გაკვეთილი 3: რომელი წესები მოქმედებს ჩვენს სასარგებლოდ?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: რომელი წესები მოქმედებს ჩვენს სასარგებლოდ?

The students compare and judge their solutions

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება

ანალიტიკური აზროვნება: შედარება კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

მსჯელობა: კრიტერიუმებისა და მიზნების შერჩევა.

დამოკიდებულება და ღირებულებები: ურთიერთაღიარება.

სწავლის მიზანი ეფექტურობა, ძალაუფლების კონტროლი, წესების აღსრულება, განხორციელებადობა, სამართლიანობა.
მოსწავლეთა ამოცანა

მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ და მსჯელობენ საკუთარ პროექტებზე.

საშინაო დავალება: მოსწავლეები გადაწყვეტილებას იღებან კონფერენციის ჩარჩოებსა და კონფერენციის გამართვის წესების პროექტზე.

მასალა და რესურსები

მასალა მოსწავლეებისთვის 5.3, 5.4,

ფლიპჩარტები (ან მათი შემცვლელი დაფები).

მეთოდი

პრეზენტაციები.

დისკუსიები.

დროის ბიუჯეტი 1. მოსწავლეებს საჯაროდ გამოაქვთ თავიანთი გადაწყვეტილებები. 20 წთ.
2. მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ პროექტებს. 15 წთ.
3. მოსწავლეებს ეძლევათ ორი ამოცანა საშინაო დავალების სახით. 5 წთ.

 

ინფორმაცია

მასწავლებელს ადვილად შეუძლია განსაზღვროს რა გზას აირჩევენ მოსწავლეები, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები ამის შემდეგ, წინასწარ განჭვრეტას არ ექვემდებარება. ეს ეტაპი მასწავლებლისთვისაც ისეთივე ახალია, როგორც მოსწავლეებისთვის. მათ უწევთ გამკლავება ისეთ რთულ საკითხებთან, რომელზეც როგორც ისტორიულად, ასევე არსებული პოლიტიკური სისტემების შედარების თვალსაზრისით, განსხვავებული პასუხები არსებობს. საზოგადოების წევრები ისეთი გზების ძიებაში არიან, რომლებიც მათთვის ყველაზე ეფექტური იქნება. ისინი შეიძლება შეთანხმდნენ საერთო მიზანზე, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევ გზებსა და საშუალებებზე შეთანხმება გაცილებით რთულია.

წინამდებარე გაკვეთილი წარმოადგენს წვრთნას დემოკრატიულ პოლიტიკურ კულტურაში ინტეგრირებისათვის.

მასწავლებელმა უნდა გაამხნევოს მოსწავლეები, რათა მათ ერთმანეთს შეადარონ და მსჯელობა გამართონ მათ მიერ შემუშავებული პროექტების როგორც ანალიტიკურ, ასევე პრაქტიკულ მახასიათებლებზე, რაშიც მონაწილეობა თავადაც უნდა მიიღოს. მოსწავლეებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ გარკვეული ინსტიტუციური სტრუქტურისადმი უპირატესობის მინიჭება ხშირად განპირობებულია გამოცდილებით და ღირებულებებით.  ეს ის საკითხებია, რომლებიც არ ექვემდებარება არც განხილვას და არც განსჯას. მოსწავლეები უნდა გავამხნეოთ, რომ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, ურთიერთაღიარების პრინციპის გათვალისწინებით. ის, დაამტკიცებს თუ არა საზოგადოება მათ მიერ შემოთავაზებულ პროექტს, უკვე სხვა საკითხია.


გაკვეთილის აღწერა

1. მოსწავლეებს საჯაროდ გამოაქვთ თავიანთი გადაწყვეტილებები

ჯგუფები თავიანთ პროექტებს წარადგენენ რიგრიგობით. ყველა მოსწავლე იყენებს მასალას მოსწავლეებისთვის 5.3, რაც საშუალებას აძლევს მათ, ერთმანეთს შეადარონ საკუთარი და სხვა ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტები.

პრეზენტაციის მსვლელობა: ჯგუფები, რომელთაც ერთნაირი არჩევანი აქვთ გაკეთებული, ერთმანეთის მიმდევრობით წარადგენენ პროექტებს, რადგან ეს ამარტივებს მათ შედარებას. ამ შემთხვევაში სწრაფად იკვეთება ორი  ძირითადი ალტერნატივა.

2. მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტებს

მასალა მოსწავლეებისთვის 5.3 იძლევა შედარების კრიტერიუმებს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე შესაძლო კომბინაცია – მაგრამ მოსწავლეთა შემოქმედებითმა უნარმა შეიძლება განსხვავებული შედეგებიც მოგვცეს!

