1.2 დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მონაწილეობითი განზომილება: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „მიზნით“ სწავლა

Living Democracy » Textbooks » 1.2 დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მონაწილეობითი განზომილება: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „მიზნით“ სწავლა

დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩართულობა გულისხმობს,რომ მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ გამოიყენონ ის უფლებები და თავისუფლებები, რომელიც მათ აქვთ მინიჭებული,მაგალითად, საკუთარი უფლება ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, თავისუფალი აზროვნების, აზრისა დ აგამოხატვისთავის უფლება. მათ, აგრეთვე, უნდა ჰქონდეთ სხვებთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილება – მაგალითად, ჯგუფში თავიანთი ინტერესების გამოხატვა, დათმობაზე მოლაპარაკებები ან შეთანხმება იმის თაობაზე, თუ როგორ განიმარტება „საყოველთაო კეთილდღეობა“ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 29). მათ უნდა შეეძლოთ წესების ფარგლებში მოქმედება და დაწესებული შეზღუდვების დაცვა. ისინი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ სხვათა კეთილდღეობას და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობას.

მოკლედ, მოსწავლეებს არა მარტო უნდა ესმოდეთ, თუ რამნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ზემოთგანხილულ სამ მუხლს შორის არსებულ კავშირს, არამედ უნდა ისწავლონ, თუ როგორ დააფასონ ის ღირებულებები, რომლებიც ამ მუხლებით არის დაცული და იმოქმედონ შესაბამისად. ამგვარად, მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი ინტერესების სხვათა და მთლიანად საზოგადოების ინტერესებთან შეთანხმება.

მოსწავლეებმა, რომლებიც ამ პრინციპებზე არიან აღზრდილნი, იციან, როგორ მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს არის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მონაწილეობითი განზომილება – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის „მიზნით“სწავლა, ასე ვთქვათ, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით.