5. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში ჩართულ მასწავლებელთა პროფესიული ეთიკა: სამი პრინციპი

Living Democracy » Textbooks » 5. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში ჩართულ მასწავლებელთა პროფესიული ეთიკა: სამი პრინციპი

თუ მოსწავლეები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე თავიანთი შეხედულებებით მოდიან, ხოლო გაკვეთილების შემდეგ ყველანი მასწავლებლის შეხედულებას იზიარებენ, ეს უკვე პრობლემაზე მიუთითებს. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელმა მასწავლებელმა არ უნდა მოახდინოს გავლენა მოსწავლეებზე, იმ შეხედულებებისა და ღირებულებების ჩანერგვის მიზნით, რომელსაც თავად მასწავლებელი იზიარებს. სკოლები საჯარო დაწესებულებებს წარმოადგენს და რასაც მშობლები და მთლიანად საზოგადოება ელის მასწავლებლისაგან, არის ის, რომ მასწავლებლები ბოროტად არ გამოიყენებენ თავიანთ პოზიციას და ხელს არ მიჰყოფენ მათი შვილების ინდოქტრინაციას.

აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელი მასწავლებლის პროფესიულ ეთიკას გადამწყვეტი როლი ენიჭება ამ სწავლების წარმატებით გახორციელებაში და, ზოგადად, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სასკოლო პროგრამაში ჩართვის გამართლების თვალსაზრისით. შესაძლებელია გამოვყოთ მასწავლებელთა ეთიკის სამი ძირითადი პრინციპი, რომელთა ჩამოყალიბებაც უკავშირდება,1970-იან წლებში ამ საკითხის ირგვლივ გერმანიაში გამართულ დებატებს.19

19. იხილეთ, “Der Beutelsbacher Konsens” (www.lpb-bw.de).