ნაწილი 3 – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და სწავლის ინსტრუმენტები

Living Democracy » Textbooks » ნაწილი 3 – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და სწავლის ინსტრუმენტები

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისას, ისე, როგორც ყველა სხვა საგნის სწავლებისას, მასწავლებელი ვალდებულია, გაანალიზოს მიზნები და ნათლად განსაზღვროს ის მიზეზები, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მიერ გაკეთებულ არჩევანსა და დადგენილ პრიორიტეტებს. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რა უნდა შეიძინონ მისმა მოსწავლეებმა  დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებიდან. თუ მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ ის, თუ როგორ მიიღონ მონაწილეობა იმ დემოკრატიული საზოგადოების შიგნით მიმდინარე პროცესებში, რომელსაც ეკუთვნიან, მათ სჭირდებათ ისეთი კომპეტენციების განვითარება, როგორიცაა პოლიტიკური ანალიზი და მსჯელობა, როდესაც მათ უწევთ თავი გაართვან პოლიტიკურ პრობლემებსა და საკითხებს, და ისეთი კომპეტენციების განვითარება, როგორიცაა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული მეთოდური უნარების მთელი სპექტრი. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები სწავლობენ დამოუკიდებლად და ისე, როგორც ეს მათთვის არის მისაღები. ამის მისაღწევად მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. იგივე შეიძლება ითქვას მასწავლებლის პროფესიაზეც. ყველა სპეციალისტი მისთვის შესაფერის ინსტრუმენტს იყენებს. წინამდებარე სახელმძღვანელოში გთავაზობთ მასწავლებლებისათვის და მოსწავლეებისათვის განკუთვნილ ზოგიერთ ინსტრუმენტს, რომელიც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ხელშეწყობის მიზნით იქნა შემუშავებული. ინსტრუმენტები მათ მომხმარებელთა დამოუკიდებლობას გულისხმობს. დამოუკიდებლობა, თავისთავად, ყველა ადამიანის მიზანს წარმოადგენს.