2.2 ძირითადი კითხვები

Living Democracy » Textbooks » 2.2 ძირითადი კითხვები
  • რისი კეთების უნარს უნდა ფლობდნენ ჩემი მოსწავლეები მოცემული თავის შესწავლის შემდეგ? რა უნდა გაიგონ მათ და რისი ახსნა უნდა შეეძლოთ სხვებისათვის და რა კრიტერიუმებით უნდა შეეძლოთ ხელმძღვანელობა პოლიტიკურ საკითხზე მსჯელობისას.
  • რა საშუალებით უნდა შევაფასო მათი კომპეტენციის განვითარების დონე?
  • როგორ შეიძლება ჩემმა მოსწავლეებმა გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში ან სკოლაში მიღებული გამოცდილება პოლიტიკის გაცნობისას?
  • როგორ აღიქვამენ ჩემი მოსწავლეები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას?
  • რამდენად არიან ჩემი მოსწავლეები გარკვეულნი თავიანთ ინტერესებში?
  • პოლიტიკაში მიმდინარე რომელი მოვლენები ან რომელი აქტუალური პოლიტიკური საკითხები ეხება ჩემს მოსწავლეებს?
  • რომელი აქტუალური პოლიტიკური საკითხების აღქმას შეძლებენ ჩემი მოსწავლეები?
  • ეს საკითხები უკავშირდება სკოლის მმართველობას თუ ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ თუ საერთაშორისო პოლიტიკას?
  • როგორ წავახალისო ჩემი მოსწავლეები, რომ მიიღონ მონაწილეობა განსახილველი საკითხის არჩევაში?
  • რა საშუალებები ან მასალა უნდა შევარჩიო, რომ შესაძლებელი იყოს მასზე განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმა?
  • რა დავალება უნდა მივცე ჩემს მოსწავლეებს დამოუკიდებელი სამუშაოს სახით?
  • რა ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ ჩემს მოსწავლეებს მოცემულ საკითხზე?
  • რომელი ძირითადი კონცეფციების გამოყენებას შეძლებენ ჩემი მოსწავლეები მოცემული თემისა თუ საკითხის შესახებ მსჯელობისას?
  • როგორია ჩემი მოლოდინი ჩემი მოსწავლეების მიერ მოცემულ საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით?
  • როგორია ჩემი საკუთარი მოსაზრება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით? რა კრიტერიუმებს ვანიჭებ უპირატესობას მოცემულ საკითხზე მსჯელობისას?
  • როგორ უნდა უზრუნველვყო ის, რომ ჩემი საკუთარი მოსაზრება თავს არ მოვახვიო ჩემს მოსწავლეებს?
  • რა ქმედებების გახორციელებას ველი ჩემი მოსწავლეებისაგან?