მასალა მოსწავლეებისთვის 9.3: რჩევები – როგორ დავწეროთ კარგი სტატია

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 9.3: რჩევები – როგორ დავწეროთ კარგი სტატია

სანამ წერას შეუდგებოდე

დაფიქრდი, რა არის შენი სტატიის მიზანი: თუ ახალი ამბის ან მოვლენის შესახებ წერ, მიზანი, უპირველეს ყოვლისა, იქნება მკითხველის ინფორმირება.

აწარმოე მცირე კვლევა და გამოკითხვა. არ დაგავიწყდეს ჩანიშვნების გაკეთება და ჩაიწერე გამონათქვამები, რომელიც სტატიის წერისას გამოგადგება.

წერის პროცესში

გამოიყენე მოქმედებითი გვარი, რათა მკითხველს ნათლად გადასცე, თუ რა ხდება რეალურად.

პირველ რიგში, ის ინფორმაცია მიაწოდე მკითხველს, რომელიც მისთვის მართლა საინტერესო იქნება.

გაითვალისწინე ქვემოთ მოცემული რჩევები.

პირველი აბზაცი

ეცადე, დააინტერესო მკითხველი – დაიწყე სასაცილო, გამჭრიახი ან განსაცვიფრებელი წინადადებით. ეცადე, შეიტანო მრავალფეროვნება – დაიწყე სტატია კითხვით ან პროვოკაციული განცხადებით. პირველ ორ წინადადებაში შეეცადე მკითხველს მიაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ, რა, სად, როდის, რატომ გააკეთა.

მეორე/მესამე/მეოთხე აბზაცები

მიაწოდე მკითხველს მომხდარის დეტალები შემდეგ კითხვებზე ვრცელი და საინტერესო პასუხების საშუალებით:

  • ვინ იყო მონაწილე?
  • რა მოხდა?
  • სად მოხდა?
  • როდის მოხდა?
  • რატომ მოხდა?

ციტატის სახით მოიყვანეთ ერთი–ორი გამონათქვამი იმ ინტერვიუებიდან, რომელიც თქვენ მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარების დროს აიღეთ. დაწერეთ მესამე პირში (იგი, მათ ან ისინი). არ დაგავიწყდეთ, უნდა იყოთ ობიექტური და არასოდეს ღიად არ განაცხადოთ თქვენი საკუთარი მოსაზრება. ციტატები გამოიყენეთ სხვათა აზრის გამოსახატავად.

ბოლო აბზაცი

ძალიან ნუ გააჭიანურებთ, დაასრულეთ სტატია. ეცადეთ დაასრულოთ ციტატით, ფრთიანი გამონათქვამით ან ლაკონური შემაჯამებელი წინადადებით.

(შემოკლებული ვარიანტი)

წყარო: მედიაწიგნიერების ცენტრი
პირველწყარო დოკუმენტი: გაკვეთილის გეგმა, რეპორტიორი ერთი დღით
ავტორი: ჯინი უოლერი
www.media-awareness.ca