანაწერები თქვენი ჯგუფის შედეგების შესახებ ამ ფორმაში და დააფიქსირეთ პრეზენტაციის დროს სხვა ჯგუფების მიერ გამოთქმული მოსაზრებები.

ძირითადი საკითხი ჯგუფი 1 ჯგუფი 2 ჯგუფი 3 ჯგუფი 4 ჯგუფი 5 შედარება
თანხის განაწილება
ვინ იღებს გადაწყვეტილებას თანხის განაწილების თაობაზე?
ავტონომია ჯგუფებს

დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი

(უმრავლესობა/უმცირესობა)

 

განვიხილავთ წესდების პროექტებს – ძირითადი საკითხები
  1. სამართლიანობა: მოცემული წესდება უმრავლესობა/უმცირესობის პრობლემას სამართლიანად ჭრის?
  2. დემოკრატია: მოცემული წესდება ესადაგება თუ არა მაჟორიტარობის პრინციპს?
  3. ქმედითუნარიანობა: გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში წესები დაუბრკოლებლად იმოქმედებენ?
  4. რეგულირება და/ან პრიორიტეტულობის განსაზღვრა: ამ წესდების დახმარებით გამოიძებნა კომპრომისი განსხვავებულ ინტერესებსა და პრინციპებს შორის, თუ რომელიმე ერთ ინტერესსა თუ პრინციპს მიენიჭა უპირატესობა?
რაში გამოგვადგება ეს კითხვები?

შეეცადე, თანამიმდევრულად უპასუხო კითხვებს. თქვენ გაქვთ კითხვების დამატების უფლება.

თუ გადაწყვეტთ, გამოტოვოთ კითხვა და შემდეგ კითხვაზე გადახვიდეთ, დაასაბუთეთ, რატომ აკეთებთ ამას.

ჩაწერეთ თქვენი მსჯელობა და გაამყარეთ იგი მიზეზების დართვით.

რატომ გაძლევთ ამ რჩევებს

თქვენ გაქვთ თავისუფლება, ჩამოაყალიბოთ თქვენი მოსაზრება. თავისუფალი აზრი და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებებია.

აქედან გამომდინარე, არ არსებობს „მცდარი“ ან „მართებული“ მოსაზრება.

იმისათვის, რომ ერთმანეთს გავაგებინოთ საკუთარი მოსაზრება, უნდა გავამყაროთ იგი მიზეზების დასახელებით. სწორედ აქ იჩენს თავს ხარისხობრივი სხვაობა. ზოგიერთი არგუმენტი უფრო დამაჯერებლად, კარგად გააზრებულად ჟღერს, ვიდრე დანარჩენი.

მონაწილეობას ვიღებთ რა დემოკრატიულ საზოგადოებაში, მნიშვნელოვანია ღრმა აზროვნებისა და დასაბუთების უნარი, როცა გვსურს სხვა ადამიანების მხარდაჭერა მოვიპოვოთ ჩვენი მიზნების გასახორციელებლად. სწორედ ამ უნარის გამომუშავებას ემსახურება თქვენს წინაშე დაყენებული ეს ამოცანა.