ა. საფუძვლები
მოდელი 1 მოდელი 2
მოდელი 3
მოდელი 4
მმართველობის მოდელი ხელისუფლება ხელისუფლება თანამშრომლობის ქსელი შერეული მოდელი
საკუთრების ფორმა საზოგადოებრივი საკუთრება კერძო საკუთრება საზოგადოებრივი საკუთრება კერძო საკუთრება
ტენდენცია/პერსპექტივა

ცენტრალიზებული დაგეგმილი ეკონომიკა

ან „მწვანეების დიქტატურა“

კონკურენტული ბაზარი (კაპიტალიზმი) + „ძლიერი სახელმწიფო“ (დასავლური მოდელი) კანტონალური მოდელი, ავტონომიური თანამშრომლობა ნახევრად ავტონომიური თანამშრომლობა; წესები, ნაშთის სახით დარჩენილი თევზის კოოპერატივისთვის გადაცემის შესახებ
ბ. წესები

არ არსებობს წესების დადგენილი სისტემა, რომელიც მხოლოდ ერთ მოდელს ესადაგება. განსხვავებული კომბინაციებია შესაძლებელი. ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოცემულია მასალაში მოსწავლეებისთვის 5.3:

  • მიზანი ნათლად იქნა განსაზღვრული?
  • ვინ ფლობს გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლებას?
  • გათვალისწინებულ იქნა წესის აღსრულების საშუალებები?
  • გათვალისწინებულ იქნა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან თავდაცვის მექანიზმი?

3. მოსწავლეები განიხილავენ პროექტებს

განხილვის დროს მოსწავლეები სხვადასხვა მოდელს საკუთარ კრიტერიუმებს უსადაგებენ. ისინი, სავარაუდოდ, უპირატესობას მიანიჭებენ იმ მოდელს, რომელიც თავიან შემუშავებულ მოდელთან უფრო ახლოს არის. ასე რომ, მიზეზები, რომლებიც მათ არჩევანს უდევს საფუძვლად კამათის საგანი გახდება. თუმცა არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომელთა მიხედვითაც შეიძლება განხილულ იქნეს ნებისმიერი მოდელი. თუ განხილვისას, მოსწავლეები ამ კრიტერიუმებს არ შეეხებიან, ამას მასწავლებელი აკეთებს:

  • მდგრადი განვითარების მიზნები: მოსწავლეების მიერ შექმნილი მოდელი დაეხმარება მეთევზეებს მიაღწიონ მდგრადი განვითარების მიზნებს? (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 4.1).
  • განხორციელებადობა: არის წესების სისტემა მარტივი გასაგებად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად?
  • სამართლიანობა: წესები სამართლიანია?
  • დემოკრატია და ადამიანის უფლებები:  აკმაყოფილებს წესები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტებს?
  • კანონიერება: ძალიან სასურველია ერთსულოვანი შეთანხმება წესების სისტემაზე. შეუძლიათ საზოგადოების წევრებს შეთანხმდნენ წესების ერთ სისტემაზე?

4. საშინაო დავალება: მოსწავლეები აკეთებან არჩევანს

მასწავლებელი გაკვეთილის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე განხილვას დასრულებულად აცხადებს. იგი თამაშის მენეჯერის ფუნქციას ასრულებს და უხსნის მოსწავლეებს, რომ მოცემული თავის ბოლო გაკვეთილზე, საზოგადოების წევრები თავს მოიყრიან კონფერენციაზე, რათა დაამტკიცონ წესების სისტემა.

მოსწავლეებს კონფერენციისთვის მოსამზადებლად ორი ამოცანის შესრულება ევალებათ:

ამოცანა # 1: პროექტის შერჩევა

დეტალური განხილვისთვის დრო აღარ რჩება, ასე რომ, მოსწავლეებს შინ, მომავალ გაკვეთილამდე, ევალებათ მიიღონ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ამიტომ ისინი მზად უნდა იყვნენ კომპრომისზე წასასვლელად. სისტემა, რომელიც მათ მიერ განსაზღვრულ რამდენიმე კრიტერიუმს მაინც აკმაყოფილებს უკეთესია, ვიდრე სისტემა, რომელიც არც ერთ მათ კრიტერიუმს არ ესადაგება.

მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი და არჩევანი მათ მიხედვით გააკეთონ.

მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ მოკლე განცხადებები, რომლითაც მიმართავენ საზოგადოების სხვა წევრებს, რათა დაარწმუნონ ისინი, ხმა მისცენ და დაამტკიცონ მათ მიერ შერჩეული სისტემა.

ამოცანა # 2: კონფერენციის ჩატარებისთვის საჭირო პროცედურული წესების მიღება ან მათი მოდიფიცირება

მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის:

არა მარტო საზოგადოება, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრაც, როგორიცაა კონფერენცია, მოითხოვს წესების სისტემას. საზოგადოების წევრები უნდა შეთანხმდნენ ამ წესებზე, ვიდრე კონფერენციას შეუდგებოდნენ. მსგავსი წინასწარი შეთანხმების გარეშე, შესაძლებელია, წამოიჭრას სირთულეები, იმ შემთხვევაში, თუ წევრები არ ფლობენ შეთანხმებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ წარიმართოს კენჭისყრა და როგორ იქნეს დათვლილი მათი ხმები.

მასალა მოსწავლეებისთვის 5.4 გვთავაზობს კონფერენციის გამართვისთვის საჭირო პროცედურათა პროექტს. დღის წესრიგის სათავეში სწორედ მისი დამტკიცება დგას, რადგან დამტკიცებისთანავე მოხდება მისი გამოყენება. აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, მიიღებენ პროექტს არსებული ფორმით თუ მის შეცვლას მოითხოვენ.