მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.3: ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.3: ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები
ადამიანის უფლების დარღვევა ადამიანის უფლება
რამდენიმე წლის წინ ქალბატონი ბრაუნის ქალიშვილი და მეუღლე ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ; მას არ შეუძლია დაქორწინდეს სხვა მამაკაცზე, სანამ მისი მაზლი არ მისცემს ოფიციალურ თანხმობას.
ციხის მცველები პატიმრებს, შესაშინებლად, ძაღლებით ემუქრებოდნენ. ერთხელ ერთ-ერთმა ძაღლმა პატიმარს უკბინა.
ადგილობრივ საწარმოში მუშებს უწევთ დღეში 10 საათი მუშაობა შესვენების გარეშე.
დააპატიმრეს სამი მამაკაცი; მათთან არ უშვებენ ადვოკატებს.
ქალბატონს, რომელსაც აქვს ისეთივე სამუშაო გამოცდილება, როგორც მამაკაცს, უნიშნავენ უფრო დაბალ ხელფასს. ისინი ერთი ასაკის არიან და მანამდე ერთნაირ სამუშაოს ასრულებდნენ.
X-მა მოიტაცა და დააკავა Y სამი დღით. X-მა Y-ს თავში ესროლა, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის გარდაცვალება სამი დღის შემდეგ.
ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ ქალბატონს გადაუღეს ფოტო მაშინ, როცა ის ნარკოტიკების მომხმარებელთა კლინიკიდან ეწერებოდა. მოგვიანებით, ეს ფოტო გამოქვეყნდა.
ქალბატონს მეუღლე ცუდად ექცეოდა. ქალბატონმა მხოლოდ მაშინ შეძლო თავის მეუღლესთან განქორწინება, როცა მას თავისი სახლი, მანქანა და მთელი ქონება დაუთმო. ქალბატონი დარჩა ყოველგვარი ქონების გარეშე.
ადამიანს, რომელსაც ფილტვების ანთება სჭირდა, საავადმყოფოში სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს, რადგან იგი ქვეყანაში არაკანონიერად იყო შემოსული.
მოსახლეობის 70%, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, გადაასახლეს და დაბრუნების უფლება აღარ მისცეს. ხალხს კარვებში მიუჩინეს ბინა და არ აძლევდნენ საშუალებას, დაემუშავებინათ მიწა ან მგზავრობისათვის გარკვეული გზები გამოეყენებინათ.
შავკანიანებს აფრიკაში ერთი ბოთლი ვისკის ფასად ყიდულობდნენ და ჩრდილოეთ ამერიკაში 1200-1500 აშშ დოლარად ყიდდნენ.
ქვეყანაში ყველა ის საშუალება გაანადგურეს, რაც ამ ქვეყნის მაცხოვრებელთა სასიცოცხლო წყაროს წარმოადგენდა – მარცვლეული, წყალი და საქონელი.
ქვეყანაში  მოქალაქეებს ბრალის წაყენების გარეშე ათავსებენ საპყრობილეში.
26 წლის ჟურნალისტი საარჩევნო კამპანიის არასასურველი ფორმით გაშუქების გამო მოკლეს.
X გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მან წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც დააფიქსირა, რომ სამხედრო სამსახური მისთვის პიროვნულად მიუღებელია. ასეთი ახსნა-განმარტების მიუხედავად, X-ს დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.
ქვეყანაში  ერთ-ერთი რელიგიური აღმსარებლობის მიმდევრებს ეკძალებათ შეხვედრა.
ქალაქში მაცხოვრებელთა ეთნიკურმა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ეთნიკური უმცირესობები, ბოშები და ებრაელები ქალაქის სპეციალურად გამოყოფილ უბნებში უნდა ცხოვრობდნენ.
სოფელში მაცხოვრებელ ბავშვებს არ აქვთ საშუალება, იარონ დაწყებით სკოლაში, რადგან არ არსებობს სკოლა, რომელიც მათი საცხოვრებელთან ახლოსაა.
X  ვერ იყრის კენჭს საპარლამენტო არჩევნებში, რადგან სასულიერო პირები მის კანდიდატურას არ უჭერენ მხარს.
იმის გამო, რომ X არის შავკანიანი, მას არ იღებენ ექიმის თანამდებობაზე ადგილობრივ საავადმყოფოში.
ზოგ ქვეყანაში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა კვების ან თავშესაფრის უზრუნველყოფის პროგრამებში; ასევე, მოკლებულია სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას.
ბატონი X-ის სახლი დაიწვა და მას არ შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია. 6
47 წლის ქალბატონი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე დიასახლისი იყო და გაზარდა 5 შვილი. ახლა, როდესაც თავის მეუღლესთან უნდა განქორწინდეს, ის სოციალური დაცვის ყოველგვარი მექანიზმის გარეშე რჩება. 22
ბატონი X, ორი შვილის მამა, დააპატიმრეს იმის გამო, რომ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ლექსებს წერდა. ის ქვეყნიდან გაიქცა და სხვა ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვდა. მას თავშესაფარი არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ X-ის განცხადებით, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მას წამება ელის. 13
სავარძელს მიჯაჭვული ადამიანებისთვის ადგილობრივ თეატრში კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება არ არის ნებადართული. 24
იმისათვის, რომ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, აუცილებელია, ამ ქვეყანაში იცხოვრო 15 წელი, იყო გონებრივად და ფიზიკურად ჯანმრთელი (შემოწმებით უნდა იყოს დადასტურებული) და გადაიხადო საკმაოდ მაღალი ადმინისტრაციული გადასახადი. შესაბამისად, ათასობით ბოშა საკუთარ ქვეყანაში მოქალაქეობას ვერ იღებს. 8